კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ უხალისებს ცხოვრებას ლევან ჩხაიძე ქუჩის ცხოველებს ფერადი სახლებით და რის გამო უნდა მას მიუსაფარი ძაღლების ქალაქის გაშენება ბათუმში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

 დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი მიუსაფარი, მაწანწალა ძაღლია. ისინი ქუჩაში სიცივეში, ქარში, ყინვაში, წვიმასა თუ თოვლში, გაუსაძლის პირობებში არიან და ხშირად უსამართლოდ ადამიანებისგან სასტიკად დაჩაგრულ-ნაწამები. ბათუმელმა ბიჭმა, 28 წლის ლევან ჩხაიძემ, მათზე ზრუნვა დაიწყო, საკუთარი სახსრებითა და ენთუზიაზმით ულამაზესი სახლი აუშენა და ახლა, ეს საქმე მასშტაბური გახადა – მიუსაფარ ძაღლებს ფერად, ლამაზ სახლებს უმზადებს, ქუჩაში უდგამს და მათ ამით გაუსაძლის ყოფას უმსუბუქებს. ლევანის იდეას ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა.
  ლევან ჩხაიძე: ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა. კარგად ვსწავლობდი, ბევრს ვმოგზაურობდი და სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნის დროს, დიდი გამოცდილება მივიღე. მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავი, მეთორმეტე კლასის გამოცდები ექსტერნად ჩავაბარე და ინგლისში წავედი სასწავლებლად. ენის კურსები გავიარე და სამ თვეში ისევ უკან დავბრუნდი. ჩავაბარე შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, შემოვრჩი საქართველოში და ავყევი ცხოვრების ტემპს. სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციაში, ტურისტულ და სამშენებლო კომპანიებში ვმუშაობდი.
– მთელმა საქართელომ ბოლო დროს შენი გაკეთებული საქმით გაგიცნო, კერძოდ, ქუჩაში მყოფ მიუსაფარ ცხოვლებს რომ ფერად სახლებს უშენებ. საიდან გაგიჩნდა ეს იდეა და სახლში თუ გყავს ოთხფეხა მეგობარი?
– ბავშვობიდან მიყვარს ყველანაირი ცხოველი. ახლაც მყავს უსაყვარლესი ძაღლი – პიდბული, გოგო მიმი, რომელსაც ბავშვივით ვზრდი და საწოლში მიწევს. მაჩუქეს. მეხუთე წელია, ჩემი ოჯახის წევრია და  ვგიჟდები, ისე მიყვარს. მიმი, ადამიანივით გონიერია და მღერის კიდეც (იცინის). ხანდახან ისეთ რაღაცას აკეთებს, რასაც არ ველოდები. ისეთ ხმებს გამოსცემს და ყმუის, გეგონება, მღერის – ხმა რომ ესმის, თავადაც აჰყვება ხოლმე. რაც შეეხება იდეას, მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლი-თავშესაფარი გამეკეთებინა, ეს ერთ დღეში არ მოსულა. ყოველდღიურად თვალში სულ მხვდებოდა ქუჩის ცხოველები და მათდამი ხალხის დამოკიდებულება. სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი, ოფისთან იჯდა ერთი ძაღლი, მერე ლეკვები გააჩინა და რადგან ეს ჩემ თვალწინ მოხდა, ვიფიქრე, ჩემი ფინანსებით სახლს ავუშენებ და დავუდგამ-მეთქი.  ასეც მოვიქეცი. მერე, იდეის დონეზე გამიჩნდა სურვილი, მიუსაფარი ცხოველებისთვის გამეკეთებინა ქალაქი ან სოფელი, სადაც მათთვის ჩაიდგმებოდა ფერად-ფერადი სახლები და დიდ, უსაფრთხო, შემოღობილ ტერიტორიაზე დასახლდებოდნენ. სხვათა შორის, ბრაზილიასა და არგენტინაში არის მსგავსი ქალაქები ძაღლებისთვის და მათზე გაერთიანებულად ზრუნავს საზოგადოება. წარმოიდგინეთ, ჩვენს მიუსაფარ ცხოველებსაც ფერადი სამყარო რომ ექნებათ და იქ ხშირად მივიყვანთ ბავშვებს, ისინი ასე უფრო მეტად ისწავლიან ცხოველების სიყვარულს, მათთან ურთიერთობას და მოვლას, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. რომ ვუყურებ, ჩვენი თაობა უფრო სიყვარულში იზრდებოდა, ვიდრე