კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ აღმოჩნდა კვაჭაძეების ოჯახი დიდ გაჭირვებაში სხვისი დახმარების შემდეგ და როგორ გახდნენ ისინი მილიონის მფლობელები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

 საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ჯეკპოტის მფლობელი იპოვა. მამა-შვილი ვალიკო და გიორგი კვაჭაძეები ბათუმში ცხოვრობენ და მილიონის აღებამდე მათი გზა დევნილთა დასახლებასა და კათარზისზე გადის.  
  გიორგი კვაჭაძე: თავიდან გვეგონა 2 400 ლარი მოვიგეთ. მაგრამ ბანკში რომ მივედით, გვითხრეს, რომ სინამდვილეში მილიონ 182 000-ის მფლობელები ვიყავით. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ყველა შოკში ვიყავით სიხარულისგან, დღესაც ვერ მოვსულვართ გონს.
– ჯეკპოტი გათამაშდა, მაგრამ რამდენიმე დღე გამარჯვებული არ ჩანდა. არ უყურებდით გათამაშებას?
– იმ დღეს არ გვინახავს. მეორე თუ მესამე დღე იყო, სამუშაოზე დამირეკა შვილმა, ბაბუამ ბილეთი შეამოწმა და მოგებული აქვსო. დედაჩემმა და მამაჩემმა შეამოწმეს ციფრები და თქვეს, რომ ოთხი დაემთხვა. აღმოჩნდა, რომ კარგად ვერ შეამოწმეს. რეალურად, ექვსივე ციფრი დაემთხვა და ჯეკპოტის მფლობელები გავხდით.
– ციფრები როგორ შეარჩიეთ?
– სამი ციფრი მე შევარჩიე, სამი – მამაჩემმა. შემთხვევითობის პრინციპით – რაც პირველი მომივიდა თავში, ის ჩავწერე. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, იქვეა ჯიხური, სადაც მამა ხშირად ყიდულობს ხოლმე ლოტოს ბილეთებს. ორი წლის წინაც მოვიგეთ სამოცდაათ ლარამდე. ეს უკვე იმხელა მოგებაა, რომ ამისთვის ლოდინი ღირდა. ოჯახში ფინანსურად ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. ჩვენი საცხოვრებელი ბინა დავაგირავეთ და მთელი ოჯახი, ექვსი სული, ნაქირავებში ვცხოვრობთ, ლტოლვილთა დასახლებაში. სოციალურად დაუცველები ვართ და დახმარებას ვიღებდით. ასეთ დროს ამ ჯეკპოტის მოგება ღმერთის წყალობაა. ჩვენი ბინა წელს უნდა დაგვეხსნა, მაგრამ თანხა არ გვქონდა. ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, როგორ მეშოვა ეს ფული, იქნებ რამე გამოვიდეს-მეთქი, თავს ვიიმედებდი, მაგრამ ჩემი სამსახური არ ყოფნიდა ამდენს. ერთი წელიც რომ მქონოდა დრო, მაინც ვერ შევაგროვებდი და ამ დროს გამომიგზავნა ღმერთმა ეს ჯეკპოტი, მთელი ოჯახი ვზეიმობთ.
– ეს პრობლემები როდის შეგექმნათ, რატომ დაგჭირდათ ბინის დაგირავება?
– ნათესავებს დავეხმარე – ბინა ბანკში ჩავდე და თანხა მას მივეცი. მაგრამ მისი ცხოვრება ისე წავიდა, ვერ შეძლო გადახდა. საკუთარი ბინაც გაუყიდა ბანკმა. ცუდ დღში ჩავარდა და ეს ვალი მე დამრჩა. სულ რომ ბანკში არ მეხადა ფული, ბინა დავაგირავე და ოჯახი შევუშვი, რომ ბანკი გადამეფარა. ახლა შემიძლია, ამ ოჯახს ფული მივცე და საკუთარი ბინა დავიბრუნოთ. მარტო ფულს არ ეხება საქმე, მილიონებიც რომ გვქონდეს, იმ სახლის დაკარგვა ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იქნებოდა. მამაჩემიც მაგ ბინაში გაიზარდა, მეც და ჩემი შვილებიც.
– თქვენ სად მუშაობთ?
– მე ხელოსანი ვარ, შიდა რემონტზე ვმუშაობ. მყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი – მეცხრე-მერვე კლასელები. მეუღლე გამყიდველია, ქალის ტანსაცმელს ყიდის და თვეში ოთხას ლარამდე იღებდა. ჩემი გოგო მოცეკვავეა. მისი ოცნება ახალი ტელეფონი იყო. „აიფონ 11“ უნდოდა და ელოდებოდა, ფულს როდის ავიღებდი, რომ ეყიდა. მაგრამ ახლა ბიძაჩემმა წაიყვანა და განვადებით გამოუტანა, მაგაზე ბედნიერი ადამიანი, მგონი, ბათუმში არავინაა. ნატვრა აუსრულდა ბავშვს.
