კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ არ უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სხვა ადამიანების იმედი და რატომ არის უმადურება დიდი ცოდვა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  რა არის ქრისტიანული ხედვები, როგორ უნდა ისწავლოს ადამიანმა მადლიერება, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– რა არის, მამაო, ქრისტიანული ხედვა?
– ქრისტიანული ხედვა არის სწორი, სულიერი ხედვა – არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. როგორიც არის ადამიანი, ისეთივე ხედვა აქვს. თუ არის ხორციელი,  მშვინვიერი, მისი ხედვაც იქნება ხორციელი და მშვინვიერი. თუ ადამიანი სულიერი, ეკლესიურია, მისი ხედვაც ქრისტიანული იქნება. წმიდა მამების თანახმად, ქრისტიანული ხედვები რამდენიმე ნაწილად იყოფა. 1. ხედვა – ეს არის ვიყუროთ წინ იმედით. ეს ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით კი თანამედროვე რეალობაში, როდესაც ამდენი პრობლემა, ამდენი გასაჭირი, მწუხარება, სნეულება და საფრთხეა. როგორც იცით, ეკლესიური სწავლებით, სამი უმთავრესი სათნოება არსებობს: რწმენა, იმედი და სიყვარული. როცა ადამიანი გარკვეულ განსაცდელში ჩავარდება, მან არც მარცხნივ უნდა გაიხედოს, არც მარჯვნივ, არამედ უნდა იყურებოდეს წინ, იესო ქრისტესკენ. წმიდა წერილში მრავალი ნუგეში წერია და ამიტომ არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, უნდა გვჯეროდეს რწმენით, რომ ჩვენი იმედი არ იქნება შემარცხვენელი. წმიდა წერილში წერია: თუ უფალი არის ჩემთან, რას მიზამს მე კაცი. ნუგეში სულიწმიდის ერთ-ერთი სახელია. როდესაც ჩვენ ვიწყებთ დილის ლოცვებს, სულიწმიდას მოვუხმობთ, რომელიც ნუგეშს გვცემს და იმედით უნდა ვიყოთ სავსე. დღეს ეს სოფელი ისე არის დაბრკოლებული, ისე არის განშორებული ჭეშმარიტი იმედისგან, რომ ყველგან სასოწარკვეთილება და უიმედობა სუფევს. სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანი შეუპყრია უიმედობას. დადიან ეკლესიაში, ლოცულობენ, ეზიარებიან, მაგრამ მაინც არ სჯერათ, რომ უფალი შეეწევათ და დაეხმარებათ. ჰგონიათ, რომ ღმერთმა მიატოვა, არაფერი ეშველებათ. ამიტომაც კითხულობენ: გვეშველება რამე? თუმცა არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ღმერთის, ეკლესიის, სასულიერო პირების იმედი და ეს ნდობა არ უნდა გავუცრუოთ. ადამიანი უნდა მიდიოდეს წინ, მისი ცხოვრება უნდა იყოს წინსვლა. წინსვლა კი უფლისკენ სიარულია, რომელიც ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეო. ასე – წინვლით, ჭეშმარიტებით უნდა მიდიოდეს ადამიანი უფლისკენ და მაშინ იქნება მისი ცხოვრება უკეთესი და იმედიანი.
– ადამიანებს ხშირად სხვა ადამიანების იმედი უფრო აქვთ, ვიდრე ღმერთის  ან საკუთარი თავის.
