№6 რეალობა – შენი ცნობიერების სიხშირეა
„თუ გსურთ სამყაროს არსს ჩასწვდეთ, გაიაზრეთ, რას ნიშნავს ენერგია, სიხშირე და ვიბრაცია.“ – ნიკოლა ტესლა.
* ჩვენი სამყარო ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება. ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს, ასევე უმდაბლეს განზომილებებს. განსხვავება კი ამ ენერგიის ინტენსიურობასა და მის ვიბრაციაშია. მატერია, ენერგია და სული წარმოადგენს ვიბრაციულ ერთობლიობას.
* სული ყველაზე სწრაფი ვიბრაციის უკიდურესი პოლუსია, რომლის სიხშირეც იმდენად მაღალია, რომ პოლუსი უმოძრაო ჩანს. საწინააღმდეგო პოლუსი მხოლოდ მკვრივი მატერიისგან შედგება.
შუქი, სითბო, მაგნეტიზმი, ელექტროობა — ვიბრაციის სხვადასხვა ფორმებია.
* აზრები, გრძნობა, იმპულსი – მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ვიბრაციული მდგომარეობებია.
* ფიზიკური სხეული იმ სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ერთ სიხშირეზე ვიბრირებს.
ეს ყველაფერი, ალბათ, არაერთხელ გვსმენია, მაგრამ ცოტას თუ აქვს სიღრმისეულად გააზრებული, როგორ შეიძლება, ჩვენ გარშემო ყველაფერი ვიბრირებდეს და ჩვენს რეალობას საკუთარი ცნობიერების სიხშირით ვქმნიდეთ.
მეცნიერები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ..
* მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის უზარმაზარი ზღვა, რომელიც გამუდმებით ვიბრირებს. სიმყარე არ არსებობს, ის ილუზიაა – ესაა კვანტური ფიზიკის საფუძველი.
და რა იჭერს ამ მუდმივად ცვლად ენერგიას გარკვეული ტიპის საგნებად თუ სხეულებად? საინტერესოა, რატომ ვხედავთ ადამიანს ნაცვლად ვიბრირებადი ენერგიისა?
მოდი, დავიწყოთ მატერიით. მატერია შედგება უჯრედებისგან, უჯრედები შედგება მოლეკულებისგან, მოლეკულა – ატომებისგან, ატომი – სუბატომური ნაწილაკებისგან, პროტონების, ნეიტრონების, ელექტრონებისგან.
* მატერიაში არსებულ ყველა ატომს ახასიათებს ვიბრაციული მოძრაობა. თითოეულ პერიოდულ მოძრაობას აქვს „სიხშირე“ (წამში რხევების რაოდენობა), რომელიც იზომება ჰერცებში.
1 ჰერცი (H2) = 1 ერთი რხევა წამში (ops)
* სიხშირე ყველაფერს აქვს ჩვენ გარშემო, ყველაფერს და ყველა ფერს. ფერებს აქვთ ძალიან მაღალი სიხშირე, წარმოიდგინეთ, იმდენად მაღალი, რომ ჩვენ რეალურ ფერებად აღვიქვამთ (რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, სამყარო, სინამდვილეში, უფერულია, ეს ფერები, უბრალოდ, ილუზიაა. სამყაროში ფერი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიხშირე და ჩვენი თვალები ამ სიხშირეს აკონვერტირებს და ტვინი აღიქვამს, როგორც ფერს). რადგან ფერი და ბგერა ორივე სიხშირეა, შეიძლება, ტვინში მათი არასწორი აღქმა მოხდეს. მართალია, ფერებს ბგერებთან შედარებით გაცილებით დიდი სიხშირეები აქვთ, მაგრამ შეიძლება, გაყოს შუაზე, მერე კიდევ შუაზე, მერე კიდევ და კიდევ, სანამ არ ჩამოვა ძალიან დაბალ სიხშირეებში, სადაც უკვე ყური იწყებს რეალურად ამ სიხშირეების აღქმას. უცბად აღმოაჩენ, რომ ფერს, რომელსაც უყურებ… გესმის!
