კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ჩვენთვის მთავარია, გავთხოვდეთ და იყოს მამრობითი სქესის, თორემ ადამიანი იქნება თუ ცხოველი, არ აქვს მნიშვნელობა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „კომედი შოუს“ მსახიობები, თემო ნიქაბაძე და გივი პაპავა, კურსელები იყვნენ, მერე „მანსანკანს“ თამაშობდნენ ერთად, დამეგობრდნენ და ახლა „კომედი შოუში“ ისეთი „დები“ არიან, ერთმანეთის გარეშე რომ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება.
– სად გაიცანით ერთმანეთი და პირველი დანახვისას, რა ასოციაცია დაგრჩათ ერთმანეთზე, რა მოგხვდათ თვალში?
თემო: ერთმანეთი წლების წინ გავიცანით. კურსელები ვიყავით და „მანსანკანის“ გუნდში ერთად მოვხვდით. გივი რომ ვნახე, ხელი ჰქონდა მოტეხილი, თავი – გადაპარსული და რატომღაც მეგონა, კატორღიდან იყო გამოქცეული. თავიდან მორიდებულად ვიყავით, მერე სცენაზე ერთად ვიდექით, დავმეგობრდით და დღესაც ერთად ვართ.
გივი: თემო რომ პირველად დავინახე, მისი კეხიანი ნიკაპი მომხვდა თვალში (იცინის). დიდი ცხვირი კი აქვს, მაგრამ კარგი ადამიანია, ამიტომაცაა ჩემი მეგობარი.
– სანამ სკეტჩებში გამოჩნდებოდით, ქალის იმიჯი – ტანსაცმელი, კოლგოტი და მაკიაჟი თუ გქონდათ მორგებული?
თემო: მანამდე ქალის ფორმებითა და მაკიაჟით სახალისო ვიდეოებს ვიღებდით და სოციალურ ქსელში ვდებდით. ქალური მანერები იქიდან დავამუღამეთ, ასე რომ, არ გაგვიჭირდა. სხვათა შორის, კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ხალხს მოსწონდა.
გივი: დისკომფორტს ყველაზე მეტად კოლგოტის ჩაცმა მიქმნის. საშინელებაა კოლგოტისა და ბანდაჟის ჩაცმა. თან, სულ მობილიზებული მაქვს ფრჩხილის ლაქი – ვაიდა, კოლგოტს თვალი წაუვიდა...
თემო: ამიტომ, მაცვია მე რეიტუზი, მარტივად ვიცვამ და არც ბანდაჟი მჭირდება.
გივი: ზოგადად, არ მაკლია ფორმები, მაგრამ ქალი რომ ხარ, გამოკვეთილი ფორმები უნდა გქონდეს და მეც მიწევს ბანდაჟის ჩაცმა. ჩემი და მეუბნება: ეს რას მოვესწარი, ჩემზე მოკლე „იუბკები“ გაცვიაო. სამაგიეროდ, მე მიხდება. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ გავისეირნო მოკლე კაბით ქუჩებში.
თემო: რთულია ქალობა, მეცოდება ყველა მანდილოსანი და სოლიდარობას ვუცხადებ.
–  ქალები რატომ გეცოდება?
–  წარმოიდგინეთ, უნდა ჩაიცვა კოლგოტი, იკეთო მაკიაჟი, ოჯახს მიხედო, საღამოს მოდის მთვრალი ქმარი და მიგათრევს საძინებელში. უარს ვერ ეტყვი, გეჩხუბება და ბოლომდე გიწევს ქალის მოვალეობის შესრულება. ამიტომაც არ მიყვარს დალევა, რომ ქალს დისკომფორტი არ შევუქმნა.
