კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემს მეუღლესთან ჯვარდაწერილი ვარ, მაგრამ ვერაფრით ავაწყვე ოჯახური ცხოვრება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ასეთ დროს ეკლესია ცოლ-ქმარს იმ ვალდებულებებს ახსენებს, რომლებიც ჯვრისწერისას იკისრეს. ეს არის ორი ადამიანის ერთსულ და ერთხორც ყოფნა ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულით. თუმცა, ადამიანი ხშირად ვერ უძლებს მოვალეობის ტვირთს და ორი ადამიანის ერთად ცხოვრება შეუძლებელი ხდება. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ერთად იძულებით ცხოვრებას ბოროტებაც მოჰყვება და ასეთ შემთხვევაში, თუმცა ეკლესია ეწინააღმდეგება გვირგვინის ახსნას, ამის დაშვების გადაწყვეტილებას იღებს, რათა უფრო დიდი ბოროტება აიცილოს თავიდან. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად, როგორიც არის გვირგვინის ახსნა, მეუღლეებმა ეპისკოპოსს უნდა მიმართონ.
კითხვა: მინდა, ჩავაბარო სასულიერო აკადემიაში. თუ შეიძლება, განმარტეთ, რა წინაპირობაა ამისთვის საჭირო?
პასუხი: ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. რელიგიური ცოდნის გაღრმავება არა მხოლოდ უფალთან დაგაახლოვებთ, არამედ საერო ყოფის სიმძიმესაც გაგიიოლებთ. ასეთი სურვილი ადამიანში უფლის ნებით იბადება. თუმცა თქვენი მიზნის მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. სანამ სასულიერო სემინარიაში ჩააბარებთ, უნდა მოემზადოთ, რაც ნიშნავს, რომ ეკლესიურად იცხოვროთ და საღვთო მცნებების შესასრულებლად სულიერად იყოთ მზად. უნდა გყავდეთ მოძღვარი და ის მოგცემთ საფუძველსა და რჩევებს სასულიერო განათლების მიღების საკითხში.
კითხვა: რომელ ასაკში უნდა თქვას ბავშვმა პირველი აღსარება და უნდა ვურჩიოთ თუ არა, რა მოინანიოს აღსარების დროს?
პასუხი: ეკლესია ჩვილობის ასაკშიც კი აზიარებს ბავშვებს. რაც შეეხება პირველ აღსარებას, ის 7 წლის ბავშვმა უკვე  უნდა თქვას. რა თქმა უნდა, მას წინასწარ უნდა ესაუბროთ და აუხსნათ, რისთვის არის საჭირო აღსარება, რა უნდა თქვას კონკრეტულად და რაოდენ სასიხარულოა შემდგომ ზიარების მიღება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ბავშვი სახლში ხედავდეს სიყვარულისა და სიკეთის მაგალითებს, მშობლების ეკლესიურ ცხოვრებასა და მათ სიმშვიდეს. იმ დღეს კი, როდესაც ბავშვი აღსარებას იტყვის, ეცადეთ, სადღესასწაულო განწყობა შეუქმნათ და დაასაჩუქროთ, რათა მან ეს შემდგომში ხალისით გააკეთოს.
კითხვა: რამდენად აუცილებელია ეკლესიისთვის შესაწირის გაღება?
პასუხი: მოციქულთა დროიდან ეკლესია შეწირულობით არსებობს. წმიდა პავლე მოციქული გვმოძღვრავს: ჩვენ გაძლევთ სულიერს და უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. როდესაც ეკლესია მორწმუნეს ყველაფერს სულიერს აძლევს – სიმშვიდეს, სიხარულს, იმედს, მადლს, მარადიულობის განცდას, რით უნდა უპასუხოს ადამიანმა და გამოხატოს მადლიერება, თუ არ დაეხმარება მატერიალურად, როდესაც ის შემოწირულობით არსებობს.
კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, კონკრეტულად რომელი წიგნები იგულისხმება „წმიდა წერილში“?
პასუხი: „წმიდა წერილში“ იგულისხმება ძველი და ახალი აღთქმის წიგნები.
скачать dle 11.3