კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რაც ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა, მას მერე დაგვერღვა სიმშვიდე

  მოსიყვარულე, თბილი ოჯახი მქონდა. ისე გავზარდე ორი ბიჭი, ჩემი სახლიდან ხმამაღალი სიტყვა არ გასულა. ერთმანეთის მოფერებასა და კოცნაში გვითენდებოდა და გვიღამდებოდა. კარგი გაგებით, თითით საჩვენებელი ქმარ-შვილი მყავდა და ჩემს დაქალებს, მეზობლებსა თუ თანამშრომლებს, არაერთხელ უთქვამთ: რა ბედნიერი ხარ, ამ დროში ასეთი ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის იშვიათობააო. მაგრამ რად გინდა? მოიყვანა ჩემმა უფროსმა ვაჟმა ცოლი და ყველაფერი თავდაყირა დადგა. არადა, შვილივით მივიღე, ფეხქვეშ ვეგებოდი, რაც შემეძლო, ვუკეთებდი. მანამდეც სულ ვფიქრობდი, ესენი რომ დაოჯახდებიან, ისე მივიღებ მათ ცოლებს, როგორც ქალიშვილებს, გოგო არ მყავს და უცხო ოჯახში შემოსულს დისკომფორტს არ ვაგრძნობინებ-მეთქი. ჩემი რძალი კი დედასავით კი არა, მტერივით მიყურებს. ჩავაცვი, დავახურე, არც წასვლა-მოსვლას იკლებს, არც საოჯახო საქმეებით იკლავს თავს და მაინც სულ წუწუნებს და ჩხუბობს. პირველივე შეხვერდაზე მივხვდი, რომ რთული გოგო იყო, ქცევებსა და სიტყვა-პასუხზე ეტყობოდა, მაგრამ ვიფიქრე, ჩემს შვილს უყვარს და ყველანაირად ხელს შევუწყობ-მეთქი. არაფერი გამომდის, ვერ დაინახა სიკეთე და კეთილგანწყობა. საკმაოდ დიდი ბინა გვაქვს და ატყდა, გაყიდეთ და ჩვენ ცალკე გაგვიშვით, ვინღა ცხოვრობს დედამთილ-მამამთილთანო. მეც და ჩემი ქმარიც წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ისე გადაგვრია, ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ დავშალოთ სახლი. ამას წინათ დაქალები ესტუმრნენ. ვიფიქრე, იჭორაონ, ხელს არ შევუშლი-მეთქი. ყავა მოვუდუღე, ტკბილეულით გავუშალე სუფრა, ჩავიცვი-დავიხურე და მეზობელთან ავედი ზედა სართულზე. იქიდან რომ დავბრუნდი, ცხვირჩამოშვებული დამხვდა. ვერ მივხვდი, რა დაემართა. ჩემს შვილს ვკითხე და მისაყვედურა: დედა, ნაწყენია შენზე, რა ქცევა იყო, თურმე, მისი დაქალები რომ მოსულან, სახლიდან გაქცეულხარ, რა გამოდის, აღარ მოვიდნენ, არ გსიამოვნებს მათი მოსვლაო. გადავირიე, ავუხსენი სიტუაცია: ახალგაზრდებს არ შევუშალე ხელი ჭორაობაში. მეზობელთან ავედი, თავისუფლად რომ ეგრძნოთ თავი. უბრალოდ, გავეცალე, ვიფიქრე, კარგი გავაკეთე-მეთქი. მოკლედ, ჩემი შვილიც ყველაფერს უჯერებს, მის ჭკუაზე დადის. რასაც ის ეუბნება, სჯერა. არადა, ასე ნამდვილად არ გამიზრდია ჩემი შვილები. ყოველთვის, საერთო აზრი გვქონდა ოჯახში. თუ რამის გაკეთება გვინდოდა, დავსხდებოდით და ერთად ვმსჯელობდით. ახლა კი, რაც ჩემი რძალი შემობრძანდა, ჩაიკეტებიან ის და ჩემი შვილი ოთახში, იქ პუტუნობენ, მერე გამოდიან და ულტიმატუმს გვიყენებენ. რომ ვფიქრობ, მეორე შვილმაც უნდა მოიყვანის ცოლი, უკვე მეშინია, ვინ შემოვა. უკვე ყველა გოგო ერთნაირი მგონია. არადა, მართლა არაფერს ვუშლი და ვერ ვხვდები, რატომ ამითვალწუნა. კი ბატონო, მესმის, რომ ახლანდელ ახალგაზრდებს არ უნდათ დედამთილი, მაგრამ დედამთილსაც ხომ გააჩნია? ალბათ, ზოგი იტყვის: შენ გგონია, რომ კარგი ხარ, ალბათ, შენც აშავებ, თორემ შენი რძალი გიჟი ხომ არ არისო. ხშირად მიფიქრია, იქნებ მე ვარ რამეში დამნაშავე, მაგრამ რა ვიცი, კარგის მეტს არაფერს ვუკეთებ, სულ დედიკო, დედიკოს დავძახი. უბრალოდ, დედამთილი ვარ და ამიტომ ვერ მიტანს. არც ჩემი დალაგებული მოსწონს, არც გარეცხილ-დაუთოვებული და არც გამზადებული. არც თვითონ აკეთებს და მხოლოდ, შენიშვნებით შემოიფარგლება. თან, არც კი ერიდება. გავყიდი სახლს და გავუშვებ ცალკე, მაგრამ ხომ ვხედავ, არაფრის მაქნისია, ვერც ჩემს შვილს მოუვლის, ვერც ოჯახს და ალბათ, ისევ მე მომიწევს კვირაში რამდენიმეჯერ მათთან დამლაგებელივით სიარული. ოღონდ, მშვიდად იყოს და ნუ გადაგვკიდებს ერთმანეთს, უყვარდეს ჩემი შვილი, მას სცეს პატივი და ამასაც ავიტან.
ნელი, 52 წლის.
скачать dle 11.3