კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ძალად შფოთი უძალოთა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ იქნებ მავნებლობა?!

  მაშინ, როდესაც ოპოზიცია გრგვინავს, ლავროვს ქვეყანაში არ შემოვუშვებთო, თუმცა იციან, რომ რფ-ის დელეგაცია ევროსაბჭოელებს ჩამოჰყვება (მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ევროსაბჭოს ფორუმი ტარდება), პირადად მე საგონებელში ვარ, როგორ უნდა „მოტეხო“ ევროსაბჭოს დელეგაციიდან რუსეთის წარმომადგენლობა?!
  თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, არც მეტი, არც ნაკლები, მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ და 99 ხმით 44-ის წინააღმდეგ, დათანხმდა რუსეთისთვის უფლებამოსილების სრულად აღდგენას (თავი შვიდიოდე დეპუტატმა შეიკავა).
  შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ, ჯერ ერთი, დიდსა და ძლიერს დემოკრატიის აკვნებშიც კი ანგარიშს უწევენ, მეორე მხრივ კი – ჩხუბი არავის უნდა (მით უფრო, ომი), ხოლო, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენებურებსაც ესმით, რომ აღმა ცურვის თავი და შნო არავის გვაქვს (ლამისაა, არჩევნების წესი ვერ შეგვირჩევია დირექტივების გარეშე), მაგრამ მომენტით სარგებლობენ.
  ჰოდა, იქნებ საერთოდაც დაგვეტოვებინა ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებშიც რუსეთია?! უპირველესად – მაგალითად, გაერო, სადაც ამ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას თვით ვეტოს უფლებაც კი აქვს?!


скачать dle 11.3