* ჩვენი სხეულიც შედგება ვიბრირებადი ატომებისგან, რომლებიც კონკრეტულ სიხშირეზე ირხევიან.
* სიხშირის გაზრდასთან ერთად, მატერია უფრო და უფრო მსუბუქდება. ენერგიის ნიმუშები მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე, მის ზრდასა და შემცირებაზე.
პროფესორ ვალერ ჰანტის მიხედვით, ტოქსინები უჯრედის დეპოლარიზებას ახდენენ, რის შედეგადაც უჯრედი ხდება სამხრეთით პოლარიზებული და კარგავს ენერგიის მიზიდვის უნარს. ამან შეიძლება, გამოიწვიოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და სულიერი დაავადებები.
ადამიანური უჯრედები იწყებენ მუტაციას, როდესაც მათი სიხშირე მცირდება 62 H2-მდე.
საკვები
ცოცხალი, საღი საკვები (ხილი, ბოსტნეული) – 20-27 H2
მწვანილი – 20-27 H2
ჩირეული – 15-22 H2
სუნელები –15-22 H2
გადამუშავებული/კონსერვირებული საკვები Zero H2
* სურნელის საშუალებით შეგვიძლია ავიმაღლოთ ან დავადაბლოთ ჩვენი ვიბრაცია. მეცნიერული კვლევები გვიჩვენებს, რომ ეთერზეთებს აქვთ უმაღლესი
სიხშირე ადამიანისთვის ცნობილ ყველა სუბსტანციასთან შედარებით. ისინი ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ვერ ცოცხლობენ დაავადებები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და ასე შემდეგ.
სიხშირე ადამიანისთვის ცნობილ ყველა სუბსტანციასთან შედარებით. ისინი ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ვერ ცოცხლობენ დაავადებები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და ასე შემდეგ.
* ხმის მსგავსად, სუნსაც საკუთარი სიხშირე აქვს. თუ მათ არ ექნებოდათ უნიკალური ვიბრაციები, ჩვენ ვერ შევძლებდით მათ განსხვავებას. სურნელის აღქმა ხდება ცხვირში არსებული რეცეპტორებით და მყისიერად გადაეცემა ზეთოვან ბოლქვს, რომელიც წარმოადგენს ლიმფური ტვინის ნაწილს.
სურნელი ტვინის პირდაპირი მაკავშირებელია გარემოსთან. ჩვენი ყნოსვის გრძნობა 10,000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ნებისმიერი გრძნობა.
* ეთერზეთების სიხშირეები რამდენჯერმე აღემატება ბალახების, საკვებისა და ადამიანის სხეულის სიხშირესაც კი.
ეთერზეთები იზომება მეგაჰერცულ (მილიონობით ჰერცი) სიხშირეებში.
* ეთერზეთების სიხშირე იწყება 52 მჰც-დან და იზრდება 320 მჰც-მდე. უმაღლესი სიხშირე ვარდის ეთერზეთს აქვს – 320 მჰც. ეთერზეთები მოქმედებენ ჩვენი მოლეკულების სიხშირეებზე და ამგვარად აბალანსებენ სხეულს.
* აღსანიშნავია, ასევე, რელიგიურ რიტუალებში სხვადასხვა სურნელოვანი საკმევლის გამოყენება. მაგალითად, სალბი და პალო სანტო წმენდს გარემოს დაბალვიბრაციული ენერგიებისგან. საპირისპირო მოქმედება აქვს სიგარეტს. თუკი უჯრედულ დონეზე განვიხილავთ, თამბაქოს სურნელს მომენტალურად ჩაჰყავს ჩვენი მოლეკულები დაბალვიბრაციულ სიხშირეებზე. სწორედ ამიტომაა ადამიანი, რომელიც რეგულარულად მოიხმარს თამბაქოს, გარდა იმისა, რომ ორგანულად ვნებს საკუთარ სხეულს, დაბლა სწევს საკუთარი ცნობიერების სიხშირესაც.
