კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ შექმნა მიშა ფიფიამ საკუთარ ეზოში ზოოპარკი და რატომ არ მოსწონს მეუღლეს მისი საქმიანობა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მცხოვრები ოსტატი მიშა ფიფია ტერიტორიის გალამაზებისთვის, თითქმის 7 წელია, მუშაობს. სკულპტურებს საკუთარი ხარჯებით ამზადებს, საბოლოო სახეს აძლევს და ეზოში დგამს. ხანდახან მას მეზობლებიც ეხმარებიან.
  მიშა ფიფია: დაახლოებით, ოთხი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული. დღეს რომ დავთვალო დიდიანპატარიანად, ალბათ, სამასი ფიგურა მექნება დამზადებული. ეზოში პარკი მაქვს გაკეთებული და მარტო იქ 135-ამდე ქანდაკება დგას. ჩვენი ეზოს გვერდზეც ბაღია და იქაც ბევრი მაქვს.
– ზუგდიდში ქალაქში ცხოვრობთ, საკუთარი სახლი გაქვთ?
– არა, კორპუსში ვცხოვრობ, მაგრამ დაახლოებით, შვიდი წელია, ეზოს ვალამაზებ. პალმების დარგვით დავიწყე. პროფესიით ხე-ტყის ექსპერტი ვარ და ეს საქმე მესმის. რაც შემეძლო, გავაკეთე, სადღაც ასი ხე მაინც მაქვს დარგული ბუჩქების ჩათვლით. ბოლო ოთხი წელი კი, როგორც უკვე გითხარით, ქანდაკებების კეთებაზე გადავედი, მათ შორის,  ყველაზე მეტი არწივია. ჩვენს ეზოს „არწივი“ ჰქვია, მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ და ვცდილობ, აქაურობაზე ვიზრუნო.
– მეზობლები განებივრებული გყავთ. ალბათ, ყველას უხარია, როცა თქვენ ეზოში მუშაობთ.
– გამოდის, რომ ლატარიის ბილეთი მოიგეს (იცინის). ეს ადგილი განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. დღეში, საშუალოდ ასი-ასორმოცდაათი ბავშვი მოდის. ახლოსაა სკოლა, ბაღი და მოჰყავთ ხოლმე პატარები. აქ მოსვლა ყველას უხარია. რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყო, ბავშვი რომ მოვა და მის ბედნიერ სახეს უყურებ, შენც ბედნიერი ხარ. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის.
– საექსკურსიო ადგილი შეგიქმნიათ. რამდენად დაცულია, ეს ყველაფერი ეზოში რომ გაქვთ?
– ასე გამოდის. ბევრ ადგილას ნახავთ ჩემს ქანდაკებებს. მეორე კორპუსს საჩუქარი გავუკეთე და მათაც აქვთ. ეს ქანდაკებები ისეთი მძიმეა ერთი კაცი ვერ ასწევს. თან, ამის მოპარვა ნიშნავს, რომ ბავშვებს ჰპარავ ბედნიერებას. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.
– როგორ გაგიჩნდათ მათი შექმნის იდეა?
– იშვიათი ჯიშის ხე-ტყის ექსპერტი ვარ. თურქების წარმომადგენელი ვიყავი საქართველოში. ვინც დასავლეთში ხე–ტყეზე მუშაობს, თითქმის ყველა მიცნობს. ხე-ტყის წარმოება რომ გაჩერდა, ქანდაკებების ბეტონით შექმნაზე დავიწყე ფიქრი. ეს ჩემთვის პენსიასავითაა. მომგებიანი ბიზნესი და სასწაული არაა, მაგრამ პატარა შემოსავალი მაქვს.  გოგო რომ გამითხოვდა, მეხუმრებოდნენ, ზარბაზნები დააგვიანეო. ზარბაზნები ეზოში მიყენია, ჩემი ხელითაა გაკეთებული.
– რისი ფიგურები გაქვთ უკვე შექმნილი?
– სამთავიანი დრაკონი მყავს. ჟირაფი, რომელიც სიმაღლეში ორ მეტრამდეა. კენგურუ მყავს, რომელსაც ჩანთაში ბავშვი უზის – მისი წონა ტონაზე მეტია. მყავს მარტორქა, დიდი დათვი თავის ბელებით. აქლემი, არწივები, ცხენი – რვაას კილოგრამამდე იქნება, ვეფხვი და ასე შემდეგ. ესენი ჩემი ყველაზე დიდი ნამუშევრებია. თუმცა მაქვს პატარებიც. ქალაქში ბევრგან ჩემს ჩუქურთმებსაც ნახავთ, მათ შორის, წალენჯიხის თეატრზე, რკინიგზის სადგურში...
– რამდენ ხანს მუშაობთ ხოლმე თითოეულ მათგანზე?
– გააჩნია, რას ვაკეთებ, სხვადასხვა დროა საჭირო. ყველაზე დიდხანს ერთი თვე მიმუშავია ერთ ქანდაკებაზე. პატარები შემიძლია, ერთ დღეში გავაკეთო, შემდეგ სამი დღე ვაშრობ. მასალად ცემენტს, ქვიშასა და არმატურას ვიყენებ. მირჩევნია, გაუფერადებელი გავყიდო, ვიდრე გაფერადებული, რადგან საღებავები საკმაოდ ძვირი ჯდება. დაძველებას შემდეგ ვუკეთებ, ზოგი „ლატუნისფერია“, ზოგი – ბრინჯაოსფერი. ამის ტექნოლოგია ერთმა მხატვარმა მასწავლა.
– როგორ ირჩევთ რა გააკეთოთ?
– რაც აქტუალურია, იმის მიხედვით, მაგალითად, გოჭის წელი თუ შემოვიდა, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და ასე ყოველ წელიწადს. გარდა ამისა, კლიენტი მოდის და პირდაპირ მეუბნება, რა უნდა, მერე სურათის მიხედვით ვუმზადებ. რაც ეზოში მაქვს, ეს ბავშვებს, ჩემს ეზოს ეკუთვნის და არ ვყიდი. შეკვეთებზე ცალკე ვმუშაობ.
 ჩვენს კორპუსში ბევრი უმუშევარია და მეხმარებიან, ყველაფერში ხელს მიწყობენ. ძალიან მინდა, მხარდაჭერა მქონდეს და ორ-სამ კაცს ხელფასი მივცე. ასე რომ იყოს, რამდენიმე კორპუსს კიდევ ავაყვავებ.
– მეუღლე რას ამბობს თქვენს საქმიანობაზე?
– ჩვენს კორპუსში, დაახლოებით, ასი ოჯახი ცხოვრობს და ამდენი ხალხიდან მარტო ჩემი მეუღლეა უკმაყოფილო (იცინის). საერთოდ, უსაქმურობა და ერთ ადგილას გაჩერება არ მიყვარს. მომწონს, როცა საქმით ვარ დაკავებული, განსაკუთრებით, როცა ჩემი ნახელავით სხვებს სიამოვნებას ვანიჭებ. მამაჩემი, ნოდარ ფიფია მშენებელი კაცი იყო. ზუგდიდში რაც ცხრასართულიანი კორპუსია, ყველა მისი აშენებულია. სულ მის გვერდით ვიყავი. ვხედავდი, როგორ აშენებდა მრავალსართულიან სახლებს. მის მსგავსად, მეც მინდოდა, ხალხისთვის სიხარული მიმენიჭებინა და ვფიქრობ, გამომივიდა კიდეც.

скачать dle 11.3