№7 რატომ გადაწყვიტა ბექა ბოკუჩავამ იების კოლექცია შეექმნა და ამ მცენარის რა იშვიათი სახეობები ჰყავს მას
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
24 წლის ბექა ბოკუჩავა იების ერთ-ერთი კოლექციონერია საქართველოში. ბექას კოლექცია დღეს 400-მდე უცხო, იშვიათი, ფერადი, ულამაზესი და უნაზესი იისგან შედგება. როგორც თავად ამბობს,
მცენარეებთან კავშირი ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე კოლექციას ყველაზე რთულად მოსავლელი მცენარისგან, იისგან შექმნიდა. პროფესიით ფილოსოფოსის საინტერესო გატაცებაზე უფრო დაწვრილებით სტატიიდან შეიტყობთ.

ბექა ბოკუჩავა: დასავლეთში დავიბადე, წარმოშობით აბაშიდან ვარ. თბილისში საცხოვრებლად სწავლის პერიოდში გადმოვედი. პროფესიით ფილოსოფოსი გახლავართ. როცა მივხვდი, რომ ფილოსოფიამ „დროებით დამღალა“, მაგისტრატურაზე აკადემიური ავიღე და ისევ მცენარეებს მივუბრუნდი. დედას ჰყავდა უამრავი მცენარე და მათი პირველი სიყვარული სწორედ აქედან დაიწყო. მერე, რომ წამოვიზარდე, „წავართვი“ დედას ეს მცენარეები და თითოეული მათგანი ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა. დავიწყე მათი გამრავლება, ნებისმიერი ადგილიდან მომქონდა მცენარეების ახალი და უცხო ჯიშები, თითქმის ყველა ტოტსა და ფოთოლს ვახარებდი. მიუხედავად მათი სიმრავლისა, მაშინ არ მყავდა იები, რადგან რთულად იშოვებოდა, თან მარტივი მცენარე არაა და ვერ ვუვლიდი – მილპებოდა. ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე იების ყველაზე რთული, 300-400 სახეობა მეყოლებოდა.
– რატომ აირჩიე ია?
– ორი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, „ფეისბუქზე“ ვნახე პოსტი – ერთი საყვარელი გოგონა წერდა, რომ გააჩუქებდა მინიატურულ იას. უამრავ კომენტარს შორის, ერთ-ერთი ჩემი იყო. რადგან იის ერთადერთი მსურველი ბიჭი ვიყავი, ამ გოგონამ გადაწყვიტა, ჩემთვის ეჩუქებინა. მერე გავიცანი იების ძალიან კარგი კოლექცინერი ქალი, რომელმაც არ დაიზარა და ქუთაისიდან გამომიგზავნა ბევრი ფოთოლი,
თან საათობოთ მწერდა რჩევებს, უანგაროდ მასწავლიდა ყველაფერს. როცა მივხვდი, ეს საქმე გამომდიოდა, სტიმული მომეცა და ჰობივით გადამექცა. ვეღარ ვჩერდებოდი – უცხო ჯიშის ყველა ჯანმრთელი ია სახლში მომყავდა. ორ წელიწადში ჯამში 500-ზე მეტმა სახეობამ გაიარა ჩემს ხელში. რაც ყველაზე მთავარია, იებმა ბევრი საყვარელი, კეთილი და ფერადი ადამიანი გამაცნო, რომლებიც ჩემსავით შეყვარებულები არიან ამ მცენარეზე.

– საზოგადეობას სტერეოტიპული დამოკიდებულება ხომ არ ჰქონდა?
