კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№8 ლობიზმის მადლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                        ანუ მოგვეჭრა თავი ევროპის მასშტაბით?!

  მას შემდეგ, რაც 31 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთდა (ამჯერად რეზოლუციით), რომ ჩვენში ზოგიერთი მოვლენა „წინააღმდეგობაშია ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“, თუმცა ერთი ისაა გასახარი, რომ მარტონი არ ვართ ამ საქმეში (ანუ ჩვენ გარდა თავი ევროსაბჭოელებს, მაინცდამაინც, ვერც სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა მოაწონეს და ვერც თურქეთმა, ოღონდ აი, თურქეთს ეს ამბავი საერთოდაც არ ანაღვლებს), 13 იანვარს აწ უკვე ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა (ოღონდ მთლად ისეც არა, ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო).
  საბოლოო ვერსიის მხარდაჭერას ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა სჭირდებოდა (ეს სამივენი იღებდნენ მონაწილეობას რეზოლუციის ტექსტის მომზადებაში). „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის შესწორებებს და პირიქით, საბოლოოდ კი, რეზოლუცია ჩავარდა (ან კი როგორ არ ჩავარდებოდა, როდესაც ევროპარლამენტარების სიმპათია-ანტიპათიებიც იმისდა მიხედვითაა გადანაწილებული, მათთან ქართული ოპოზიცია მუშაობს თუ ხელისუფლება?! ოცდამეერთე საუკუნეში, რა ლობიზმია და რა ღმერთის წყალობა!).
  ბუნებრივია, ოპოზიციამ (ოპოზიციას ვამბობთ, თორემ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან შობილი „ევროსაქართველოა“ ელმავალი, დანარჩენები რაოდენობაში ითვლებიან) სიხარულის ზარები დაარისხა, ეს მორიგი გაფრთხილებაა ივანიშვილისთვისო.
  არც მმართველი გუნდი ჩამორჩა ზარების დარისხებაში და ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრიობაში დასდო ბრალი, ის ძალისხმევა, რასაც ქვეყნის გაშავებაზე ხარჯავს ოპოზიცია, ქვეყნის განვითარებისკენ რომ მიმართონ, ბევრად უკეთესი იქნებაო.
  ევროპარლამენტარმა, ვინმე ვიოლა ფონკრამონ ტაუბადელმა კი გვაუწყა, რომ ივანიშვილს არ აღელვებს ქვეყანა  და ამიტომ მოგვიწოდა, „ხალხი უნდა დაფიქრდეს, შემდეგ არჩევნებში ვის მისცეს ხმა.“
  მე არ ვიცი, არის თუ არა ევროპარლამენტარების ავტორიტეტი საკმარისი, შეაგონონ ქართველ ამომრჩეველს, თუმცა, თუ ამ ტემპით გავიგრძელეთ შეგონებები, არც იმას გამოვრიცხავ, საარჩევნო ხმის უფლებაც ჩამოგვართვან, სანამ დაღვინდებითო.

скачать dle 11.3