კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 რატომ გახდა საჭირო საქართველოში რთული კომბინაციის მოფიქრება და რატომ მოიკითხეს ამერიკელებმა აქ დახარჯული ფულის ბედი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის მორიგი ახალი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც მოინახულა, ამის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილსაც ეწვია შუშისად წოდებულ რეზიდენციაში. დიპლომატიის ენაზე ამ სტუმრობებს თავისი ახსნა აქვს, თუმცა, ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ოკეანისგაღმელმა პარტნიორმა ტაქტიკა შეცვალა (სხვათა შორის, დასავლეთი ჩრდილოეთისგან ამ მოქნილობითაც გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ, ადრეც მოგახსენებდით, ამ ბოლო ხანს ჩვენი ზოგიერთი დასავლელი მეგობრის მომართვის ფორმა და შინაარსი ჩრდილოურს წააგავდა). მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ, თუ რა უნდა ამოვიკითხოთ ქ-ნი დეგნანის ვიზიტების ტრაექტორიაში.
– რატომ შეიცვალა დამოკიდებულება?
– ვითარების შეცვლა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული და მათ შორის, ელჩის ფაქტორითაც. აშშ-ის ახალი ელჩი არ არის ჩვეულებრივი დიპლომატი. მას აქვს საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური გამოცდილება, იმას გარდა, რომ სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილებაც. როგორც ამბობენ, გამოირჩევა მკაცრი ხასიათით და, ამასთან, მას აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოზე ვრცელდება. ეს ბოლო კი ის საკითხია, რაც, ერთი შეხედვით, უცნაურიც არის, იმიტომ რომ ერთი ქვეყნის ელჩს მეორე ქვეყანაში, წესით, გავლენა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მას აქვს სპეციფიკური უფლებები.
– არა მხოლოდ საქართველოში იგულისხმება სამხრეთ კავკასია?
– დიახ, სამხრეთ კავკასია. უნდა ითქვას ის, რომ სწორედ ეს არის ამ ცვლილების ერთ-ერთი შემადგენელი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ამუშავდა ლობისტური ინსტიტუტები. აქამდე, გაუგებარი მიზეზით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ იყენებდა ლობისტებს და მე მახსოვს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი ფრაზა, რომელიც ითქვა ჯერ კიდევ 2013 წელს, რომ არ სჭირდებათ ლობისტები. არც მაშინ ვეთანხმებოდი და არც ახლა ვეთანხმები, იმიტომ რომ დღევანდელი მსოფლიო, სამწუხაროდ, იმართება პოლიტტექნოლოგიებითაც, ამიტომ აუცილებელია ლობისტური ინსტიტუტების გამოყენება. მესამე ფაქტორი ისაა, რომ აშშ-ში საქართველოს წარმომადგენელთა ვიზიტისას იმ ზოგიერთი ტყუილისა და მცდარი ინფორმაციის დეზავუირება მოხდა, რომლებიც კონგრესმენების წერილებში იყო. მე ვერ ვიტყვი, რომ კონგრესმენების წერილებში მოყვანილი ფაქტებიდან არც ერთი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იყო სიმართლესთან ახლოს მყოფი ფაქტებიც, მაგრამ იყო აშკარა ტყუილებიც და ეტყობოდა, რომ ეს იყო ლობისტური ჯგუფებისა და იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მუშაობის შედეგი, რომლებიც ახლოს არიან აშშ-ის კონგრესთან, სენატთან და ადმინისტრაციასთან. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი გარემოება: ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა ამოძრავებს აშშ-ს, როგორც საქართველოს მთავარ პარტნიორს. ჩემი აზრით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, ისე არ დასუსტდეს ხელისუფლება, რომ რუსეთს გაუმარტივდეს თავისი გავლენის გაძლიერება და, მეორე მხრივ, დემოკრატიული პრინციპები იყოს დაცული და ხელისუფლება არ ჩავარდეს ძალაუფლების ხიბლში. რთული სათამაშო სივრცეა, ამ თვალსაზრისით, საქართველო.
– არის აქ რამე რთულად სათამაშო?
