კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 ანატოლის ფიქრები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ისევ ბოდავს...

  სანამ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, აქეთ  სიხარულის ყიჟინას სცემს, იქით სევდიანად გამოსავალს ეძებს („ოდირის“ მიერ, არჩევნები როგორც გინდათ, იმ წესით ჩაატარეთო), ჩვენებური სეპარატისტები სულ სხვა ამბებით ბრძანდებიან გართული (თუმცა ისინი, ძირითადად, მხოლოდ და მართლაც ერთობიან).
სახელდობრ, გასულ კვირას, „იუჟნაია ოსეტიის რესპუბლიკის“ სამეცნიერო საზოგადოებას თავისი პროფესიული დღესასწაული აღუნიშნავს.
  დღესასწაული, ცხადია, „პრ.“-მა ბიბილოვმაც აღნიშნა (მისალოცი გააგზავნა). მისი თქმით, სამეცნიერო ცოდნა ყოველთვის იყო და არის კაცობრიობის განვითარების ძირითადი განმსაზღვრელი.
  რაც მთავარია, განაცხადა, რომ „იუჟნაია ოსეტიის“ მეცნიერებამ უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და (მომყავს ზუსტი ციტატა): „ჩვენი მშობლიური მეცნიერების ღვაწლია ცნობილი „იუჟნაია ოსეტიისა“ და რუსეთის ფარგლებს გარეთ.“ მეტიც, დღეს, თურმე, „იუჟნაია ოსეტიაში“ პროფესიონალი მეცნიერები (არაპროფესიონალი მეცნიერი, ნეტავ, როგორია?!) მოღვაწეობენ, ტარდება კვლევები საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დარგებში, იწერება საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გამოიცემა სამეცნიერო ლიტერატურა... 21-ე საუკუნე იძულებულს გვხდის, მივესწრაფოდეთ ახალ ცოდნასო.
  ერთი სიტყვით – კომენტარი ზედმეტია, ისევ ბოდავს, თან – იმდენად მძიმედ, ვეჭვობ, დიდი გვარის კაცის ერთხელ შემოლაწუნებამ უწამლოს, სერიოზული მუშაობაა საჭირო.

скачать dle 11.3