კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ არის ადამიანის პირველი მტერი საკუთარი თავი და როგორ უნდა შევძლოთ მისგან თავის დაცვა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  მართლმადიდებლური სამყარო დიდმარხვისთვის ემზადება, რომელსაც წინ 4 მოსამზადებელი კვირა უძღვის. თავად აღდგომის მარხვა კი წელს 2 მარტს იწყება. მარხვის მოსამზადებელი პერიოდის მნიშვნელობის გაგება ქრისტიანისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დიდმარხვა – ეს არის საკუთარი თავის უკეთ შეცნობის პერიოდი – დრო სინანულისა და ცოდვებისგან განწმენდისა; დრო ლოცვისა და მარხვისა; ქველმოქმედების, სხვა სათნოებათა აღსრულებისა. დიდი მარხვა სამ ქვეპერიოდად იყოფა: პირველი – დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ოთხ კვირას მოიცავს, მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება და ყველიერის კვირით მთავრდება; მეორეა დიდი მარხვის ძირითადი პერიოდი, რომელიც ექვს კვირას მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება; მესამე პერიოდი კი ვნების შვიდეულია, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ვალდებულია, ეს სამივე ნაწილი შეინახოს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი მარხვას შუა პერიოდში ან ბოლო კვირას უერთდება. მადლი პირველი ჟამის მსახურებაზეც იგივეა და მეცამეტე ჟამის მსახურებაზეც, ღვთის მადლი ყველას შეხვდება, მაგრამ ჩვენ სინდისი ხომ უნდა გვქონდეს და ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დავიწყოთ ყველაფერი თავიდან და მივყვეთ ბოლომდე.
– დიდმარხვას წინ უძღვის მეზვერისა და ფარისევლის კვირა. რა უნდა გააცნობიეროს ამ დროს ქრისტიანმა?
–  არის თუ არა ის მზად, შეინახოს მარხვა; არის თუ არა მასში სიმდაბლე, სინანული. ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე ან სურვილი სიმდაბლისა, ბუნებრივია, მას არანაირი მარხვა არ სჭირდება და არ სჭირდება მას მაცხოვარი. ერთადერთი ცოდვა, რითაც ადამიანი სამოთხეში დაეცა, ხოლო ანგელოზი – სასუფეველში, ეს იყო საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულება, მოხიბვლა საკუთარი მდგომარეობით. მთელი აღდგომის მარხვის განმავლობაში შენდობა ითხოვეთ ადამიანებისგან, უარი თქვით სიზარმაცეზე, ულოცველობაზე, მარხვის არშენახვაზე, უზიარებლობაზე, იყავით თავმდაბლები, ითხოვეთ სიმშვიდე, სიყვარული, არ განიკითხოთ სხვა, იპოვეთ საკუთარ თავში ცოდვები და უფალი ამ ყველაფერს ასმაგად მოგაგებთ; მეორე კვირა – ეს არის უძღები შვილის კვირიაკე. „უძღები“ – დაკარგულს, გაძევებულს ნიშნავს; ეს არის ადამიანი, რომელიც დაღუპული, წარწყმედილი იყო, მაგრამ, მიხვდა თავის დანაშაულს და დაბრუნდა მამასთან. თუ ადამიანი საკუთარ თავში ჯერ სიმდაბლეს მოიძიებს, მერე მოიპოვებს, ჩავარდება სინანულში, ექნება სურვილი, დაბრუნდეს მამასთან, ის დაბრუნდება ეკლესიაში, ღმერთთან. მესამე კვირა არის საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე, რომლის შესახებ მაცხოვარი გვასწავლის: როდესაც ძე კაცისა მოვა, ის მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ – თხებს. მეოთხე კვირა კი უკვე არის ადამის სამოთხიდან გამოძევების კვირიაკე. სამოთხეში ადამიანი ჯერ სულიერად კვდება – რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, განეშორება ღმერთს, დაეცემა და მერე, შედარებით მოგვიანებით, უფლისგან განშორების შემდეგ, კვდება უკვე ხორციელად, ანუ, ყოველივეს წინ მაინც სულიერი გარდაცვალება უძღვის.
