კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ ძარცვავდა იატაკქვეშა მილიონერებს ქართველ მსჯავრდებულთა ბანდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ნაცნობი ხელწერა
  1970 წლის აპრილში თბილისში მიყოლებით სამი შეიარაღებული ძარცვა განხორციელდა. 11, 18, 25 აპრილს, შესაბამისად, გაიძარცვა იუველირი მოსე ხოდაკოვსკი, კბილის ექიმი – იპოლიტე გუჩუა და „ცეხავიკი“ ნოდარ კობახიძე. სამივე მათგანი სხვადასხვა ფეშენებელურ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა და მძარცველები სამივეგან  ერთი და იმავე ხელწერით მოქმედებდნენ. შუაღამეს თითოეული მათგანის ბინაში კაკუნის ხმა გაისმებოდა. კართან მისულ მასპინძელს უცხო მამაკაცი ეუბნებოდა, რომ სასწრაფო, ელვადეპეშა მოიტანა. კარის გაღების შემდეგ კი ბინაში პისტოლეტებით შეიარაღებული ხუთი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრებოდა და მოკვლისა და სახლის გადაწვის მუქარით, მასპინძელს ფულსა და ძვირფასეულობას ართმევდა. შემდეგ მას აბამდნენ და უჩინარდებოდნენ. ბოროტმოქმედები მოპარული მანქანით მოძრაობდნენ. ეს ხელწერა მილიციისთვის ძალიან ნაცნობი იყო. ამგვარად მოქმედებდა რეციდივისტი, 43 წლის ოთხჯერ ნასამართლევი ზაზა ბაჯელიძის ბანდა, რომელიც 2 წლის განმავლობაში მოუხელთებელი იყო. 1968 წელს კი ისინი დააპატიმრეს და ხუთივე წევრს პატიმრობა მიუსაჯეს. 1970 წლის აპრილში ბაჯელიძე და მისი „პაძელნიკები“ რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდნენ სასჯელს და ამდენად, მილიციის მაძებრებმა მათი მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ცნობილ ბოროტმოქმედებს მიმბაძველები გამოუჩნდნენ. მილიცია ახლადგამომცხვარი მძარცველების კვალზე დადგომას ცდილობდა.
ორიგინალური მეთოდი
  ძარცვები მაისშიც გაგრძელდა და ბაჯელიძის ბანდის ხელწერით, თბილისში კიდევ ორი იატაკქვეშა მილიონერი გაიძარცვა. ხუთივე დაზარალებულისგან, ჯამში, 380 ათასი მანეთი და 210 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. მთელი მილიცია ფეხზე იდგა, მაგრამ მიმბაძველების კვალს მაინც ვერ პოულობდნენ. სინამდვილეში კი დანაშაულს ზაზა ბაჯელიძე და მისი „პაძელნიკები“ სჩადიოდნენ. მართალია, ისინი ციხეში ისხდნენ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ მათ რუსთავის კოლონიაში, თავიანთი ბარაკიდან, დაახლოებით, 50 მეტრის სიგრძის გვირაბი ჰქონდათ გათხრილი. დანაშაულზე სწორედ ამ გვირაბის მეშვეობით მიდიოდნენ და უკანაც იმავე გზით ბრუნდებოდნენ. აბა, ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს. თანაც მათ ძალიან ოსტატურად ჰქონდათ შენიღბული გვირაბი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში თხრიდნენ. გარედან მათ ორი დამხმარე ჰყავდათ: ერთ-ერთი ბანდიტის, 27 წლის ომარ ტაბიძის მეუღლე, 25 წლის თეა გოგუაძე და მისი ტყუპისცალი ძმა – თემური. ტყუპები საქმეს ამზადებდნენ. შემდეგ მანქანით აკითხავდნენ კოლონიაში და უკანვე მანქანით მიჰყავდათ. ხოლო მილიციის თვალის ასახვევად, ისინი, ქუჩიდან იპარავდნენ მანქანას. თბილისის სხვადასხვა უბანში ტოვებდნენ და გამოყენების იმიტაციას ქმნიდნენ. ნაძარცვი ფული და ძვირფასი ნივთები თემურ გოგუაძის ბინაში იყო გადამალული, რომელიც პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა.
