კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ცოდვილთა მოწოდება ცხონებისკენ

  შიში და ძრწოლა მოგიცავდა, ძმაო, რომ გენახა, თუ როგორ არის ჩვენი სულები დაწყლულებული ცოდვებით. არ არის დარჩენილი მათში მრთელი ადგილი. დაფარულია ჩირქიანი მუწუკებით, პირგახსნილი ჭრილობებით და გაერთიანებულია ერთ დიდ ანთებულ იარად. სად ვეძიოთ წამალი სულისა ამ ავადმყოფობისათვის, სად ვიპოვოთ განმკურნებელი წყარო, რომელიც შეახორცებს ამ წყლულებს (ვინ აღმოაჩენს მას, რათა მისგან რწმენით აღმომვსებელთა, განვიგრილოთ ცოდვებითა და ღმრთის სამსჯავროს შიშით შემუსვრილი ჩვენი სულები).
  შიშითა და სირცხვილით მიდის ადამიანი ადამიანურ სამსჯავროზე – წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობით უნდა წარდგეს ცოდვილი ღმრთის სამსჯავროზე. დგას დამნაშავე ადამიანთა სასამართლოზე, ბორკილდადებული, სირცხვილით დათრგუნვილი, შიშით შეპყრობილი, მას ამხილებენ მოწმენი, მჟღავნდება მისი უკანონო საქმეები. გამოაქვთ მისთვის განაჩენი, ჰყრიან პატივს და განაცალკევებენ პატიოსან ადამიანთაგან. ეს სამსჯავრო, სირცხვილი, შიში და პატივის აყრა მხოლოდ აჩრდილია იმ სამსჯავროსი, სირცხვილისა, შიშისა და პატივის აყრისა. და თითქმის არაფერია მასთან შედარებით. იქ ჭეშმარიტი სირცხვილია, რამეთუ საყოველთაო სამსჯავროა, იქ ჭეშმარიტი შიშია და ძრწოლა, რამეთუ მართლმსაჯული ღმერთია, რომელმაც იცის საიდუმლონი გულთანი, რომლისგანაც ვერაფერი დაიფარება. გამოჩნდება იგი ღმრთიური დიდებით მთავარანგელოზებითა და ანგელოზებით გარშემორტყმული. გადაიშლება სინდისის წიგნი და თითოეულს ანგელოზებისა და ადამიანების მთელი კრებულის წინაშე წარმოუდგება, რაც მას ჩაუდენია საქმით, სიტყვით თუ გულისხმისყოფით, ცხადად თუ დაფარულად. იხილავს ცოდვილი იმის სამართლიან რისხვას, რომელიც მისთვის მოვიდა სოფლად, ეწამა და მოკვდა, მაგრამ მის მიერ უარყოფილ იქნა უმადურად, და მოიცავს მას შემუსვრილება, შეჭირვება და შიში. ათრთოლდება იგი, როგორც ფოთოლი ქარისაგან შერხეული, მოისმენს რა მსაჯულისაგან საკუთარი უმადურობის გამო მკაცრ განაჩენს. აღბეჭდავენ მას მსჯავრდებულის ნიშნით, განაგდებენ პირისაგან ღმრთისა, განაშორებელ მართალთაგან საუკუნოდ. ბოროტ სულთა რიცხვს შერთვენ, მათთან ერთად შეამწყვდევენ მარადიული ტანჯვის საპყრობილეში და მარადიულად შესვამს იგი რისხვის მწარე სასმისს. გაიხსენეთ და წარმოიდგინეთ ეს სამსჯავრო და გაგშორდებათ ამა სოფლის სიყვარული. მერწმუნეთ, მარადიული ხსოვნა და ფიქრი ღმრთის სამსჯავროს შესახებ, ზურგს შეგაქცევინებთ ამაო სურვილებისთვის და გიბიძგებთ ჭეშმარიტი სინანულისკენ, ლოცვისკენ და იმ ერთადერთი საზრუნავისკენ, – რომ აქ არ იქნეთ შერცხვენილი.
სქიარქიმანდრიტი გაბრიელი (ზირიანოვი)
скачать dle 11.3