№6 SANATA – ბრენდი, რომელსაც შეიყვარებს მომხმარებელი!
ნინო კანდელაკი ქეთი მაჭარაძე
SANATA – ახალი სახელი ქართულ ბაზარზე, თავისა და ტანის მოვლის ჰიგიენური საშუალებები, რომელიც შექმნილია თქვენი ცხოვრების გალამაზებისთვის, მალე ქართველი ქალბატონების საყვარელი ბრენდი გახდება. პრემიუმ-ხაზი, ამავე დროს, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, სპეციალურად ქალბატონებისთვისაა შექმნილი. ახალი პროდუქტი მალე თავის სიტყვას იტყვის ქართულ ბაზარზე. „სანატას“ ბრენდს საქართველოში ხელმძღვანელობს ბიზნესმენი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ორი წიგნის ავტორი, ქალბატონი იანა ხუციშვილი.
– ქალბატონო იანა, თქვენ ბრძანდებით „სანატას“ ხელმძღვანელი საქართველოში. გაგვაცანით ბრენდი.
– SANATA არის პრემიუმ-კლასის რუსული ბრენდი, რომელიც მოიცავს 250 სახეობის თავის მოვლის საშუალებას. მასში შედის თავისა და ტანის მოვლის უნივერსალური საშუალებები: შამპუნები, ბალზამები, შხაპის გელები, აბაზანის ქაფები, 25 სახეობის მიცელარული წყალი, სახის დამატენიანებელი და გამწმენდი ტონიკები და ლოსიონები, გაჯერებული კოლაგენით, ჰიალურონის მჟავით. ასევე, თმის ნიღბები, სახის დეტოქს-ნიღბები, სახის გამწმენდი გელები, სკრაბები ტანისა და ფეხის ცალკე, თხევადი კრემ-საპნები და საპონი-მარმელადები. შხაპ-გელები კოლაგენით, სახისა და ტანის კრემები, ასევე, ხელისა და ფეხის. გარდა კოსმეტიკური ხაზისა, ფაქტობრივად, ეს არის უნივერსალური ბრენდი, რომელიც თავის მოვლის ამდენ ჰიგიენურ საშუალებას აერთიანებს. ის რუსი ფსიქოლოგისა და მეცნიერის, ალექსანდრე ლინიუკის მიერაა შექმნილი. როგორც თავად ავტორი ამბობს, ისინი სპეციალურად ქალბატონების ცხოვრების გალამაზებისთვის შექმნა და მათ ის საკუთარი რეცეპტებით ამზადებს. „სანატა“ აძლევს საშუალებას ქალებს, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა, მოუარონ საკუთარ თავს ხარისხიანი ბრენდით, გახდნენ უფრო მიმზიდველები, შეიქმნან კარგი განწყობა, გაიხალისონ ცხოვრება და იგრძნონ თავი ბედნიერად. „სანატა“ უკვე 6 წელია, რაც რუსულ ბაზარზე ოპერირებს, ხოლო წელს უკვე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის ქართულ ბაზარზე შემოგვეყვანა. ბრენდი საერთაშორისოდ აღიარებულია, აქვს რამდენიმე სერტიფიკატი, მათ შორის ევრაზიის მასშტაბით, როგორც ერთ-ერთი ხარისხიანი თავის მოვლის საშუალება.
ჩემს ბიზნესპარტნიორთან, თამაზ ჩადუნელთან ერთად, რომელიც აუდიტორულ კომპანია „FMG ჯგუფის“, სამეურნეო განყოფილებისა და ლოჯისტიკის ხელმძღვანელია, გადავწყვიტე, რომ ჩვენს საყვარელ ქალბატონებს გავუბედნიერო ყოველდღიური ცხოვრება და მათ მშვენიერებას მეტი ლამაზი ფერი მივანიჭო. ყველა ქალი იმსახურებს ხარისხიან თავის მოვლის საშუალებას და მე მსურს, კარგი, გემრიელი, სურნელოვანი მოვლის საშუალებები მათთვის ხელმისაწვდომი გავხადო. ბრენდის დამფუძნებელს ვთხოვე კიდეც, რომ სპეციალურად ქართველი ქალებისთვის შექმნას ხაზი, წარწერით „მხოლოდ ქართველი ქალბატონებისთვის“.
–რითია გამორჩეული ბრენდი „სანატა“?
–უპირველესად, ეს გახლავთ ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული პროდუქტი, რომელიც რუსეთის ცნობილი, მდიდარი ბუნებრივი მასალების ბაზაზეა დაფუძნებული. ჩვენი განმასხვავებელი ნიშა გახლავთ აქცენტი ნატურალურ კომპონენტებზე სწორედ, რუსეთის ბუნებრივ ნობათზე დაფუძნებული, ასევე დიდი ასორტიმენტი ასაკობრივი ხაზის გათვალისწინებით. მაგალითად, 12-დან 29 წლამდე ახალგაზრდული ხაზი მოიცავს 40-მდე დასახელების პროდუქტს, დაწყებული სახის კრემიდან – დამთავრებული დემაკიაჟის საშუალებებით, სახისა და თმის მოვლის ნიღბები, შხაპის საშუალებები და ასე შემდეგ. ჩვენ, ასევე, გვაქვს ძალიან ეფექტური ანტიცელულიტური ხაზი, კრიო და თერმოდამუშავების კრემები. კაკაოს მარცვლები კი პირდაპირ აფრიკიდან შემოდის, რომელსაც „სანატას“ ბრენდი საკუთარ ქარხანაში ამუშავებს. ასევე ნახშირზე დამზადებული ხაზი, რომელიც საოცრად ეფექტურია და მოიცავს სახის დეტოქსნიღაბს, თმის ნიღაბს, ტანის დეტოქს შხაპის გელს. ჩვენთან ძალიან ეფექტური თავის მოვლის საშუალებებია და რაც მთავარია,
ყველა გემოვნებისა და ხასიათის ადამიანი იპოვის თავისთვის საინტერესო პროდუქციას. არჩევანი დიდია, ხარისხი – საუკეთესო და რაც ყველაზე მეტად მახარებს და მსიამოვნებს, რომ მე ვხელმძღვანელობ ბრენდს, რომელსაც ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი შეიძენს. ის ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ თბილისის სავაჭრო-საცალო ბაზარზე, მსხვილ და პოპულარულ მარკეტებში, არამედ რეგიონებშიც. მე მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან ჩართული და ხელმძღვანელობენ რეგიონალურ ბიუროებს.

