კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 საიდან გაჩნდა სამყაროში ცოდვა

  თუ შემოქმედის სრულყოფილებათა და გონიერ არსებათა ბუნების შესახებ ჭეშმარიტი ცნებით ვიხელმძღვანელებთ, ჩვენ მტკიცედ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ცოდვა წარმოიშვა არა ბუნებიდან, არამედ თავისუფლებიდან და მდგომარეობდა გონებისა და ნების ბოროტად მოხმარებაში. და თუ ღმრთის სიტყვის ზოგიერთ მითითებას გავყვებით, მივხვდებით, რომ ცოდვის პირველ მიზეზში (ლუციფერში) გონებისა და ნების პირველი ბოროტად მოხმარება იყო ზესთმჩენობა (საკუთარი აზრებისა და საქმეების უცდომელად შერაცხვა და ამპარტავნება, სურვილი უსაზღვრო დამოუკიდებლობისა და მისწრაფება ღმერთთან გატოლებისკენ. ასეთი კადნიერებისა და ამბოხის მოთმენა შეუძლებელი იყო ყოვლადძლიერის საყდართან – და ამპარტავანი მნათობი ჩაგდებულ იქნა ქვესკნელში, სამყაროს უდაბლეს ადგილას, სადაც მან თავის თანამოძმეებთან ერთად შექმნა საკუთარი სამეფო წყვდიადისა და საშინელებისა, სიძულვილისა და სასოწარკვეთილებისა, სიკვდილისა და ნგრევისა.
  თავად ცოდვის სიტკბოს, რაშიც უნდა მდგომარეობდეს ის, აქვს საშინელი თვისება – მისი გემოს ხილვა აუძლურებს ადამიანის მთელ არსებას, ართმევს მას შინაგანი გრძნობის ნაწილსა და გონივრულ თვითშემეცნებას. ამგვარად, შეუმჩნევლად შეჰყავს იგი ჯერ სულიერ ძილში, შემდეგ უგრძნობლობასა და სულიერ სიკვდილში. ვნებებისგან მოკვდინებული ცოდვილი უყურებს და ვერ ხედავს, ისმენს და არ ესმის. რამდენჯერაც უნდა ამოვიდეს მის თავზე მადლის მზე, რამდენჯერაც უნდა მოირწყას იგი ღმრთის სიტყვის ქრისტიანულ სწავლებათა ნაკადით, რამდენჯერაც უნდა იქუხოს მის თავზე თვით ღმრთის რისხვის ჭექა-ქუხილმა – ეს ყველაფერი, მისთვის თითქოს არ არსებობს, რამეთუ ცოდვამ დააბრმავა მისი გონება, დაახშო მისი შინაგანი სმენა, დათრგუნა მისი სინდისი, მოაკვდინა მისი სული.
  ყოველივე ამის შემდეგ გაგიკვირდება კი, რომ ასე ცოტა არიან ის ადამიანები, რომელნიც სრულიად უსხლტებიან ცოდვის ხაფანგს და არცთუ ისე ბევრნი ისინი, რომელთაც შეემთხვათ რა უბედურება და გაებნენ ბადეში, მამაცურად გაარღვევენ მას და ითავისუფლებენ სულს? თუ არა ყოვლისშემძლე ძალა ღმრთის მადლისა, თუ არა ანგელოზნი – ჩვენი მფარველნი, თუ არა მშობლიური მზრუნველობა და საიდუმლონი ეკლესიისა, ჩვენ, ყველანი, უეჭველად და სამუდამოდ დავრჩებოდით ვნებების ტყვეობაში. არ გაგვიჩნდებოდა აზრიც კი, რომ შევბრძოლებოდით მათ და მოგვეთმინა სხვადასხვაგვარი იძულებანი, რათა მოგვეპოვებინა სულის თავისუფლება და გულის სიწმინდე.
  არ დავივიწყოთ ეს, საყვარელნო! რაკი ვიცით ბარბაროსობა ჩვენი მტრისა – ცოდვისა და, ისიც, თუ რომელი ხერხით გვაბამს ბადეში, დავუპირისპიროთ მას მუდმივი სიფხიზლე. თუკი ცოდვა მიგვიზიდავს წუთიერი ნუგეშით, გავიხსენოთ, რომ ეს ნუგეში დროებითია და მსწრაფლ წარმავალი, ხოლო ჭირი, რომელიც მოჰყვება მას – მუდმივი და მარადიული. ვიფიქროთ ასე და დავრჩეთ ერთგულნი სჯულისა, ღმრთისა და სინდისისა.
„რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა“
скачать dle 11.3