კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 აღიქვამს თუ არა სამყაროს სარკე ყველაფერს ისე, როგორც წარმოგვიდგენია თუ სრულიად საპირისპირო, საკუთარ შემოქმედებას გვიჩვენებს ანარეკლში

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  „რა კარგი იქნება, ცა რომ სარკე იყოს“ - ალბათ ყველას გახსოვთ დუმბაძის ერთ-ერთი გმირის, სოსოიას სიტყვები... თქვენ წარმოიდგინეთ და სულაც არ გახლავთ ეს შორს ჭეშმარიტებისგან. არსებობს კონცეფცია, რომ მხოლოდ ცა კი არა, მთელი სამყარო სარკეა, რომელიც ირეკლავს ძირითად იდეას: სამყარო - თქვენი ცნობიერების სარკეა. ამის დამამტკიცებელი ცხოვრებისეული მაგალითები კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და მათში უთუოდ ამოიცნობთ საკუთარ თავს. დაინახავთ, რომ სხვები და სამყაროც ირგვლივ, უბრალოდ, თქვენს შეხედულებებს ირეკლავს ამ ყველაფრის შესახებ. მაგრამ თუ როგორ ხდება ეს და რა როლს თამაშობს ამაში ჩვენი ცნობიერება, აგვიხსნის პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი თეა გ.
 - სანამ ძირითად თემას შევეხები,  შევეცდები, მარტივად და გასაგებად ავხსნა, რა არის ცნობიერება, რადგან ის ისეთი შინაგანი მოცემულობაა, რომლის საშუალებითაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ბოლოს და ბოლოს, ვცხოვრობთ. ყოველ ჩვენგანს აქვს შეგრძნება, რომ არსებობს ორი - გარე და შინაგანი სამყარო და სწორედ ეს მეორეა ჩვენი ცნობიერება. მას ხშირად სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ: სული, სულიერება, ჭკუა, გონება. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძირითადად, შიგნიდან ვცხოვრობთ. ნააზრევი, მსჯელობა, შინაგანი დიალოგი, გრძნობათა აღქმა - ეს ყველაფერი „დუღს“ მხოლოდ შიგნით. გარე სამყაროს აღსაქმელად კი საჭიროა: თვალით დანახვა, ცხვირით შეყნოსვა, ხელით შეხება, ხმის გაგონება... და ასე იკვეთება სამგანზომილებიანი სურათი. უფრო სწორად, ეს ყველაფერი ჰგავს  5 D-იან კინოს, რადაც გაიკეთეთ სათვალე და დაიწყეთ მასში ცხოვრება. ასე ირთვება თქვენი რეალობა ყოველ დილით  გაღვიძებისთანავე და ღამით კი, ძილში ეს ყველაფერი, ანუ გარე სამყარო, ქრება. ამიტომაც უჩნდება ზოგიერთს კითხვა: საერთოდ კი არსებობს გარე სამყარო? იქნებ ეს მართლა თვალებზე გადაკრული 5 D-გამოსახულებიანი ფილმია? და ამ კითხვის უარყოფა კიდევ უფრო ჭირს, რადგან შინაგანი სამყაროდან ის ძალიან უცნაური ჩანს -  სარკესავითაა!
 - და მართლაც, რა არის ის?
 - წარმოიდგინეთ, რომ ხართ ცარიელ, მრგვალ ოთახში და ყველა კედელი ჭერიან-იატაკიანად სარკისაა. ეს სარკისებრი მოწყობა მთლიანად გავსებთ შიგნიდან. დგახართ ოთახის შუაგულში არა როგორც სხეული, არამედ როგორც ცნობიერება და რასაც ირგვლივ ხედავთ, იქნება ეს: სამყარო, საგნები, გათამაშებული სცენები, ხალხი, თქვენი სახლი, სხეული - ყველაფერი თქვენი ცნობიერების ანარეკლია. გამოდის, ცნობიერების გარეშე, სამყაროც არ არსებობს და ეს მტკიცებულება სრულიად ლოგიკურია. სამყარო სარკესავითაა - ხედავთ ისეთს, როგორიც წარმოგიდგენიათ, ანუ თქვენს მის მიმართ დამოკიდებულებას აირეკლავს. ცხოვრება თამაშია, რომელშიც სამყარო თავის ბინადართ მუდმივად ერთი და იმავე გამოცანას აძლევს: აბა, გამოიცანი, როგორი ვარო და ყოველი მათგანი  თავისი გადმოსახედიდან პასუხობს: აგრესიული, მყუდრო, მხიარული, სევდიანი, მეგობრული, მტრული, ბედნიერი, ბოროტი... და საინტერესო ის არის, რომ ამ ვიქტორინაში იგებს ყველა.  თითოეულის წინაშე  სამყარო იმ სახით წარდგება, როგორსაც შეუკვეთენ. აქედან დასკვნა: სამყარო იქნება სწორედ ისეთი, როგორიც სარკეებიან ოთახში მდგომს წამოგიდგენიათ.
 - როგორ იქმნება ჩვენი სამყარო დაბადებიდან დღემდე?
