№8 მშფოთველები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
დასავლეთის წაქცეულს – ჩრდილოური წიხლიც
მაშინ, როდესაც დასავლელების ნაწილი ჭკუის მოხმობისკენ მოგვიწოდებს (საფუძვლიანად დაფიქრდით, სანამ არჩევანს გააკეთებთო – არადა მტერს ისეთი არჩევანი, ჩვენ რომ ვშობეთ), არც რფ-აა უქმად (როგორც ჩანს, დასავლეთშიც და ჩრდილოეთშიც მიჰყვებიან ნიცშეს შეგონებას – წაქცეულს წიხლიც მიაყოლეო).
კერძოდ, რფ-ის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე გვაუწყებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოში რუსოფობიური კამპანია შეწყდება და რუსეთის მოქალაქეებს არანაირი საშიშროება აღარ დაემუქრებაო (თმის ღერიც არ შეერხეთო).
რაკი თავად რფ-ის მოქალაქეები საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ (თავად ამტკიცებენ) და ვერც მაინცდამაინც იმაზე მეტ რუსოფობიას შეამჩნევთ, ვიდრე დედამიწის რომელიმე სხვა წერტილში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოელიც შფოთავს (ვიმედოვნებ, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ შეშფოთების ჩამქრობ ვაქცინაზეც იმუშავებს ვინმე მადლიანი).
მეორე მხრივ, შესაძლოა, საქმე უფრო მარტივადაც იყოს და „რუსოფობიაში“ ეს ჩვენი ოკუპანტები რუსული სახელმწიფოს ოკუპანტად მოხსენიებას გულისხმობდნენ, იმიტომ რომ ჩრდილოური მადა უსაზღვროა. -