ახლანდელი. ესენი უფრო ცივები და უხეშები არიან. არადა, „ამ ცხოვრების დედაც“ კი არა, ცხოვრება მშვენიერია და ადამიანი ყველა წამით უნდა დატკბეს. შესაძლოა, ბედნიერი არ  იყო, მაგრამ შენი საქციელით გააბედნიერო სხვა. სიცხეც მქონია, ცუდ განწყობაზეც ვყოფილვარ, მაგრამ წავსულვარ და მიუსაფარი ცხოველისთვის სახლი ჩამიდგამს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მომავალ თაობას დავანახვო, თუნდაც, ჩემს თანატოლს ან დიდს, რომ მათზე ზრუნვა აუცილებელია. ცხოველი არაფერს გთხოვს, ვერც მადლობას გეტყვის და ვერც სიკეთეს გადაგიხდის. უბრალოდ, შენი კეთილი ნება, ადამიანობა და სიყვარული უნდა გამოხატო და მის ერთ გამოხედვაში იგრძნობ მადლიერებას. დღეს უკვე ცნობილი „კუპატაც“ კი ისეთივე ცხოველი იყო, როგორიც სხვა დანარჩენი და თუ სხვებსაც შეუქმნი პირობებს და გადასცემ სითბოს, ისინიც სამაგალითო ცხოველები იქნებიან. „კუპატას“ სახლიც, რომლსაც ვარსკვლავი მიამაგრეს, ჩემი გაკეთებულია. ძაღლებისთვის სახლებს ისეთ ადგილას ვდგამ, რომ ვინმემ პრეტენზია არ გამოთქვას. თავიდან, ვერ ვხვდებოდი, როგორ შემეყვანა „კერაში“ ძაღლი, მაგრამ როგორც კი დავდგი და მოვშორდი, მივიდა, შეიხედა და დასახლდა. ძალით არ უნდა შეიყვანო. გარეთ ძალიან ცივა, შიგნით სითბო ხვდებათ და მოსწონთ.
– შენ სად წარმოგიდგენია მიუსაფარი ძაღლებისთვის ფერადი ქალაქის გაშენება?
– სადაც  იქნება ტურისტული ცენტრი, თუნდაც ბათუმში. ჩამოსული ადამიანი როგორც ჩანჩქერსა და გონიოს ციხეს ნახავს, ისე დაათვალიერებს მიუსაფარი ძაღლების ულამაზეს, პატარა ქალაქს.
– „კერა“ – ასე უწოდებ სახლებს, რომელიც ბათუმის ქუჩებში დადგი. ამ სახელწოდების იდეაც შენია?
– დიახ. კერა ულამაზესი ქართული სიტყვაა, სახლის მყურდოებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება და სწორედ, ეს ასოციაცია და განცდა მქონდა, როცა ძაღლებისთვის სახლებს ვაშენებდი. მოკლედ, პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო „კერა“ და ასე დავარქვი. ახლა კი სახლებს თავისი შტრიხკოდები და ნომრებიც აქვს. ბევრ იდეასაც მაწვდიან და ვცდილობ, ყველაფერი „შევისრუტო“, გადავამუშავო და გამოვიყენო.
– ესე იგი, ყველა სახლს აქვს შტრიხ-კოდი?
– არა მარტო შტრიხ-კოდი, არამედ ჩემი ფეიჯის ლოგო, ნუმერაცია და აწერია „კერა“.
– სულ რამდენი სახლი გაქვს გაკეთებული და რა ჯდება თითო? მითხარი, პირველი სახლი ჩემი დანაზოგით გავაკეთე, შემდეგ კი ამ იდეის განხორციელებაში ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდითო. მატერიალურად გეხმარებიან?
–  ერთი სახლი რომ გავაკეთე, „გამყიდა“ და ვთქვი, ამას გავაკეთებ და მორჩა-მეთქი. მერე, რაღაცები მოვაკელი და 195 ლარზე ჩამოვიყვანე. შემდეგ „ნოვამ“ თუნუქის სახურავები მომცა და დღესაც გვერდში მიდგანან. „კაპაროლმა“ – საღებავები, ბევრი ადამიანი დაინტერესდა და შემომთავაზა დახმარება. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ჩემთვის მორალური მხარში დგომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანხის გადმორიცხვა. არ მსიამოვნებს, რომ მწერენ: ლევან, ფულს გადმოგირიცხავო, ასე მგონია, ვალდებულს ვხდი, ხელფასს მიხდის... უბრალოდ, მე ამ საქმით, საზოგადოებაში სიყვარული მინდა გავაღვივო და ადამიანი მოტივირებული გავხადო, აკეთოს კეთილი საქმე. ბათუმში 17 სახლი მაქვს ჩადგმული. მომავალ თაობას ვაჩვენებ, რომ აუცილებელია ცხოველებზე ზრუნვა. თუმცა, რაც არ უნდა კარგი აკეთო, მაინც იტყვიან ნეგატიურს და გულს გატკენენ.
