კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ ძარცვავდა მდიდარ მოქალაქეებს ყოფილი ქართველი სპეცი თავის ბანდასთან ერთად

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ახალი პანტელეევი
  1969 წლის 1 მაისს მილიციამ მოსკოვში, „სადოვოე კალცოზე“ მდებარე ერთ-ერთი სახლის ეზოში სარდიონ ვასაძის მძართველთა მოუხელთებელი ბანდა აიყვანა. შეიპყრეს ბანდის რვა წევრი, მაგრამ თავად 36 წლის ვასაძე დაპატიმრებულთა შორის არ აღმოჩნდა. ოპერაცია მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრომ („მური“) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარეს. ადგილზე იმყოფებოდა მაშინდელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც სპეციალურად ჩაფრინდა მოსკოვში მოუხელთებელი ბანდის ასაყვანად. ოპერაცია თბილისში, შევარდნაძის კაბინეტში დაიგეგმა. ბანდაში შეგზავნილმა მილიციის აგენტმა ბოროტმოქმედები დაარწმუნა, რომ მოსკოვში, ერთ-ერთი იატაკქვეშა მილიონერის სახლში 1 მაისს ძვირფას სამკაულებში გამოწყობილი ბომონდი უნდა შეკრებილიყო და ბანდიტები საქმეზე წაიყვანა. აგენტის მტკიცებით, საქმიდან, მინიმუმ, ნახევარ მილიონს მარტო ძვირფასი სამკაულების სახით წამოიღებდნენ და შესაძლოა, ამდენივე „აეფცქვნათ“ მასპინძლისთვის – ფულის სახით. ხაფანგი, რომელშიც აგენტმა ბოროტმოქმედები გააბა, სამი მჭიდრო რკალისგან შედგებოდა და მთელი „სადოვოე კალცოს“ მილიციის ოპერმუშაკებს ჰქონდათ გადაკეტილი ისე, რომ თაგვის გასაძრომიც კი არსად იყო დარჩენილი. თუმცა, სარდიონ ვასაძის მოხელთება მაინც ვერ მოხერხდა, არადა, მთელი ეს ღონისძიება, ფაქტობრივად, ვასაძის დასაჭერად მოეწყო. მილიციამ ვასაძეს „ახალი პანტელეევი“ უწოდა, ცნობილი ლენინგრადელი ბოროტმოქმედის, ლეონიდ პანტელეევის სტილთან მსგავსების გამო, რომელიც 1920-იან წლებში უკიდურესად თავხედურად  ძარცვავდა ხოლმე მდიდრულ თავყრილობებს, რესტორნებსა და შემნახველ სალაროებს. სწორედ, ასეთ თავხედურ დანაშაულს სჩადიოდა ვასაძე თავის „პაძელნიკებთან“ ერთად. 2 წლის განმავლობაში მათ 30-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. ამიტომ, მილიციას მისი ხელში ჩაგდება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სასურველი შედეგი ვერც მოსკოვურმა ოპერაციამ მოიტანა.
ყოფილი „სპეცი“
  სარდიონ ვასაძის მოუხელთებლობა ჰაერიდან არ მოსულა, ის „გრუს“ ყოფილი კაპიტანი, ორი საბრძოლო ორდენის კავალერი და სანიმუშო სპეცმებრძოლი – „სპეცი“ იყო.