ისევე, როგორც ფერებს, ბგერებს, სურნელსა და ფიზიკურ ობიექტებს, ჩვენს ემოციებსაც აქვთ სიხშირეები – მაღალი/დაბალი, ნელი/სწრაფი.
* როდესაც ბედნიერად ვგრძნობთ თავს, ჩვენი სხეულის ვიბრაციები უფრო მსუბუქია (მაღალი და სწრაფი).
* როდესაც ვიღლებით ან ავად ვართ, ჩვენი ვიბრაციები უფრო მძიმე ხდება (ნელი და დაბალი).
სწორედ, ამიტომაა, როცა შეყვარებული ვართ, თავს უფრო ენერგიულად და მსუბუქად ვგრძნობთ, თითქოს ღრუბლებზე დავდივართ.
ცნობიერის მკვლევარმა დევიდ ჰოკინსმა გამოყენებითი კინეზოლოგიის მეშვეობით შექმნა ცნობიერის რუკა, რომლის თანახმად, ადამიანის ცნობიერი დაყოფილია დონეებად, სადაც სიცოცხლის აღსაქმელად დომინანტს ესა თუ ის ემოცია წარმოადგენს. თითოეული დონისთვის დამახასიათებელია გარკვეული რაოდენობის ენერგია.
* რაც უფრო მაღლა ადიხართ შკალაზე, მით მეტი სასიცოცხლო ენერგია შეესაბამება და მით მეტად, სასიკეთოდ იცვლება სიცოცხლის აღქმა. რაც უფრო დაბალია, შესაბამისად, დაბალია სასიცოცხლო ენერგიაც და ემოციებიც ნეგატიურია.
* აზრები, ფიქრები და განცდები სწორედ ის მაგნიტია, რომელიც შესაბამის სიხშირეზე მომუშავე შეგრძნებებს, აზრებსა და ქმედებებს იზიდავს.
* ჩვენ ვგავართ რადიომიმღებს, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მიერ გამოსხივებულ ტალღებზე.
* ენერგეტიკული ველი შეგვიძლია, შევადაროთ მანქანის საჰაერო ფილტრს: რაც მეტად დაბინძურებულია ფილტრი, მით უფრო ცუდად მუშაობს ძრავი. ზუსტად ასევეა ჩვენი ენერგეტიკული ველიც. რაც მეტია „ენერგეტიკული ბლოკები“ – წყენა, განკითხვა, შური, წუწუნი, შიში და მსგავსი ემოციები, მით მეტად ქვემოთაა მისი ვიბრაციები.
* როცა ადამიანის ვიბრაციები 200-ის ქვემოთაა, ის, უმეტესწილად, ფიქრობს თვითგადარჩენაზე. ასეთი ადამიანები ცხოვრებიდან და სისტემიდან, ძირითადად, „იღებენ“ და ნაკლებად „გასცემენ“. მათი ზეგავლენა ვრცელდება იმ ენერგეტიკული ველის ადამიანთა ჯგუფზე, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენენ. ადამიანები დაბალი ვიბრაციებით, ხშირად მიდრეკილნი არიან, გამოავლინონ ისეთი ემოციები, როგორიცაა – ბრაზი, რისხვა, შიში, ეჭვიანობა, ცინიზმი, გულგრილობა, ცრუობენ და განიკითხავენ. გამოირჩევიან უარყოფითი, ნეგატიური აზროვნებით.
ჰოკინსის კვლევების მიხედვით, ადამიანთა 85 პროცენტი იმყოფება კრიტიკული 200 ერთეულის ქვემოთ.
* იგი ამტკიცებდა, რომ ინდივიდებს, რომლებსაც მაღალვიბრაციული ცნობიერება აქვთ, აბალანსებენ კოლექტიურ ცნობიერს.
* ერთ ინდივიდს, რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 300 ერთეულზე, აბალანსებს 90.000 ადამიანი 200-ის ქვემოთ.
* ერთ ინდივიდს, რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 400 ერთეულზე, აბალანსებს 400.000 ადამიანი 200-ის ქვემოთ.