– ჩვენთან ყველაფერი სტერეოტიპულია, რატომღაც დაყოფილი გვაქვს კაცისა და ქალის საქმე. ჰგონიათ, რომ მცენარეები მხოლოდ ქალის საქმეა, ისევე როგორც სამზარეულო. ბულინგის ამბავიც ხშირად იყო, მათ შორის ბავშვობაში, თუმცა ჩემთვის პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა – ვაკეთებდი იმას, რაც მსიამოვნებდა. გამიგია ჩემი მისამართით ნათქვამი: „ბიჭია, რატომ აინტერესებს?“ „თავი დაანებოს ამ იებს“ და ასე შემდეგ... მათ, ვინც დღეს ჩემ ირგვლივ არის, დამოკიდებულება შეეცვალათ და დაინტერესებაც წამოვიდა. ეს საქმიანობა თითქოს მოდადაც კი იქცა, რაც არ მომწონს – პირველი და
მნიშვნელოვანია მცენარის მიმართ სიყვარული. ის არის ცოცხალი არსება, რომელიც ასუფთავებს და ალამაზებს გარემოს. მას ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც ადამიანებს. იების ყოლას დიდი რესურსი, ცოდნა და პრაქტიკა უნდა. არაპროგნოზირებადი მცენარეა, როდის რა აბრაზებს ან რა უხარია, მარტივად ვერ გაიგებ.

– ალბათ, კოლექციაში იშვიათი და უცხო ჯიშებიც გყავს.
– ბევრი სერიოზული სახეობა მყავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელია პატარა „პანგეა“. ახლა გავხსენი საქართველოში იების პირველი სივრცე, რომელსაც „პანგეა“ ჰქვია. ეს ჩვენთან ძალიან იშვიათი ჯიშია. ზოგადად, არსებობს მიკრო, მინიატურული, საშუალოდ მინიატურული და სტანდარტული იები. ჩემი ფავორიტია მინი-მიკრო ზომის ჭრელფოთლოვანი იები. ერთი სირთულეა ჯიშის შოვნა და მეორე – შენარჩუნება. იებს ახასიათებთ საინტერესო რამ – გასპორტება, ანუ გამრავლების შემდეგ შეიძლება ორიგინალი, ყვავილი არ გაიკეთოს და სულ სხვა ფერი გამოვიდეს. ასეთია, მაგალითად, „დონ-ჟუანი“, რომელიც თითქმის სულ სხვადასხვა ფერი გამოდის, რეალური ყვავილით კი იშვიათად გვანებივრებს, ვნახოთ ჩემები როგორები გამოვლენ, რამდენიმე დონ ჟუანი მყავს. ხშირად გასპორტებული ია სჯობს
ორიგინალს, მაგალითად, „ოზიო“. გამორჩეულებში, ასევე, დავასახელებ შავ იებს. უამრავი ია არსებობს, თუმცა უპირატესობას მუქ ფერებს ვანიჭებ.
ორიგინალს, მაგალითად, „ოზიო“. გამორჩეულებში, ასევე, დავასახელებ შავ იებს. უამრავი ია არსებობს, თუმცა უპირატესობას მუქ ფერებს ვანიჭებ.
ია ყველაზე სათუთი მცენარეა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, მით უფრო საკოლექციო იებს, რომლებიც დღეს საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ბექამ იების მოყვარულებს და არა მხოლოდ მათ, რჩევები გაგვიზიარა:
ქოთანი: იას არ უყვარს დიდი ზომის ქოთანი, რაც უფრო დიდ ქოთანში ჩავრგავთ, მით უფრი გაუჭირდება ადაპტაცია. ასეთ დროს დიდია რისკი იმისა, რომ მორწყვის დროს მოგივიდეთ ზედმეტი წყალი, რაც გამოიწვევს მცენარის ლპობას. ია რაც უფრო პატარა და სწორად შერჩეულ ქოთანშია, მით უფრო მალე გაგვახარებს ყვავილობითაც.
