კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ოკეანის გაღმა-გამოღმა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                           ნორჩი დემოკრატები, ანუ „კაა“?!

  რადგან ყველას თავისი პეიზაჟი აქვს (მათ შორის, პოლიტიკურიც), სკამი კი, გინდა ოკეანის გაღმა (ანუ ალთას) იყავი და გინდა – გამოღმა (ესე იგი – ბალთას), ყველას იზიდავს, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს ოპონენტებმა 28 000-გვერდიანი ბრალდება წაუყენეს, თუმცა სენატმა მის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.
ხოლო, რაკი, რაც არ კლავს, აძლიერებს (და ოფიციალური მონაცემებიც ამას მოწმობს), შესაბამისად, დონალდ ტრამპის პოპულარობა განმტკიცდა, მაშინ, როდესაც მისი ოპონენტების, ანუ საარჩევნო მოწინააღმდეგეების, შემცირდა.
  ერთი შეხედვით – თითქოს, აბა, რა ჩვენი გასარჩევია, რა მოხდება დემოკრატიის აკვანში?! მით უმეტეს, როდესაც კონსტიტუციაც კი, რაც მიიღეს, მას შემდეგ, ფაქტობრივად, არ შეუცვლიათ, ანუ 200 წლით წინ განჭვრიტეს ყველა შესაძლო ვარიანტი, თუ რა შეიძლება, მომხდარიყო., მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
  ერთ-ერთმა ოპონენტმა (აი, იმ სხდომაზე), რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტს გადაყენებას უპირებდნენ, ტრამპს დიქტატორიც უწოდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თითქოს რფ-ს, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ალასკის დაბრუნებას დაჰპირდა (რუსულმა მედიასაშუალებებმა ეს ამბავი მყის ყიჟინით აიტაცეს ან კი როგორ არ აიტაცებდნენ, ანუ ჩვენმა აშშ-ელმა მეგობრებმა პრ. პუტინის ავტორიტეტიც აამაღლეს).
  აქედან გამომდინარე კი, მართალია, დემოკრატიის აკვნის პირველგამომთლელები თავიანთ თავს მოუვლიან, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ნორჩ დემოკრატებს (ანუ ჩვენებურ პოლიტსპექტრს) ფრიად ცუდ მაგალითს აძლევენ (ანუ აი, თურმე, ვის ჰბაძავენ?!). მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ აშშ-ელებს დემოკრატიის მაინც უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, ესე იგი, სტაბილური ფსიქიკა აქვთ და პოლიტგამოხდომებს მოერევიან, ვფიქრობ, ჩვენებურები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ, სულ მთლად რომ არ გამოაშკარავდნენ.


скачать dle 11.3