  ვასაძემ საბრძოლო გამოცდილება ეგვიპტესა და ეთიოპიაში მიიღო, სადაც საბჭოთა არმიის სარდლობის სპეციალურ დავალებებს ასრულებდა თავის მეგობრებთან ერთად. 1966 წელს სარდიონი მორიგი საიდუმლო მისიიდან დაბრუნდა საბჭოთა კავშირში. მოსკოვში, რესტორანში ყოფნისას მას ნასვამი გენერალი აუხირდა და ქართველი  ოფიცრისთვის თანმხლები გოგონას წართმევას ცდილობდა. შემდეგ ვასაძეს დედა შეაგინა და სახეში ღვინო შეასხა. ქართველმა კაპიტანმა რუს გენერალს მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი ყბაში და ტვინის შერყევა და კანტუზია აჰკიდა. ამის გამო სარდიონი დააკავეს. შემდეგ ხულიგნობის მუხლით, საქმე აღუძრეს და 4 წლით ციხეში გაამწესეს. „გრუმ“ თავისი გამორჩეული თანამშრომელი ვერ დაიცვა. ვასაძემ კი, როდესაც მას ეტაპით შუა აზიაში, საშინელ სამხედრო საპყრობილეში გზავნიდნენ, მატარებლიდან მოახერხა გაქცევა. ერთხანს საკავშირო ძებნილი, ყოფილი ქართველი კაპიტანი ფსკერზე იწვა და ძალებს იკრებდა. 1967 წელს კი ასპარეზზე გამოვიდა, თავის შეიარაღებულ ბანდასთან ერთად დაიწყო „მოღვაწეობა“ და მილიციას სისხლს უშრობდა.
უპრეცედენტო შემთხვევა
  როგორც მოგვიანებით გაირკვა, სარდიონ ვასაძემ ბოლო მომენტში ინტუიციით იგრძნო, რომ ბანდას ხაფანგში იტყუებდნენ. სიბნელით ისარგებლა და მიიმალა, თუმცა, ისეთი სიტუაცია იყო, რომ მეგობრების გაფრთხილება ვეღარ მოახერხა. „პაძელნიკები“ სათითაოდ მიდიოდნენ შეხვედრის ადგილზე და მათთან კონტაქტი შეუძლებელი იყო, დაპატიმრებული ბანდის წევრები მოსკოვის მილიციის წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს და ისინი პირადად ედუარდ შევარდნაძემ დაჰკითხა. ბოროტმოქმედები დუმდნენ და მათზე არანაირი მუქარა და შანტაჟი არ მოქმედებდა. დაიწყო გამოძიება, რომელიც 2 თვე გაგრძელდა. ბანდა თბილისში ჩამოიყვანეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეგრეთ წოდებულ, „შინაგან ციხეში“ განათავსეს. 1969 წლის 7 ივლისს კი საქართველოს უმაღლეს სასამართლოში მათი პროცესი დაიწყო. ბოროტმოქმედთა რვაკაციან ჯგუფს გაძლიერებული ბადრაგი იცავდა, რომელიც მხოლოდ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებით იყო შეიარაღებული. ოთხი მილიციელი დარბაზში იმყოფებოდა, ოთხიც – დარბაზის გარეთ. პროცესი 9 ივლისს, ოთხშაბათ დღეს, დილის 10 საათზე დაიწყო. რვავე განსასჯელი დარბაზში შემოიყვანეს. მილიციელებმა კი ჩვეული პოზიციები დაიკავეს. დაახლოებით 10 საათსა და 35 წუთზე, უმაღლესი სასამართლოს წინ სასწრაფო დახმარების მანქანა გაჩერდა და მედიცინის მუშაკთა ოთხკაციანი ბრიგადა (მძღოლი მანქანაში დარჩა) უმაღლესი სასამართლოს შენობაში შევიდა. ისინი სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ მთავარ დარბაზს, იქ კი მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლეს და კართან მდგომი მილიციელები სწრაფად და უხმაუროდ განაიარაღეს და ქლორეთილით იქვე მიაძინეს. შემდეგ სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ და დანარჩენ ოთხ მილიციელსაც იგივე ბედი ეწია. ხოლო მსჯავრდებულები კი, რვავე, შენობიდან გაიყვანეს და სასწრაფო დახმარების მანქანით მიიმალნენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც სარდიონ ვასაძემ თავის ოთხ ახალ „პაძელნიკებთან“ ერთად განახორციელა და მიუხედავად იმისა, რომ მილიციელებმა მთელი თბილისი გადაკეტეს, გაქცეულების კვალს ვერსად მიაგნეს.
скачать dle 11.3