გივი: ჰოდა, ქალის ფსიქოლოგია უნდა იცოდე კარგად და გამოსავალს იპოვი. გირჩევთ: ჩაიცვით, ქალებო, კოლგოტი და ბანდაჟი სახლში და სანამ მთვრალი ქმარი იმას გაგხდით, კი გამოფხიზლდება (იცინის). უბრალოდ, ქალებისგან განსხვავებით, მე და თემოს ერთი პრივილეგია გვაქვს – არ გვიწევს სალონებში სიარული, თმა არ გვეზრდება, პარიკი გვახურავს (იცინის). ისე კი, ნამადვილად მეცოდებით ქალები – პომადა, „რუმიანა“, თვალის „წენი“ და საშინელი წამწამების ასაპრეხი. კოლგოტის შემდეგ, ყველაზე რთული წამწამების ტუშით აპრეხვაა და მერე – მისი მოშორება. სამი დღე ცრემლები მდის. კიდევ კარგი, თმის შეღებვა არ გვიწევს და პარიკი გვადევს.
თემო: ფულიც იზოგება და თან, სალონში რომ მივედით, გამოგვყარეს.
გივი: ჰო, რომ შემოგვხედეს, გვითხრეს: ზოომაღაზიაში მიბრძანდით და გრუმინგი ჩაიტარეთო.
–  გივი – კეკა და თემო – ნიცა, რა გვარი ხართ?
თემო: აქ, გავიჭედეთ (იცინის). არ ვგავართ, მაგრამ ნამდვილი დები კი ვართ, თუმცა გვარი არ გვაქვს. ჩვენი წარსული ბუნდოვანებით არის მოცული.
გივი: გაურკვეველი წარმოშობის დები ვართ (იცინის). თუ გამოვქექეთ და შოტლანდიური წარმოშობის ვართ, კი მეშველება – თავისუფლად ვივლი ქუჩებში დაპლისული „იუბკით“ (იცინის). იცით, ცუდი რა არის ჩვენთვის? სულ გვენატრება დედა და გვყავს კრიტიკული და მკაცრი მამა.
თემო: მამა მკაცრი და კრიტიკული იმიტომაა, რომ ვერ გვათხოვებს.
– რატომ, გივი ხომ გაათხოვა?
– გივი, კი გაათხოვდა, მაგრამ მე ვერ მათხოვებს. ჩაგვესიძა ვაჟბატონი, ვერ ვცილდებით დები ერთმანეთს და თან, სახლში „დაბმული“ გვყავს. სხვათა შორის, ოჯახის წევრები მეუბნებიან, განვიცდით რომ ვერ თხოვდებიო (იცინის).
გივი: ჩვენთვის მთავარია, გავთხოვდეთ, იყოს მამრობითი სქესის და მიგვიღოს, თორემ ადამიანი იქნება თუ ცხოველი, არ აქვს მნიშვნელობა (იცინის).
– თემო, პირველი ღამის მერე, „დაფინგანებული“ რომ ნახე შენი და არ გადაიფიქრე გათხოვება?
თემო: მეწყინა, მაგრამ რახან გათხოვდა, ამის ფინგანს დავეძებდი? (იცინის).
გივი: მთავარია, გავთხოვდი და მსხვერპლად რომ შევეწირე, რა პრობლემაა? (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ხარ, არასოდეს გაცვია ქუსლიანი ფეხსაცმელი, რატომ?
– არც კი ვიცით, რომ სხვა სამყარო და ქუსლიანი ფეხსაცმელები არსებობს და ამიტომაც დავდივართ სახლში „ტაპოჩკებით“.
თემო: ამის ეშხი სიდაბლეშია. ზოგადად, ჩვენი პერსონაჟები ძალიან შეიყვარა ხალხმა და ბევრმა გოგომ საკუთარი თავიც ამოიცნო.
–  რას გულისხმობ?
–  აი, მშობელს რომ უნდა, გათხოვდეს და რომ ვერ თხოვდება და სულ გათხოვებაზე რომ ფიქრობენ. ზოგადად, როგორი ფიზიკური მონაცემებისაც არ უნდა იყოს შვილი, მშობელს ისეთი მოსწონს და აქებს. მამაჩვენი – ნიკა არაბიძე კი, იცით, რატომ უსვამს ხაზს ჩვენს გარეგნულ ნაკლოვანებებს ასე ხშირად? სიმართლეში გვაცხოვრებს.
