№7 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 27 აგვისტოს. რომელ პროფესიებში მელის წარმატება?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო და მობილური სისტემების ბიზნესი, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიცინიდან კი – პედიატრია. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატების მომტანია.
კითხვა: ჩემი დისშვილი 2003 წლის 17 მარტს დაიბადა. რა პროფესიები შეეფერება და როგორი ცხოვრება ელის?
პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს მეტად აქტიური, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური. მომავალში უნდა დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, დიპლომატიურობას. უნდა შეეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება – ამით შეასრულებს კარმულ მისიას და წარმატებული ცხოვრებაც ექნება. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია: ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, ავიაციის ბიზნესი, შემოქმედება, პროფესიული დიპლომატია, ტურიზმი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, იურისპრუდენცია, ავტომატიკა, სატრანსპორტო და სატელეფონო სფერო, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. ამ პროფესიებში წარმატებების შანსი მეტად მაღალი აქვს.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 18 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ აქტიური და ენერგიული, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა. ასევე, უნდა იყოთ, „მშვიდობის მტრედი“ და სადაც შეხვალთ, შეიტანოთ სიმშვიდე, სილამაზე და არა აგრესია და დეპრესია – ეს თქვენი წარმატების შანსია. იყავით, ასევე, სტაბილური და ჰარმონიული სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებში. ამავდროულად, ეცადეთ, იყოთ ოპტიმისტური, კომუნიკაბელური, კეთილშობილი, სამართლიანი, დიპლომატიური.