* ერთ ინდივიდს, რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 500 ერთეულზე, აბალანსებს 750.000 ადამიანი 200-ის ქვემოთ.
* ერთ ინდივიდს, რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 600 ერთეულზე, აბალანსებს 10 მილიონი ადამიანი 200-ის ქვემოთ.
* ერთ ინდივიდს, რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 700 ერთეულზე, აბალანსებს 70 მილიონი ადამიანი 200-ის ქვემოთ.
* 12 ინდივიდი, რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 700 ერთეულზე, უდრის ერთ ავატარს (ქრისტე, ბუდა, კრიშნა).
ეს გამოთვლები ნიშნავს: როდესაც სიყვარულს ვგრძნობთ, ჩვენ ვვიბრირებთ მაღალი სიხშირით. როდესაც ნეგატიურ გრძნობებს ვგრძნობთ, ვვიბრირებთ დაბალი სიხშირით.
* გარდა მათი გაზომვისა, ჩვენ შეგვიძლია, გადავიღოთ ამ ემოციური ვიბრაციების ფოტოები. კირლიანის ფოტოგრაფია გვაჩვენებს ჩვენს ენერგეტიკულ ველს და ემოციების ეფექტს ჩვენს სხეულზე.
* ჩვენი ენერგეტიკული ველი აგზავნის ვიბრაციებს და იზიდავს სხვა მსგავს ვიბრაციებს. ჩვენ ერთდროულად ვავრცელებთ და ვიზიდავთ მსგავს ენერგიებს, როგორც სატელიტური თეფში. ჩვენი მიმართულება განსაზღვრავს, თუ რა მოხვდება ჩვენს ენერგეტიკულ ველში. რასაც მიიზიდავთ, ის არის თქვენი ველის ენერგეტიკული საკვები.
* როცა ამ ყველაფერს გავაცნობიერებთ, გამოთქმა – „რაც არის შიგნით, არის გარეთ“ – იღებს ახალ მნიშვნელობას. ამის გაგება ნათელ არჩევანს გვაძლევს. თუ გვსურს ჯანმრთელობა და ჰარმონია, პირველ რიგში, ჩვენი აზრები და სურვილები უნდა იყვნენ ჰარმონიაში. ჩვენი აზრები ისეთივე გავლენას ახდენს ჩვენზე, როგორც საკვები, რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით. ნეგატიური ემოციები აბინძურებს ჩვენს სხეულს, ისევე როგორც უსარგებლო საკვები. პოზიტიური ემოციები ისევე დადებითად მოქმედებს ჩვენზე, როგორც ჯანსაღი და გემრიელი საკვები.
* დააკვირდით თქვენს ფიქრებს, განცდებს, შკალის რა დონეზე იმყოფება? ჰარმონიაში ხართ შინაგანად თუ გული ერთ მხარეს გარბის გონება კი – სხვაგან? ხომ არ აყუჩებთ ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით შინაგან ტკივილს და მერე მუდმივ განცდაში ხართ: რატომ არ იცვლება თქვენ გარშემო არაფერი. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას – რისი თქმა სურს, რა აწუხებს. რაც უფრო კარგად გაიცნობთ საკუთარ თავს და მიხვდებით, ვინ ხართ (ან რა ხართ), მით უფრო ძლიერდება ვიბრაციული გზავნილი. მატერიის 99 პროცენტით ენერგიაა. დახედეთ თქვენს ხელს და წარმოიდგინეთ, რომ მისი უმეტესი ნაწილი სიცარიელეა, ვიდრე მატერიალური იერსახე. ატომები პროტონებისგან და ელექტრონებისგან შედგება, რომლებსაც ფიზიკური სტრუქტურა არ გააჩნიათ…
* სამყარო, პირდაპირი გაგებით, ჩვენი სარკეა, პირადი სიმართლე წარმოჩინდება ჩვენ წინაშე, როგორც შემდგარი ფაქტი. სანამ არ შევცვლით მას (ჩვენს ცნობიერებას), მანამ არაფერი შეიცვლება.
ავტორი ნინო ტოგონიძე,
წყარო: SHEN.GE