№6 პიტერ ბრუკის საჩუქარი

ტერენტი შეყვარებული იყო შალვა დადიანის ძმისშვილზე, ნინო დადიანზე. ამიტომ ხშირად მის სახლთან იჯდა, ეკლესიის გვერდით და მის გამოჩენას ელოდებოდა. ეს ფაქტი არ გამორჩენია უყურადღებოდ შალვა დადიანს და ერთხელაც ესოდენ უცნაურად ჩაცმული ტერენტი რომ დაინახა, უთხრა: „ჩაიცვით, ყმაწვილო, ჩაიცვით”.
ამ ფაქტმა განაპირობა ტერენტის გულისტკივილი და შალვას მან ლექსით უპასუხა:
„ბატონო შალვა, არამც თუ კაცმა,
ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა.
თქვენ სიღატაკეს არ იცნობთ, ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა...“