№7 ბრძნული აზრები
ლაროშფუკო: სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა.
ოლკოტი: კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.
ჰიუგო: მინდა, ვიყო სახელოვანი – ეს ბედნიერებაა, მაგრამ როდესაც მინდა, ვიყო სასარგებლო – ეს მოვალეობაა.
გოეთე: ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.
აკაკი: ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.
დემოკრიტე: არა სიტყვა, არამედ უბედურება არის ჭკუის სასწავლებელი ბრიყვთათვის.
ჟუბერი: ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, უბედურია, ხოლო ვინც საკუთარი თავით მეტისმეტად კმაყოფილია – სულელი.
ჰოლბახი: ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ.
ვოლტერი: ორ მოჩხუბარს შორის დამნაშავე ის არის, ვინც ჭკვიანია.
რობაქიძე: ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა თავისუფალია. თავისუფლება სხივური ელემენტია.
მონტენი: ზოგიერთ ადამიანს ცივად უნდა მოეპყრათ, თორემ თბილი მოპყრობის შედეგად ისინი ლპობას იწყებენ.
პავიჩი: როგორც წესი, ბავშვები უფრო ჩქარა იზრდებიან, ვიდრე მშობლები ასწრებენ დაჭკვიანებას.
ნიცშე: ვიდრე ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია.
კონფუცი: ამა სოფლის ძლიერებაზე მაღლა ღირსეული ადამიანები დგანან.
ჩე გევარა: რევოლუცია ვაშლი არ არის, რომ დამწიფდეს და ჩამოვარდეს. ის შენ უნდა ჩამოაგდო.
ტვენი: ნორმალური ფსიქიკა და ბედნიერება აბსოლუტურად შეუსაბამო კომბინაციაა.
კიოსაკი: არასოდეს შეეცადო ანგარიშების გასწორებას მტრებთან, რადგან ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებ, ვიდრე მათ.
რუმი: შენია ის, ვინც შენში ბედნიერება იპოვა, ყველა დანარჩენი სტუმარია.
შანელი: შენი ის არ არის, ვისაც უნდიხარ, შენია ის, ვინც გიფრთხილდება.
მანიანი: ხანში შესვლისას ქალი ახალგაზრდად კი არა, ბედნიერად უნდა გამოიყურებოდეს.