იმერეთის რეგიონს ხელმძღვანელობს ლევან ჟღენტი. ქუთაისში უკვე გაიხსნა მაღაზია ლერმონტოვის 6 ნომერში. აჭარაში „სანატას“ ბრენდი ეთერ ჯორთმენაძემ ჩაიბარა, სამეგრელოში – სოფო სულუხიამ, კახეთის რეგიონს ხელმძღვანელობს ირმა მეგრელიშვილი. დანარჩენ რეგიონებსაც ვითვისებთ. მთავარი არის ის, რომ ყველა ადამიანი, ვინც დაკავშირებულია ჩვენს ბიზნესთან, არის მოტივირებული, საქმიანი და პასუხისმგებლობით სავსე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის შიგნით არის მეგობრული და საოცრად ჰარმონიული დამოკიდებულება ერთმანეთისა და საქმის მიმართ. მიმაჩნია,
რომ გუნდურობა, ერთგულება, შრომისმოყვარეობა წარმატების წინაპირობაა. არ არის სულერთი, ჩვენთვის ვისთან ვითანამშრომლებთ და ვინ იქნება ჩვენს გუნდში. ქართულ ბაზარზე ახლები ვართ და ამიტომ ჩვენთვის ყველა დეტალი უმნიშვნელოვანესია და ასევე, მნიშვნელოვანია მომხმარებლის აზრი.

SANATA თავადაა ჰარმონია, „ჩვენ სილამაზე გავხადეთ გემრიელი“. მისი შეძენის საშუალება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მოსახლეობას ექნება. „სანატას“ დამფუძნებელი ძალიან ახლოს იცნობს ქალის ბუნებას და ცდილობს, მის მიერ შექმნილი ბრენდი სრულად აკმაყოფილებდეს ქალბატონების მოთხოვნებს. სურნელი, მასა, გემრიელი კონტესტი – ეს „სანატას“ ხაზია. და რაც მთავარია, ბუნებრივი კომპონენტები თქვენი სილამაზისთვის. „სანატამ“ იზრუნა კონცეფციური ხაზითაც, ანუ სეგმენტურად დაყო ასორტიმენტი, სპეციალურად პროფესიონალებისთვის, სპეციალურად დიასახლისებისთვის, მაგალითად, პროფესიონალი შამპუნები და ბალზამები მხოლოდ დიასახლისებისთვის. შამპუნ-ქაფი ერთად ბავშვებისთვისაც კი. მან გაითვალისწინა ყველა სპეციფიკური პირობა მომხმარებლისთვის და კაცის ხაზი ცალკე შექმნა. ანუ „სანატას“ პროდუქცია განიცდის მუდმივ რებრედინგს, განახლებას, ის მიღებულია არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპაშიც. ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის ის მალე საყვარელი ბრენდი და თავის მოვლის საშუალება იქნება.
ფასით ხელმისაწვდომობა კი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ვინც ერთხელ მაინც მოიხმარს „სანატას“ პროდუქტს, უბრალოდ გამორიცხულია, ის არ შეუყვარდეს. თავად გახლავართ ამის ნიმუში. ბოთლი, მასა, კომპონენტები, ყველაფერი გათვლილია მომხმარებლის ინტერესებზე და პირადად იქმნება და კონტროლდება უშუალოდ დამფუძნებლის მიერ. აღსანიშნავია ქალის დღისა და ღამის დამატენიანებელი კრემები, ლიფტინგით და რაც მთავარია, კოლაგენით, რომელიც ცალკე აღებული საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია. გვაქვს მთლიანად მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული კრემები, რომელიც ღეროვანი უჯრედების დონეზე მუშაობს. ასევე გვაქვს თვალისა და ტუჩის გარშემოწერილობის მკვებავი კრემები. როგორც ქალბატონს, ძალიან ბევრჯერ მიმიღია დიდი იმედგაცრუება, როცა კოლოსალური თანხა გადამიხდია ძვირად ღირებულ თავის მოვლის საშუალებებში
და ეფექტი ნულოვანი ყოფილა. ამიტომაც მე მინდა, განსაკუთრებით გავახარო ჩვენი ქალბატონები, ყველა იმსახურებს თავის მოვლას, გალამაზებას, რომ მათ ექნებათ საშუალება, შეძლონ „სანატას“ პროდუქციის შეძენა და მიიღონ სასურველი ეფექტიც. ფასი ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს, განსაკუთრებით კოსმეტიკაში. ჩვენ არ გვაქვს გათვლა 100 და 200-პროცენტიან ნამატსა და მოგებაზე. ჩვენი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, გვინდა, რომ ქართველი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს და ყველა ქალის „კოსმეტიჩკაში”, აბაზანაში, საძინებლის ტუმბოზე და თუნდაც, სამსახურში, განთავსებული იყოს „სანატას“ თავის მოვლის საშუალება, როგორც თქვენი საყვარელი ბრენდის!