კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 იპოვეთ საკუთარი თავი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  საკუთარი თავის ძიება ადამიანის ცხოვრებაში სერიოზული  გამოწვევაა. გაიარეთ ეს საინტერესო და ზუსტი ტესტი.  ის   თქვენი პიროვნების ტიპს განსაზღვრავს.
1. ძალიან დაიღალეთ.  სამუშაო კვირა დაძაბული იყო და ბოლოს და ბოლოს წინ დასვენება გელოდებათ, როგორ გაატარებთ ამ დროს?
ა) მეგობრებს დავურეკავ, გავიგებ  რა გეგმები აქვთ. მათთან ერთად ფილმის საყურებლად უნდა წავიდე ან რესტორანში ვისადილო;
ბ) დასასვენებლად სახლში დავრჩები და ტელეფონს გამოვრთავ. აბაზანაში ჩავწვები, სერიალს ვუყურებ და დავიძინებ.
2 ამ ორი აღწერიდან რომელი უფრო კარგად გახასიათებთ?
ა) ვაკეთებ ყველა ქმედების ანალიზს და ყურადღებას უფრო დეტალებს ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრება არის აქ და ახლა და არა ჩემს ოცნებებში;
ბ) მიყვარს ოცნება და მიმდინარე მოვლენებზე სცენარების შექმნა. ყველაფერს ფილოსოფიურად ვუდგები. ჩემი მთავარი მრჩეველი ინტუიციაა.
3. კონკურენტი კომპანია თქვენს გადაბირებას ცდილობს. თქვენ ყველაფრის გაანალიზებას ცდილობთ: იქ უფრო ბევრს გიხდიან, მაგრამ აქ მეგობრული გუნდია და უფროსმა მინიშნება მოგცათ, რომ რეკომენდაციას  გაგიწევთ მაღალ პოზიციაზე. როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება?
ა) კონკურენტი კომპანიის შესახებ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას შევისწავლი, მეგობრებს რჩევას ვკითხავ, ახალი ვაკანსიის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს ჩამოვწერ. საკითხს სერიოზულად მივუდგები;
ბ)   წავალ ახალ სამსახურში თუ არა, ჩემს შინაგან განწყობაზე იქნება დამოკიდებული.
4. თქვენს ძალიან ახლო მეგობარს ქორწილში ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში ეხმარებით.  როგორ ართმევთ თავს ამ მისიას,  როგორ მიდის საქმე?
ა) უკვე დავიქირავე მუსიკოსები და წყვილის საუკეთესო მომენტებისგან ვიდეოპრეზენტაცია მოვამზადე. სალონში ჩავეწერე და ტანსაცმელიც შევარჩიე;
ბ) უპირატესობას სპონტანურობას ვანიჭებ. ვიმხიარულებ და სადღეგრძელოს დროს ხუმრობებს ვიტყვი. მეტს არაფერს გავაკეთებ.
წაიკითხეთ   შედეგი:   
  თუ თქვენს პასუხებში სჭარბობს ა – რეალისტი – ძალიან შრომისუნარიანი, სოციალურად ადაპტირებული პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის ყველაფერს   დეტალურად გეგმავს, სამყაროს რეალურად აღიქვამს. ახლობლების მიმართ სიყვარულსა და ზრუნვას გამოხატავს, უყვარს მხიარულება. თუმცა, შესაძლოა, ხასიათი სწრაფად შეეცვალოს და გაჯიუტდეს. უყვარს წესრიგი, მაგრამ ყველაზე მეტად გარშემო მყოფების საკუთარ სიმართლეში დარწმუნება და თავისი თვალსაზრისის დაფიქსირება მოსწონს.  ეს ადამიანები  ხშირად იცვლიან არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ საქმიანობის სფეროსაც, რადგან ყველაფრის შესწავლა სურთ.
  თუ პასუხებში ბ მეტია – მეთვალყურე – ასეთი ადამიანი სუფთა, კეთილგანწყობილი, წესრიგის მიმდევარი და მზრუნველია. ის ენერგიით ავსებს საკუთარ თავს და მის ირგვლივ – ყველას.  გუნდურია. შეუძლია საკუთარი თავისა და სხვების ღრმა ანალიზი. თუმცა,  უყვარს ხელმძღვანელობა და საერთოდ ვერ იტანს დაქვემდებარებას. ნებისმიერ ფასად ისწრაფვის მიზნის მისაღწევად. ყველა სიტუაციაში ახერხებს კითხვებზე სწრაფი, ზუსტი, ღირებული, ობიექტური და მკაფიო პასუხი გასცეს.  ასეთი ადამიანები ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებიან და თამამად მიდიან რისკზე. მათ შორის ხშირად გვხვდება ექიმი, სამხედრო პირი ან ჟურნალისტი. თუმცა ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ. ძალიან მოუთმენლები არიან, ამიტომ ხშირად იწყებენ ბიზნესს, მაგრამ საქმე იშვიათად მიჰყავთ ბოლომდე.

скачать dle 11.3