განგაში
  1970 წლის 26 მაისს რუსთავის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მილიციის ოპერატიული ჯგუფი შევიდა. მათ ზაზა ბაჯელიძისა და მისი „პაძელნიკების“ ბარაკი შეამოწმეს და გვირაბი აღმოაჩინეს. პატიმარი ომარ ტაბიძე კი გაქცეული აღმოჩნდა, რომელიც ღამით, კოლეგებისგან მალულად, გამძვრალა გვირაბში. საქმე კი ის იყო, რომ ინფორმაცია გვირაბის შესახებ მილიციას თავად გაქცეულმა ტაბიძემ შეატყობინა. მან მილიციის მორიგეს დაურეკა და გვირაბის ამბავი აცნობა, თან, ისიც დააყოლა, რომ თბილისურ ძარცვებს ბაჯელიძე და მისი გუნდის წევრები ახორციელებდნენ... ზონაში შესულმა მილიციის მაძებრებმა ბაჯელიძე და მისი ბანდის სამი წევრი დანაშაულში ძალით გამოტეხეს და ოთხივე თბილისის „კრიტში“ გადაიყვანეს, საიდანაც ვეღარ გაიქცეოდნენ. ომარ ტაბიძეზე, მის მეუღლესა და ტყუპისცალ ძმაზე კი საკავშირო ძებნა გამოაცხადეს, რადგან აშკარა იყო, რომ მათ ბანდის „ობშჩიაკი“ გაიტაცეს და მიიმალნენ. განგაში იყო ატეხილი არა მარტო მილიციაში, არამედ „შავ სამყაროშიც“,  „ობშჩიაკის“ „კრისებს“ კრიმინალებიც ეძებდნენ.
ხანდაზმულობის ვადა
 ორმხრივი, ტოტალური ძებნის მიუხედავად, უზარმაზარი ქონებით გაუჩინარებული ტრიოს მოძებნა ვერ მოხერხდა – ისინი ვერც ძალოვნებმა აღმოაჩინეს და ვერც „შავებმა“. ამასობაში საბჭოეთიც დაიშალა. დადგა 90-იანები – განუკითხაობის წლები და ციმბირის ერთ-ერთ მსხვილ რეგიონში 53 წლის პავლე ანტიფეროვი გუბერნატორი გახდა. მას დიდი ოჯახი და დიდძალი ქონება ჰქონდა, რომლის წარმოშობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ანტიფეროვს ყველა პატივს სცემდა. მის საქმეებს მისი ცოლის ტყუპისცალი ძმა, ოლეგ შიშკინი მართავდა. ანტიფეროვის ცოლს კი ოლგა ერქვა. ანტიფეროვების კლანი ნახევარ ციმბირს განაგებდა. ხალხიც კმაყოფილი ჰყავდათ და მთავრობაც. თავად კი მეფეებივით ცხოვრობდნენ, მათ განკარგულებაში კრიმინალების მთელი არმია იყო... სინამდვილეში, ანტიფეროვები თბილისიდან გაქცეული ტრიო იყო, რომელმაც „ობშჩიაკი“ გაიტაცეს, 20 წლის განმავლობაში იმალებოდნენ და მართალია, გარეგნობა არ შეუცვლიათ, მაგრამ ახალი საბუთები იშოვეს. ციმბირში ბიზნესი ააწყვეს და იქაურობის ბატონ-პატრონები გახდნენ. ანტიფეროვი, იგივე, ომარ ტაბიძე პრეზიდენტ ბორის ელცინთან დაახლოებული პირი იყო და მისი კეთილგაწყობით სარგებლობდა. თუმცა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ანტიფეროვი გუბერნატორობიდან გადააყენეს. პრესამ კი მისი კრიმინალური წარსულის შესახებ დაიწყო წერა და მის ყალბ ვინაობაზეც ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და ტაბიძის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადაც გასული იყო, ყოფილი გუბერნატორი 2001 წელს თავის ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, იქ დასახლდა და ბიზნესიც წამოიწყო.


скачать dle 11.3