– კი, ხშირად ადამიანები, სწორედ, სხვა ადამიანების იმედით ივსებიან. იერემია წინასწარმეტყველი ამბობს: წყეულიმც იყოს ადამიანის მოიმედეო. ყოველი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოდის, გარკვეული დაპირებებით მიმართავს ხალხს, იმედს აძლევს, კეთილდღეობას ჰპირდება. მაგრამ არაფერი იცვლება და ხალხი იმედგაცრუებული რჩება, სასოწარკვეთილებაში ვარდება. სასოწარკვეთილება კი მომაკვდინებელი ცოდვაა და ხშირად ამ ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი თავს იკლავს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფლის და არა ადამიანების იმედი. თუ ამას დავიჯერებთ, ღმერთი გამოგვიგზავნის გარკვეულ ადამიანს ან ადამიანებს, რომლებიც გამოგვიყვანენ რთული მდგომარეობიდან და დაგვეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში. უნდა დავფიქრდეთ და ადამიანებზე იმედი არ უნდა დავამყაროთ. წმიდა მამები ამბობენ: ღმერთი ეჭვიანიაო. როცა ღმერთი ხედავს, რომ ადამიანს მასზე მეტად ვინმე უყვარს ან ვინმეს იმედი აქვს, ასეთი ადამიანი შემდეგ იმედგაცრუებით ისჯება.
– რა არის მეორე ხედვა?
– ხედვა უკან, მადლიერებით – არის მეორე ხედვა. ხანდახან ადამიანმა უკანაც უნდა მიიხედოს და რაც კარგია, ის უნდა დაინახოს. რაც მთავარია, მადლიერი უნდა იყოს ღმერთის, საკუთარი წინაპრების, მშობლებისა და იმ ადამიანების, ვინც მის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. უმადურება ძალიან დიდი ცოდვაა. როცა წირვა-ლოცვაზე მივდივართ, რა მდგომარეობაშიც უნდა ვიყოთ – გვიჭირს თუ გვილხინს, გვიხარია თუ დამწუხრებულები ვართ, მადლობა უნდა შევწიროთ უფალს. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ღმერთი მხოლოდ განსაცდელში, მწუხარებაში ახსენდება. როცა მის გარშემო ყველაფერი კარგი ხდებოდა, ის მადლობას არ სწირავდა ღმერთს: დილა რომ გათენდებოდა, არ ახსენდებოდა ღმერთი, არც – საღამოს. ხშირად იყო უმადური. მადლობა ღმერთს, რომ შემდეგში, როცა განსაცდელში ჩავარდა, მაშინ მაინც გაახსენდა, რომ ღმერთი არსებობს და გაახსენდა, რომ მისი მდგომარეობა უმადურებით იყო გამოწვეული. ამიტომ, უკან რომ მიიხედავს, უნდა ახსოვდეს, რის გამო უნდა იყოს მადლიერი. თუმცა, უკან რომ ვიხედებით, მუდმივად პრობლემებს ვხედავთ. ვამბობთ: როგორ მიჭირდა, როგორი ცუდად ვიყავი. თუ ადამიანი მიხვდება, რა მდგომარეობაში იყო და როგორ გამოიყვანა იქიდან ღმერთმა, მაშინ მით უმეტეს, მადლიერება არ უნდა დაავიწყდეს. როდესაც ადამიანები უკან იხედებიან, იმის მაგივრად, რომ საკუთარი უკეთურება დაინახონ, სხვას აბრალებენ, მათ შორის, ოჯახის წევრებს, მშობლებს, რომ უკეთეს ოჯახში არ დაიბადნენ, უკეთეს ქვეყანაში. ეს დიდი უმადურებაა და ასეთ ადამიანებს მომავალი არ აქვთ. ბევრი ადამიანი მისტირის ძველ, ცოდვილ ცხოვრებას, რაც ასევე დიდი ცოდვაა. არ უნდა გავეტიროთ ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას. რაც არ მოგვწონს წარსულში, ის უნდა გამოვასწოროთ მომავალში და მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი როლი ითამაშეს. რადგან ხშირად უარყოფითი ადამიანები უფრო დადებით როლს თამაშობენ ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში – გამოღვიძების ტოლფასს. ხშირად ეს ბოროტება ჩვენთვის სიკეთედ იქცევა ხოლმე. ქრისტიანული ცხოვრება მწარეა, მაგრამ გატკბილდება, თუ ადამიანი სიყვარულით, იმედით, მადლიერებით იცხოვრებს.




скачать dle 11.3