– ვინც ყოველ დილით ლოცულობს, „მამაო ჩვენოს“ ამბობს, ღმერთს ცოდვების მიტევებას სთხოვს: „მომიტევნე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, რამეთუ ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, შემდეგ რამდენად ასრულებს ამას რეალურ ცხოვრებაში?
– არასდროს სრულდება: რადგან ვიღვიძებთ სიცრუეში, მთელი დღე ვცხოვრობთ სიცრუეში, ღამდება ისევ სიცრუეში და არავინ არავის არაფერს აპატიებს. ერთ წმიდა მამას ეუბნებიან: მოყვასმა რომ გაწყენინოს, რას იზამ? ვაპატიებ. კიდევ, რომ გაწყენინოს? კიდევ ვაპატიებ... და კიდევ რომ გაწყენინოს? კიდევ ვაპატიებ... არ მოგწყინდება ამდენი პატიებაო. რატომ, თუ მას ბოროტების ჩადენა არ სწყინდება, მე სიკეთის ჩადენა როგორ უნდა მომწყინდესო. ასე რომ, არასდროს დავიღალოთ სიკეთის კეთებით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის პირველი მტერი  საკუთარი თავია, რომელიც 24 საათის განმავლობაში არ გასვენებს, არაფერში  გინდობს. ამიტომ, ყველაზე მეტად თავი მისგან უნდა დაიცვათ. უარყავით საკუთარი თავი და ყველა ის აზრი, ფიქრი, რომელიც თქვენში შემოდის. ყველაფერი ფიქრებითა და აზრებით იწყება. ამიტომ, შეამოწმეთ, ეშმაკისგან ხომ არ არის ან საკუთარი დაცემული ბუნებისგან. მარხვა კი, უპირველეს ყოვლისა, დაცვაა საკუთარი გონიერების, სულიერების, აზრების, ხედვის, სმენის, ხელების, მეტყველების, მხედველობის. ზოგს ჰგონია, რომ სულიერად ცხოვრობს, თუ ყოველ კვირას დადის ეკლესიაში, ეზიარება, მედავითნეობს, გალობს... არა, სულიერი ცხოვრება ის არის, როდესაც მეზვერესავით მჯიღს იცემ გულში და ამბობ: ყველაზე ცოდვილი მღვდელი ვარ... ყველაზე ცუდი სტიქაროსანი, ცოლი, ქმარი, შვილი... ოღონდ ეს სიტყვებით კი არ უნდა მოხდეს, არამედ ქცევით, შინაგანად და არა ხმამაღლა, სხვების გასაგონად. ამას შინაგანად უნდა განიცდიდე და არა გარეგნულად, არ უნდა ყვიროდე. ნაკლები საუბარი, ნაკლები სიამაყე, ყველაფერი ნაკლები. შინაგანი ქრისტიანობა ის არის, როდესაც არავინ იცის, როდის მოდიხარ წირვაზე, ვერავინ გამჩნევს, როდის მიდიხარ აღსარების სათქმელად, რამხელა ჯვარი გაქვს შიგნით და ამ ჯვრით არავის აწუხებ. ნაღვლიანი თვალებით არავის აცოდებ თავს და არ ამბობ, როგორი სევდიანი ხარ, დარდიანი, რომ ყველამ მოგაქციოს ყურადღება. როცა ღმერთი შენ ჯვარს გაძლევს, ეს ჯვარი მადლიერებით უნდა ატარო, შინაგანი ცხოვრება და ქრისტიანობაც სწორედ ის არის, რომ რაც ღმერთმა დაგვაკისრა, თავმდაბლობით, ჩუმად, სიყვარულით, მდუმარებით უნდა ვაკეთოთ.




скачать dle 11.3