– მეორე შვილი არაფერს გთხოვთ?
– ბიჭს ჯერ არაფერი მოუთხოვია, ძალიან გაკვირვებული ვარ. მე მანქანა ავიღე ნისიად და იმასაც კი არ მეუბნება, ტარება მასწავლეო. არადა, ვიცი, ძალიან უყვარს მანქანა. აქამდეც არ იყო მომთხოვნი.  სკოლაში თუ რამე დასჭირდებოდა, მარტო მაგას თუ იტყოდა. ორივემ იცოდა, როგორ გვიჭირდა და რა უნდა მოეთხოვათ. არც გოგონას უხსენებია აქამდე  ტელეფონი, მაგრამ ვიცოდი, რომ ნატვრად ჰქონდა. ყველა ხედავდა ჩემს გაჭირვებას. მშივრები არ ვიყავით, მაგრამ მთელმა უბანმა იცოდა, სხვის გამო რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით. ახლა ყველას უხარია, მილოცავენ. ჩემი ოჯახისთვის ეს ყველაფერი აღუწერელ ზღაპარს ჰგავს. სულ რომ არ გიჭირდეს, მილიონის მოგება ყველა შემთხვევაში გაგიხარდება, მაგრამ ამ მდგომარეობაში – მით უმეტეს. სამი ღამეა, რაც დაძინება შევძელი, პირველი ოთხი დღე სიხარულისგან ვერც ვიძინებდი და საჭმელსაც ვერ ვჭამდი. მანამდეც ბევრჯერ გამითენებია ღამე იმაზე ფიქრში, სად მეშოვა ფული. სამუშაო კია ბათუმში, მაგრამ ხელოსნისთვის ამხელა ფულის დაგროვება ძალიან რთულია. ჩემი მშობლების პენსია წინასწარ გვქონდა აღებული. მამა ავადმყოფობდა და  ფული ექიმებში წავიდა. ჰაიმორიტი აქვს, ყოველი დილა მისთვის საშინელი ტკივილით იწყებოდა. სად არ გვყავდა, მაგრამ ვერ მოვარჩინეთ. თუმცა, მოგების შემდეგ თავი აღარ ასტკივებია. სერიოზულად გეუბნებით – დაწყნარდა ადამიანი, მოისვენა. ბინაზე ძალიან ნერვიულობდა. მამაჩემი ასეთი გახარებული ჯერ არ მინახავს. დედა დიასახლისია. მისი ნატვრა შვილიშვილებს უკავშირდება. ერთი და მყავს, ჩაქვშია გათხოვილი. ორი დისშვილი მყავს, საკუთარი სახლ-კარი აქვთ, მაგრამ დედაჩემმა – ერთ შვილიშვილს მე უნდა ვუყიდო ბინაო. მეც ამ ჭკუაზე ვარ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
– მეუღლეს რა გეგმები აქვს?
– მეუღლე შვიდი წელია, გამყიდველად მუშაობს. გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ სფეროს კარგად იცნობს და ახლა უნდა, თვითონ გახსნას მაღაზია. თუმცა, მოგებაზე არ ვფიქრობ, არც მილიონერობაზე ვოცნებობ, მთავარია, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ოჯახი კმაყოფილი და გაღიმებული მყავდეს. ახლა გვინდა, ბინა ვიყიდოთ. ბათუმის გარეუბანში ვცხოვრობთ და ერთი ბინა ცენტრშიც რომ ჰქონდეს ჩემს ოჯახს, ესეც შემოსავლის წყარო იქნება. თან, სანამ ჩვენ ბინას გავარემონტებთ, იქ ვიცხოვრებთ.
  როგორი ადამიანი ვარ იცით? თავს არ ვიქებ, მაგრამ ჯეკპოტი რომ მოვიგე და თბილისში ჩამოვედი, ჯიბეში ნასესხები ფული მედო, ათას ლარამდე. ოთხი ადამიანი ვიყავით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, 350 ლარამდე ქუჩაში მათხოვრებს დავურიგე. ბათუმის ქუჩებშიც ძალიან ბევრი მათხოვარია და ვცდილობ, დავეხმარო. ადრეც ვცდილობდი და ღმერთმა რომ ამხელა საჩუქარი გამომიგზავნა – მით უმეტეს. მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის ლოტოს გულშემატკივრები ვიქნებით და არასდროს შევწყვეტთ თითო ბილეთის შევსებას.

скачать dle 11.3