№6 როგორ ჩაანაცვლა Sandman-ის უნიკალურმა აპარატმა ბორმანქანა და რატომ აღარ სჭირდება კბილის დაპლომბვას დღეს ანესთეზია
თანამედროვე სტომატოლოგიაში ახალი რევოლუციური პროდუქტი გამოჩნდა, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია „მარჯია“, კომპანია, რომელიც ქართულ სამედიცინო ბაზარზე მუდმივად ნერგავს ევროპულ ხარისხს. სწორედ „მარჯის“ დამსახურებით გაეცნო ჩვენი მომხმარებელი არაერთ თანამედროვე სამედიცინო პროდუქტს თუ ტექნოლოგიურ სიახლეს, მაგალითად, ისეთ უნიკალურ და მნიშვნელოვან საკვებ დანამატს, როგორიცაა „პარადოქს ომეგა“.
რაც შეეხება Sandman-ის უნიკალურ აპარატს, მან თითქმის ჩაანაცვლა ბორმანქანა და სტომატოლოგთან ვიზიტი კომფორტული, უსაფრთხო და უმტკივნეულო გახადა
Sandman-ის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ხმა და ვიბრაცია არ გააჩნია და უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ საჭიროებს ანესთეზიას. არაჩვეულებრივია ბავშვებისთვის და მათთვის, ვისაც ნემსის ეშინია ან აქვს ალერგიული ფონი. არის ნაკლებად ინვაზიური და ტრავმული. თავისი დამზოგველი თვისებების გამო ფართოდ გამოიყენება პედიატრიულ სტომატოლოგიაში, ორსულებთან და აუტისტური სპექტრის პაციენტებში.
Sandman უზრუნველყოფს პაციენტების კომფორტს და გარანტირებულ მაღალი ხარისხის მომსახურებას.
გვესაუბრება Sandman-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი – ელენე სახლთხუციშვილი: ინდივიდუალური მიდგომა აუცილებლია ყველა პაციენტთან, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მაინც ბავშვებს სჭირდებათ. თუ პირველივე ვიზიტზე ვერ მოვახერხეთ ის, რომ ბავშვმა ჩვენს კაბინეტში თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს, სტომატოლოგების შიში მას საკმაოდ დიდხანს გაჰყვება, ზოგს კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. სპეციფიკური მიდგომა სჭირდებათ, აგრეთვე, ორსულებსა და აუტისტური სპექტრის როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს. აქ ურთულესი შემთხვევები გვაქვს ხოლმე და აუცილებლად მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას.
– საბედნიეროდ, დღეს უკვე გვაქვს ისეთი საშუალებები, რომლებიც ამ ტიპის პაციენტებთან მუშაობას გვიმარტივებს. ერთ-ერთ ასეთ მეთოდს წარმოადგენს Sandman ფუტურას აპარატი – ინოვაცია ჰაერ-ჭავლოვანი გზით პრეპარირებაში, რომელიც ძალიან კომფორტულია პაციენტებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვს ხმა, ვიბრაცია, უსიამოვნო სუნი – ანუ, ყველა ის გამღიზიანებელი ფაქტორი, რაც პაციენტს აწუხებს და რაც მთავარია, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ საჭიროებს ანესთეზიას.
– კიდევ რა შეგიძლიათ, გვითხრათ Sandman-ის შესახებ, რა მიგაჩნიათ მის მთავარ უპირატესობად?
– ამ აპარატის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ახასიათებს მინიმალური ინვაზიურობა. რაც ნიშნავს, რომ ამუშავებს და აპრეპარირებს მხოლოდ დაზიანებულ ქსოვილს. შესაბამისად, მაქსიმალურად გამორიცხავს კბილის ჯანმრთელი ქსოვილის დაზიანებას. ძირითადად, ვიყენებთ იმ პაციენტებთან, რომელთაც ეშინიათ სტომატოლოგის, ხმის, სუნის, დისკომფორტის, ასევე, ბავშვებთან, ორსულებთან... აპარატი მუშაობს ალუმინის ოქსიდის და შეკუმშული ჰაერის ურთიერთქმედების ხარჯზე და გარდა იმისა, რომ მკურნალობის დროს პაციენტები საერთოდ ვერ გრძნობენ ტკივილს, მათ არანაირი დისკომფორტი არ ექმნებათ, რაც ძალიან მოსწონთ. არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ Sandman-ს შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ შემთხვევათა 90 პროცენტში ანესთეზიის გამოყენება არ გვჭირდება, რადგან Sandman-აპარატით კბილის პრეპარირება უმტკივნეულოა.
– როგორც ვიცით, უკვე რამდენიმე თვეა, ამ აპარატით მუშაობთ. რომელი ქვეყანაა Sandman-ის მწარმოებელი და როგორია თქვენი შეფასება?
– Sandman არის დანიური კომპანიის ძალიან წარმატებული პროდუქტი. ჩვენ ამ აპარატით თითქმის ერთი წელია, ვმუშაობთ და გეტყვით, რომ მისი საშუალებით პაციენტებისთვის რთული მანიპულაციებიც კი სასიამოვნო და კომფორტული გახდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ბავშვებში. ხალისით და ყოველგვარი პროტესტის გარეშე ერთ ვიზიტზე რამდენიმე კბილს იკეთებენ.
– თქვენ თქვით, რომ ყოველთვის Sandman-ის გამოყენება ვერ ხერხდება, რას გულისხმობდით?
– Sandman-იც და ყველა მინიმალურად ინვაზიური ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავინახოთ, აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ კარიესს საწყის ეტაპზე და არა უკვე მის გართულებულ ფორმებს. Sandman ამ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, Sandman-ით მკურნალობისას მცირდება მეორადი კარიესის გაჩენის რისკიც. რადგან კბილის პრეპარირებისას არ იყენებს წყალს და პოხიერი შრე აღარ ჩნდება.
ტელეფონი: 514-133-434.