– ალბათ, ცხოველებს რომ ეხმარები, გეუბნებიან: ადამიანებს დაეხმარე, რა დროს ქუჩის ძაღლია, ამდენი ადამიანი შიმშილობსო...
– დიახ, ზუსტად ეგაა. არადა, მე მარტო ცხოველებს არ ვეხმარები. როდესაც უპატონო ადამიანს ჩავუარე, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, დავინახე, რომ პირდაპირ მეტლახზე იწვა და ეძინა, მოვუწოდე ადამიანებს: მოდი, მეგობრებო, დავეხმაროთ-მეთქი. წავედით მაღაზიაში, ვუყიდეთ საკვები, ტანსაცმელი... მოკლედ, ჩავაცვით-დავახურეთ, დავაპურეთ და უბედნიერესი ვიყავი. თუმცა, ამასაც გამოაბეს კუდები – რაღა აზერბაიჯანელს ეხმარები, ქართველს დაეხმარეო. აი, სწორედ, ამ ცნობიერების ამაღლება მინდა ჩემს ქვეყანაში. სტუდენტები, სკოლის პედაგოგები, დირექტორები და მოსწავლეებიც ჩაერთნენ ამ საქმეში. კერძოდ, ტრენინგი მინდა ჩავუტარო სკოლის მოსწავლეებს, როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ სიტუაციაში, როცა მიუსაფარს ეხება საქმე ან როცა ქუჩის ცხოველს ხედავენ. როგორ მოიქცნენ, როცა ესმით დედა რომ ეუბნება შვილს: ქუჩის ძაღლი შენკენ თუ წამოვა, გამოდი, არ მიეკარო, ქვა ესროლე, ფეხი მოსტეხე, თავი გაუტეხეო. მესმის, რომ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი და იცავს, რომ არ უკბინოს, მაგრამ ეს შვილის ფსიქიკას აზიანებს, რაც უხეშობაში გადადის. თავადაც, როცა ჩემს ძაღლს – მიმის ვასეირნებ, არაერთხელ გამიგია: გამოდი, შვილო, არ მიეკარო, გიკბენსო. ქვა რომ ესროლო, ძაღლი კი არა, ადამიანიც გამოგეკიდება და გიკბენს.
– ქუჩაში, უამრავი ფისოც ცხოვრობს, მათთვის რატომ არ აკეთებ პატარა ფერად სახლებს?
– ფისოებს თავისი ხასიათ აქვთ, ერთ ადგილას ვერ გააჩერებთ.  კატა თავის თავის ცხოველია და ყოველთვის იპოვის ისეთ თბილ ადგილს, სადაც თავს შეაფარებს. ბათუმში ცხოვრობს მამუკა, რომელსაც ერთ პატარა ოთახში 42 ფისო ჰყავს. არ უშვებს გარეთ, გავიგე მის შესახებ და რომ მივედი, ჩემი გაკეთებული ულამაზესი სახლი ავუტანე. ვინც ნახა, იცინოდნენ:  ფისოებს კი არა, ბევრ ადამიანს არ აქვს ასეთი ლამაზი სახლიო (იცინის). სხვათა შორის, უკვე უამრავი ლეკვიც გავაჩუქეთ. მე ჩემი დანაზოგით გაკეთებული სახლებით ვეუბნები ადამიანებს, რომ უსიყვარულო საზოგადოებაში მომავალ თაობებს ვერ გავზრდით, მათ უნდა გავუფერადოთ სამყარო და მივცეთ სტიმული. ბევრი ადამიანი მირეკავს და მეუბნება, შენ ბათუმი გამოაცოცხლე და გააფერადე, სტიმული და მოტივაცია მომეციო. ამას რომ ვისმენ, უბედნიერესი ვარ. მე ამ საქმით იმედი გავაღვიძე და ვისურვებდი, კიდევ ბევრი ფერადი სახლი და შეფარებულ-გამთბარი ძაღლი ვნახო მთელი საქართველოს მასშტაბით.

скачать dle 11.3