№6 პიტერ ბრუკის საჩუქარი
* როდესაც ალექსანდრე მეორემ ალასკა ამერიკელებს მიჰყიდა, სამხედრო უწყება ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. მათ გადაწყვიტეს, გაეწვალებინათ ამერიკელები და მათ ალასკის არცერთი რუკა არ გადასცეს. ამერიკელებს თავად მოუხდათ რუკის შედგენა.
* მარქსის, ენგელსისა და ლენინის ნაშრომების განხილვისას, სტალინი მივიდა დასკვნამდე, რომ საბჭოთა კავშირში პროლეტარიატი არ არსებობს – პროლეტარებს სამუშაო იარაღი არ გააჩნდათ. საბჭოთა კავშირში კი ფაბრიკები, ქარხნები და კოლმეურნეობები მუშებისა და გლეხების, ანუ ხალხის საკუთრებააო.
* უკრაინელი ან რუსი მოქალაქეები, რომლებიც დანაშაულს პოლონეთში ჩაიდენენ, სასჯელს ქალაქ პშემისლში იხდიან. ქვეყნის კანონის შესაბამისად, დამნაშავეებმა სასჯელი სახლთან ახლოს უნდა მოიხადონ. პშემისლი უკრაინასთან და რუსეთთან ყველაზე ახლოსაა.