ნიადაგი: საკოლექციო იებს მსუბუქი ნიადაგი სჭირდება, ეს გახლავთ ტორფი, რომლის მჟავიანობა 5,5-6,5-მდე უნდა იყოს. ტორფს უნდა გავურიოთ პერლიტი – მინერალი, რომელიც წყლის კონტროლს უწყობს ხელს და მცენარეს იცავს სხვადასხვა პრობლემისგან. ტორფი მალევე იფიტება, ამიტომ 6-9 თვეში უნდა გამოცვალოთ – სანამ ქვედა ფოთლები გაყვითლებას დაიწყებს. ნიადაგი იდეალურია, როდესაც სამ წილ ტორფს ერევა ერთი წილი პერლიტი, თუმცა გემოვნებისა და პრაქტიკის ამბავია, ზოგი 1X1-ზეც
ხსნის. ზოგადად, ვისურვებდი, ტორფი ბევრად უფრო დაფასებული იყოს, ვიდრე ახლა არის, რადგან თითქმის ყველა მცენარე მარტივად ფესვიანდება, ადაპტირდება, იზრდება მასში, ვიდრე მძიმე ნიადაგში, მით უმეტეს, ტორფი ბევრად სტერილურია, ვიდრე, თუნდაც, მიწა.

განათება: იას ჩრდილოეთის ფანჯარა უყვარს, სადაც მწველი მზე არ მიდის. მაგრამ თუ ფანჯარა არ გაქვთ, აუცილებელია მაღალვატიანი, ხელოვნური განათება, მინიმუმ, 12-14 საათი, რადგან მარტივად შეძლონ ყვავილობა და ზრდა.
მორწყვა: აუცილებელია რეჟიმის დაცვა. არ უყვართ ბევრი წყალი, თუმცა ტენიანობა სჭირდებათ. პირადად მე, მოსარწყავად ვიყენებ შპრიცებს, რადგან თითოეულ მათგანს განსაზღვრული რაოდენობის წყალი ესაჭიროება, ჩემი პრაქტიკით – ხუთი მილიგრამიდან ოცდაათ მილიგრამამდე, გააჩნია ზომას და ჯიშს. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე ნადგამი და გაფილტრული. ჩემი კოლექციის სრულად მორწყვას მთელი დღე სჭირდება.
გამრავლება: იები მრავლდება ფოთლით და გვერდითა შვილით, რომელსაც მთავარი ნერგი იკეთებს. მოზრდილი, გვერდითა შვილები, შეგვიძლია მოვხსნათ ფრთხილად, დავასათბუროთ და დავაფესვიანოთ (ამ ხერხს უფრო ქიმერულ იებში მიმართავენ, რომ სახეობამ ორიგინალურობა არ დაკარგოს), მაგრამ ძირითადად გამრავლების ხერხი, მაინც ფოთოლია. დაფესვიანება შეიძლება წყალშიც და პირდაპირ მსუბუქ ნიადაგშიც, ანუ ტორფს+პერლიტში. გასამრავლებლად კარგი საშუალებაა პატარა, ერთჯერადი არყის ჭიქა. დედა ფოთოლი კარგ პირობებში 2 თვეში მოგვცემს შვილს ან რამდენიმე შვილს. რომ წამოიზრდებიან, სათითაოდ უნდა დავაცილოთ დედას და ცალ-ცალკე ერთჯერად ჭიქებში ჩავრგოთ. გამრავლებისას იებზე სწორი სახელების დაწერა არ დაგვავიწყდეს.
ტემპერატურა: იას უყვარს მუდმივად სტაბილური ტემპერატურა, არც სითბო და არც სიცივე. მისთვის იდეალური ტემპერატურა 18-დან 25 გრადუსია. ცხელი ზაფხული ზრდასა და განვითარებაში უშლის ხელს, შესაბამისად, მწველი მზე მასზე უარყოფითად მოქმედებს. სხვა ქვეყნებში და ხშირად ჩვენთანაც, მცენარეს ასეთ დროს ყვავილებს და კოკრებს აცლიან, რათა ბევრი ენერგია არ დახარჯოს. ზაფხულში ყველაზე კარგია სტიმულატორებისა და სოკო-სიდამპლის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარება.
დაცვა: თუ საკოლექციო იებს წელიწადში რამდენჯერმე არ შეწამლავთ, მათი შენარჩუნება გაგიჭირდებათ. პროფილაქტიკური მიზნით აუცილებელია მათი შეწამვლა-დამუშავება: სოკო-სიდამპლეზე, ნაცარზე, ტკიპებსა და ჭიებზე.