 - დაიბადეთ პრაქტიკულად სუფთა ცნობიერებით, თეთრი ფურცლიდან. დასაწყისში ძალიან ბედნიერი, უბიწო ხართ, ზედმეტი აზრებისა და ძლიერი გრძნობების გარეშე, მხოლოდ სიყვარულის ზღვაში დაცურავთ.  შემდეგ იწყება სამყაროს აღქმა და მისი ჩაწერა ტვინში. ავხსნი მაგალითზე; ატირებული დედამ გულში არ ჩაგიკრათ და დაასკვენით, რომ: „არ ვჭირდები, საყვარელი არ ვარ“, რაც ძირშივე მცდარია: დედას ძალიან უყვარხართ, მაგრამ სადილის მზადებამ და რეცხვამ გადაღალა. თუმცა, თქვენეული აღქმა დაიმახსოვრეთ და გაჩნდა რწმენა. შემდეგ, სკოლის ასაკში, როცა მშობლების ავტორიტეტი აბსოლუტურია და ჯერ კიდევ მათ შეხედულებებზე ხართ დამოკიდებული, მამა გეუბნებათ, კარგად ერკვევი მათემატიკაში და შორს წახვალო. ეს რწმენა უკვე მთელ თქვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. წარმატებით აბარებთ მათემატიკის ფაკულტეტზე და უნიჭიერესი სტუდენტის სტატუსსაც აღწევთ. საერთოდ, ბავშვი 12 წლამდე აგროვებს აღქმისა და რწმენის სრულ კრებულს. შემდეგ კი, ის როგორც დამოუკიდებელი ცნობიერება, დგება სარკეებიანი ოთახის ცენტრში და ქმნის საკუთარ სამყაროს, ცხოვრებას, მასში არეკლილი თავისივე აზრებითა და გრძნობებით. ეს აზრები და გრძნობებია სწორედ ბავშვობაში შემუშავებული აღქმისა და რწმენის შედეგი და არ ხდება არცერთი ნაბიჯით გადაცდომა მარცხნივ თუ მარჯვნივ. მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია. ადამიანების 90 პროცენტი ზრდასრულ ცხოვრებაში ვეღარ ახერხებს საკუთარი რწმენისა და შეხედულებების შეცვლას. მაგრამ, თუ გაითავალისწინებთ ჩვენს რჩევებს, შეძლებთ ცხოვრება თქვენს ყველაზე თამამ ოცნებასაც კი შეუსაბამოთ.
- როგორ გავაკონტროლოთ, რას აირეკლავს სამყაროს სარკე?
- რა თქმა უნდა, დაინტრესდებით, რა იყო ჩადებული თქვენს ქვეცნობიერში ბავშვობაში. როგორ უნდა დაინახოთ თქვენი მრწამსი და შეხედულებები? -  გადახედეთ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს და დააფიქსირეთ პრობლემები - ნახეთ, სად არის მდგომარეობა იდეალურისგან ძალიან შორს? - დარწმუნებული იყავით, რომ მისი „შემოქმედი“ თქვენვე ხართ და არა ვინმე სხვა.  შეაგროვეთ საკუთარ წრმუნებულებათა სია შემდეგი პრინციპით - „მცირე ხელფასი მაქვს“, რის დასაბუთებაც შეიძლება იყოს:  „მეტი არც მჭირდება“,  „მეტის ღირსი არ ვარ“,  „ქალაქში კარგი სამსახური არ არის“,  „ახალი არაფერი შემიქმნია და არც გამოცდილება მაქვს საკმარისი იმისთვის, რომ ხელფასი მომიმატონ“, „ფული ხომ ბოროტებაა“ და სხვა მსგავსი რამ. თავადაც კარგად იცით წინააღმდეგობების შესახებ, რაც ხელს გიშლით, გქონდეთ კარგი ხელფასი. უბრალოდ, გაახმოვანეთ ეს და გააცნობიერეთ, რომ უაზრო მტკიცებულებებია - მხოლოდ იმის ანარეკლი, რაც თქვენს ცნობიერებაში დალექილა. დგახართ სარკის წინ, რომელიც მხოლოდ გიჩვენებთ იმას, რაზეც 3 დღის წინ ფიქრობდით, ან - რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეთ. ვთქვათ, მაღაზიაში შეხვედით და ფული არ გეყოთ იმ ყველაფრისთვის, რის ყიდვასაც აპირებდით. იწყებთ თავის დამუნათებას: „ამისთვის ფული მხოლოდ მდიდრებს აქვთ;“ „აბა, მე ამას ვინ მაღირსებს“; „ჩემი საშინელი სამსახურით რა ფული უნდა ვიშოვო და არც პერპექტივაში ჩანს რამე“... ეს არის თქვენი გადაწყვეტა და სამყაროს სარკე საპირისპიროს ვერ გიჩვენებთ. მას შეუძლია მხოლოდ შიგ ჩაგახედოთ და არა - რაიმე შექმნას. ეს ფუნქცია აქვს მხოლოდ ცნობიერებას, ანუ თქვენ! ამიტომ, შეცვალეთ მთელი ეს თვითშემოქმედებითი ნაგავი ახალი კონცეფციით და სამყაროს სარკეც უსიტყვოდ ასახავს მას უახლოესი კვირისა თუ თვეების განმავლობაში. ასე რომ, გახსოვდეთ, თავადვე შეცვალეთ თქვენში ის, რაც გინდათ, რომ შეცვლილ სამყაროში იხილოთ.

скачать dle 11.3