– დიახ, შეიძლება, გაჩნდეს კითხვა, რა გახდა ეს პატარა საქართველო ასეთი, რომ რთული კომბინაციაა მოსაფიქრებელი. ჩვენ, ქართველებს, რასაკვირველია, დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და გვგონია, რომ ჩვენით იწყება და მთავრდება, სამყარო თუ არა, შავი და კასპიის ზღვების სივრცე. ბუნებრივია, ეს ასე არ არის, მაგრამ, ერთი მხრივ, არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ინტერესები და, მეორე მხრივ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მერკანტილური ინტერესები – საქართველოში ჩადებულია ძალიან დიდი ფული. ამიტომ, თუ არის საშუალება და ამის საშუალება არის, თუ არის ბერკეტი და საამისო ბერკეტი არსებობს, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ გავლენა ქართულ პოლიტიკაზე?! ჩვენ, სამწუხაროდ, თავად ჩავიგდეთ თავი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მუდმივი აპელაციის რეჟიმში ვიმყოფებით. თუ ადრე იყო მოსკოვი, დღეს არის ვაშინგტონი.
– „უმცროსი ძმის“ კომპლექსი ვერ მოვიშალეთ.
– დიახ. შეიძლება, გქონდეს უმცროსი პარტნიორის რანგი, ბოლოს და ბოლოს, ამხელა ქვეყანასთან შედარებით უმცროსი პარტნიორი ხარ, გინდა თუ არა, მაგრამ „უმცროსი ძმის“ კომპლექსი, რომელიც მუდმივად ჩივის „უფროს ძმასთან“, თუ ვინმემ გული ატკინა ან დასწყვიტა, ვერ მოვიშორეთ. ჩვენ ამ მუდმივი ჩივილით და, სხვანაირად რომ ვთქვათ, „ანონიმკების“ წერით დავღალეთ ხალხი. კიდევ კარგი, რომ მარტო ჩვენ არ ვართ ამ მდგომარეობაში. პოსტსაბჭოთა სივრცისა და, სხვათა შორის, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა იქცევა მსგავსად. მაგრამ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები ბევრად მომგებიან მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ მათ გარანტირებულად იცავს „ნატოს“ მეხუთე მუხლი. ჩვენი დაცვის ხარისხი ისეთი მაღალი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება გვიჭირავს ხელში. ამასთან, დავღალეთ მუდმივი წუწუნით ან უცებ გამამაცებით, რაც უცებ ომში გადაიზრდება ხოლმე. ბრძნული, დარბაისლური სიტყვა, აზრი ქართულ პოლიტიკას ვერაფრით მოერგო. დამოკიდებულებაც შესაბამისია. ამდენად, რაც მეტ ძალაუფლებას გადაულოცავ შენს პარტნიორს, მით მეტად იქნება ის „უფროსი ძმა“ და ასაკობრივი სხვაობა მით მეტად გაიზრდება. თუ ჩვენ შეგვეძლო, ვყოფილიყავით ერთი-ორი წლით „უმცროსი ძმა“, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვზრდით სხვაობას.
– ვახალგაზრდავდებით შეუქცევადად.
– დიახ, ჩვენ ბავშვობაში გადავდივართ, მათ კი უფრო ემატებათ ასაკი და ამიტომ ეს ასაკობრივი სხვაობა მატულობს. საბოლოოდ, თქვენს კითხვაზე პასუხი ასეთია: სიტუაციის ცვლილება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არის ადამიანი, რომელმაც უნდა შეისწავლოს სიტუაცია, რასაც დრო სჭირდება და თავისი აზრი გამოთქვას. ამას გარდა, აშშ-ის მიერ საქართველოში გადახდილ ფულზე „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა თავიანთი სათქმელი უკვე თქვეს. ასჯერ ხომ არ გაიმეორებენ ერთსა და იმავეს?!
– სრული თანხა იგულისხმება, ალბათ.
– რა ფულიც დაიხარჯა, იმის შესაბამისი განცხადებები გაკეთდა.
– ბუნებრივია, ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას.
– მაგრამ, ხომ შეიძლება, ერთი სიმღერა შეუკვეთო და არა კონცერტი?! ერთი სიმღერის ფული იყო გადახდილი.
– როგორ უნდა გავიგოთ პატრიარქთან მისვლა? საზოგადოებისთვის ერთგვარად პირის მოქონვის?
– არა, უბრალოდ, ხაზი გაესვა იმ ინსტიტუტებთან ფორმატის შექმნის სურვილს, რომლებიც ყველაზე პოპულარულია ქართველი საზოგადოებისთვის. არმიასთან კონტაქტი გულისხმობს თავდაცვის სამინისტროსთან კონტაქტს და ეს ისედაც მუდმივად დღის წესრიგშია. ბოლო გამოკითხვებით, ჯარის შემდეგ პოპულარობით საპატრიარქო და ქართული ეკლესიაა. ის კიდევ საკითხავია, რომელია პირველ ადგილას – მე მაინც მგონია, რომ ეკლესიას და არმიას „ენ დი აიმ“ და „აი არ აიმ“ განზრახ გაუცვალეს ადგილები.