– მერე, სიმართლე რომ მწარეა?
– ჰოდა, ამიტომაც გადავიღეთ მე და გივიმ სურათი, დავდეთ სოციალურ ქსელში და დავაწერეთ: სილამაზე რთულია, მაგრამ ჩვენ სირთულეების არ გვეშინია.
გივი: არ დამავიწყდება, სკეტჩისთვის პირველად რომ ჩავიცვით დების კაბები, გადაღების დროს, სიცილით იგუდებოდნენ – რა მახინჯები არიან და რა საყვარლებიო. ძმაკაცები გვირეკავდნენ: აუ, ბიჭო, რა სექსუალური კაბა გეცვა, რა ტანზე დგახარ, მაგრამ კოლგოტს თვალი აქვს წასული... რა კომპაქტური ხარ – დაკეცავ ჩადებ უჯრაში და ამოიღებ, როცა გინდაო (იცინის). თან, მაშინ მეუღლე არ მყავდა, მომწონდა. თავიდან  კეკე-ქალად მოვევლინე, დავუდაქალდი და თავი რომ შევაყვარე, მერე გამოვუტყდი, კაცი ვარ, გივი მქვია-მეთქი და კი გამომყვა ცოლად (იცინის).
თემო: მე კი მყავს მეგობარი ბარბარე შარვაშიძე, რომელიც ზუსტად მასწავლის ქალბატონის ქცევებს, როგორ გადავივარცხნო თმა, როგორი სახე „დავაყენო“, თუ ბიჭი მომეწონა და ასე შემდეგ. ძალიან დამეხმარა ქალური რაღაცების განვითარებაში. დის როლი არ არის პირველი ქალის როლი, მანამდე იყო ქეთინო მასწავლებელი, რის გამოც უკანალისა და მკერდის გადიდება მიწევდა. დის როლში კი ისეთი ვარ, როგორიც სინამდვილეში. სხვათა შორის, ჩემი და შვილს ელოდება და სულ მალე, ბიჭის დეიდა გავხდები (იცინის).
– გილოცავთ! ეს ნამდვილად კარგი ამბავია.
გივი: დღე-დღეზე ველოდები ბიჭის მამობას. ვფიქრობ, ბედნიერი კაცი ვარ – ამ ასაკში, მყავს ცოლი, ველოდები შვილს, მაქვს ცნობადობა, ხალხს ვუყვარვარ.
თემო: მე კი, ბიჭის მამობამდე, ჯერ კაბა უნდა გავიხადო, მერე პრინცესას დაველოდო, როდის გამოჩნდება... მანამდე, დეიდობას დავჯერდები (იცინის). ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, მცნობენ, უხარიათ ჩემი დანახვა და ასეთ სითბოს ვგრძნობ უცნობი ადამიანებისგან.
  თემო, ფარცხანაყანებიდან ხარ და ერთი ეს მითხარი, იქ როგორ მოხვდნენ მსოფლიო დონის ვარკვლავები შენთან?
– რიანა, შეიკი, ბიონსე ხშირად მაკითხავენ, მაგრამ მე მარტო რიანას ერთგული ვარ, მარტო მას ვუღებ კარს, დანარჩენებს თუ დავინახავ, ძაღლს ვუშვებ, რომ ვერ შემოვიდნენ. ერთი სიტყვით, სრული საგიჟეთი მაქვს.
გივი: ისიც თქვი, ალა პუგაჩოვას თავი რომ შეაყვარე და მერე მიაგდე.
– გივი, ხონში, შენკენ რა ხდება?
– ხონში, ძირითადად, შაკირა მსტუმრობს. ელტონ ჯონს ჯერ არ ჩამოუვლია.

скачать dle 11.3