№6 წონის სწრაფად დასაკლები და ორგანიზმის გასასუფთავებელი სტაფილოს დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

სტაფილოს ოთხდღიანი დიეტით გარანტირებულად დაიკლებთ 3-3,5 კილოგრამს.
დიეტის საფუძველია სტაფილოს ჩვეულებრივი სალათა, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კოლოგრამი სტაფილო, ერთი ლიმონი და ერთი სუფრის კოვზი თაფლი: გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. სალათა გაყავით სამ ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. აუცილებელია, ყოველდღიურად ახალი მოამზადოთ.
პირველი სამი დღის განმავლობაში სტაფილოსთან ერთად შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ხილი – ვაშლი, მსხალი, კივი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი და მიირთვათ.
მეოთხე დღეს კი შეგიძლიათ, მიიღოთ მცირე რაოდენობით მოხარშული კარტოფილი სადილზე და 100 გრამი მოხარშული ხორცი – ვახშმად.
აუცილებლად სვით ბევრი წყალი.