კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ ვუშველოთ ნევრალგიას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნევრალგია არის ტკივილის შეტევა, რომელიც რომელიმე ნერვის გასწვრივ არის ლოკალიზებული. ნევრალგიის ერთადერთი სიმპტომია სხვადასხვა ინტენსივობის შეტევისებური ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, მწველი და მოპულსირე.
  ნევრალგია ვითარდება ტრავმის, გადატანილი ინფექციის, გაციების, ამა თუ იმ ქრონიკული პათოლოგიის შედეგად. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ნევრალგიის მიზეზი დაუდგენელი რჩება.
  იმის მიხედვით, ნერვული სისტემის რომელ ნაწილში აღმოცენდება ტკივილი, განასხვავებენ ნევრალგიის სხვადასხვა სახეს. ზოგიერთ მათგანს ნერვული სისტემის დაზიანებული უბნის სახელს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგია, კეფის ნერვის ნევრალგია. ყველაზე მეტად გავრცელებულია სამწვერა ნერვის ნევრალგია. ის ათასიდან ხუთ ადამიანს აქვს, უმეტესად – 40 წელს გადაცილებულ ქალებს.
სამწვერა ნერვის (ტრიგემინული) ნევრალგია სამწვერა ნერვის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. სამწვერა ნერვი შერეული ტიპის ნერვია, ანუ შეიცავს როგორც მგრძნობელობით (სენსორულ), ისე მამოძრავებელ (მოტორულ) ნეირონებს და, შესაბამისად, ორივე ფუნქციის მატარებელია. მგრძნობელობითი ნეირონები სახის მთელი ნახევრის მგრძნობელობას განაგებენ, რაც სამი: თვალბუდის, ზედა ყბისა და ქვედა ყბის – ტოტის მეშვეობით ხორციელდება, მოტორული ნეირონებით კი საღეჭი კუნთების ინერვაცია ხდება. გარდა ამისა, სამწვერა ნერვის მგრძნობელობითი ტოტების მეშვეობით გადაეცემა პარასიმპათიკური ნერვული იმპულსები საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს.
განასხვავებენ სამწვერა ნერვის ტიპურ და ატიპურ ნევრალგიას.
ტიპური სამწვერა ნევრალგიისათვის დამახასიათებელია:
* ტკივილი სახის ნახევარში, სამწვერა ნერვის ერთი ან რამდენიმე ტოტის საინერვაციო მიდამოში, რომელიც რამდენიმე წამიდან 2 წუთამდე გრძელდება;
* უეცარი, მწვავე ტკივილი, რომელიც „დენის გავლას“ ჰგავს. ტკივილს აქვს ტრიგერული (მაპროვოცირებელი) წერტილები და ზონები. ეს იმას ნიშნავს, რომ ტკივილი შესაძლოა, აღმოცენდეს ამ ზონების გაღიზიანებისას, მაგალითად, ჭამისას, პირის დაბანისას, ლაპარაკისას, კბილების გამოხეხვისას;
* ტკივილის ეპიზოდებს შორის ნევროლოგიური სიმპტომატიკისა და ჩივილების არარსებობა;
* ტკივილის სტერეოტიპურობა ანუ მსგავსება ყველა პაციენტში.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, პაციენტმა  ექიმს დაავადების საწყის ეტაპზე მიმართოს.
скачать dle 11.3