– სადმე ხომ უნდა ეჩვენებინათ ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის შედეგი.
– ნეტავ, იყოს არმია პირველ ადგილას, მაგრამ, სამწუხაროდ, არმია არც პირველ ადგილზეა პოპულარობით და არც მეორეზე.
– მეც ასე მგონია და ამას მოწმობს მასში სამსახურის მსურველთა მწვავე სიმცირე.
– ივანიშვილთან შეხვედრით აღიარებენ, როგორც თავად უწოდებენ, მის „არაფორმალურ მმართველობას“? ეს რომ ჰკითხოთ აშშ-ის ელჩს,  არ იტყვის,  რომ არაფორმალურ მმართველთან იყო, იტყვის, რომ იყო მმართველი პარტიის ლიდერთან.
ცხადია, ის ასე იტყვის, მაგრამ რა იყო ამ სტუმრობის ქვეტექსტი?
– ყოველთვის ვამბობდი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ფორმალური მმართველი იქნება თუ არაფორმალური, მთავარია, საქმე გაკეთდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმის ხარისხი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც ქართველ საზოგადოებას უნდა. ამიტომ ეს ფორმალური მმართველობა უკვე ძალიან ყვირის. ბევრი მაგალითი შეგვიძლია, მოვიტანოთ, როდესაც არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა ააყვავა. იგივე დენ სიაოპინი. პრობლემაა შედეგი – განსაკუთრებით კი, მართალია, ევროპული, მაგრამ აღმოსავლური ტიპის ქვეყნისთვის. ექსტრემალურ სიტუაციაში არაფორმალური მმართველობის ევროპული მაგალითიც შემიძლია, მოვიტანო. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური მმართველია, ექსტრემალურ სიტუაციაში ინგლისის დედოფალს ეკუთვნის ბოლო სიტყვა.
– თუმცა იქ მათი კონსტიტუციითაა ეს განსაზღვრული, კონსტიტუციური მონარქიაა.
– კონსტიტუციური მონარქიაა დანიაშიც, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს დანიის მეფე, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, ერის ლიდერად იქცა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნებას. ისტორიასა და პოლიტიკაში – განსაკუთრებით. შედეგი როცა არ არის, მაშინ ჩანს ცუდად არაფორმალური მმართველობა.
– ჩამოსულია, რომ შეისწავლოს ვითარებაო, მაგრამ, თუ ელჩი შეისწავლის ვითარებას და რამე არ მოეწონება, რევერანსები რევერანსებად დარჩება? ამის შემდეგ გამოიკვეთება აშშ-ის რეალური ტაქტიკა?
– ზოგადად, ეს ტაქტიკა უკვე ჩამოყალიბებული აქვს აშშ-ის ადმინისტრაციას, აქ ახლა ამ ტაქტიკის კორექტირება ხდება, რაც ეხება შიდა პოლიტიკას. აშშ-ში ძალიან კარგად ხედავენ ქართული პოლიტიკის ორ ძირითად თავისებურებას: ხელისუფლებას აქვს დაშვებული მნიშვნელოვანი გადაცდომები საარჩევნო მარათონში და ოპოზიცია არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორც თავს ასაღებს და ოპოზიციურ სპექტრში ლიდერობს ის ძალა, რომელიც დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევა და სანიმუშოც ვერ იქნება. გარკვეული დილემის წინაშეა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ცდილობს, დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, იმიტომ რომ არ ჩანს არც მესამე ძალა.
– და ამიტომ ცდილობს, შეარიგოს ეს ორი და მათგან რაღაც დემოკრატია მოზილოს?
– აშშ არ ცდილობს, შეარიგოს ვინმე, ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას ისეთი ვითარება, სადაც მორალურ უპირატესობას მიიღებს მისი მეტოქე, რუსეთი იქნება ეს თუ ჩინეთი ან, თუნდაც, მისი ფორმალური მოკავშირე, „ნატოს“ წევრი თურქეთი, ან უფრო უარესი, მისი მტერი ირანი. ეს ეხება მთელ რეგიონს და ამიტომაც ვახსენე ახალი ელჩის უფლებამოსილება რეგიონთან მიმართებაში.

скачать dle 11.3