კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ვარლამ წიკლაური საცოლემ ხელის თხოვნიდან მესამე დღეს დააბერა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჟურნალისტმა ვარლამ წიკლაურმა საყვარელ გოგონას ხელი აეროპორტში ძალიან ორიგინალურად სთხოვა. მისი და ხატია კობერიძის ცხოვრების ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა და ბედნიერმა წუთებმა უემოციოდ არავინ დატოვა.
  ვარლამ წიკლაური: დაგეგმილი გვქონდა, რომ თებერვალში უნდა მეთხოვა ხელი. ოჯახში მივსულიყავი და ტრადიციული ნიშნობა გვქონოდა. მაგრამ ახალგაზრდები ვართ და მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა. მოვიფიქრე, რომ აეროპორტში დავხვედროდი მესაზღვრის ფორმით და იქ მეთხოვა ხელი. პირბადე უნდა გამეკეთებინა, რომ ვერ ვეცნე. მეგობრები მეუბნებოდნენ, თვალებით მაინც გიცნობსო, მაგრამ გარისკვად ნამდვილად ღირდა. სანამ გეგმას ვამუშავებდი, პარალელურად ვეძებდი ხელის თხოვნის სხვადასხვა ვერსიებს და გამიხარდა, რომ ზუსტად ასეთი არ იყო. მის განხორციელებაში ძალიან დამეხმარა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მეგობრებიც ავიყოლიე და ყველაზე მეტად ისინი დამეხმარნენ. თან, ყველა ძალიან განიცდიდა. ჩემი ბავშვობის მეგობრების ნაწილი ამ ამბისთვის ახალციხიდან ჩამოვიდა – მე წარმოშობით იქიდან ვარ. მოკლედ, დიდ განცდებში ვართ და უცებ ვხედავ, აეროპორტში შემოდის ხატიას ბებია და ბაბუა, რაც გეგმაში არ იყო. მათი ყურადღებაც მიიქციეს ჩვენებმა – ამდენი ხალხი, ბუშტები, ყვავილები. მივედი, გამოველაპარაკე და მეკითხებიან: ხომ მშვიდობაა, ამდენი რატომ ხართო? ვუთხარი, რომ დახვედრას ვაპირებდი, მაგრამ ბოლომდე არ გამიმხელია ჩემი გეგმები, შემეშინდა, თქმა არ მოესწროთ (იცინის).
   თვითმფრინავის დაჯდომამდე ისეთ ემოციებში ვიყავი, ლაპარაკის უნარიც არ მქონდა. მანამდე სამი ღამე მესიზმრებოდა: როგორ მივდიოდი აეროპორტში და როგორ აგვიანებდა თვითმფრინავი. მერე მახსენდებოდა, რომ ხატია ბელგიაში იყო და განვიცდიდი, ამდენი ხალხი აქ რისთვის მოვიყვანე-მეთქი (იცინის). მოკლედ, კოშმარებს ვხედავდი და სამი ღამე არ მძინებია (იცინის).
– ხატია რომ მოგიახლოვდა, ალბათ, მაშინ უფრო მეტად ღელავდი?
– მიახლოვდებოდა და მე ლაპარაკი არ შემეძლო, რომ მეკითხა: ხატია ცოლად გამომყვები-მეთქი? პასპორტი რომ მომაწოდა, ისე გამოვართვი, არც შემიხედავს, თავი არ ამიწევია, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ გადავშლიდი, ხელები აღარ მემორჩილებოდა. პირდაპირ ბეჭედი მივაწოდე და ვკითხე: ცოლად გამომყვები-მეთქი? რომ შევხედე, ისეთი თვალები ჰქონდა, მეგონა, ემოციისგან ცუდად გახდებოდა და მაშინვე გამოვვარდი გარეთ.
  ხატია კობერიძე: ერთი საათი დავიგვიანეთ. ვიცოდი, რომ ვაკო დამხვდებოდა და ვღელავდი, რომ ამდენხანს მოუწია იქ დგომა. მარტო იმას ვფიქრობდი, მალე გამევლო ფორმალობები, რომ მასთან უცებ გავსულიყავი და ყურადღება არაფრისთვის მიმიქცევია. პასპორტი რომ მივაწოდე, კი გამაკვირვა თავჩაღუნულმა, პირბადიანმა მებაჟემ, რომელიც არც მიყურებს, მაგრამ აღარც ამაზე გამიმახვილებია ყურადღება. უცებ ბეჭედი რომ მომაწოდა, ერთი წამით გავიფიქრე, ვინ არის, რა ხდება-მეთქი. რომ მოიხსნა პირბადე და ამომხედა, ისე ვკანკალებდი, ეგონათ, ცუდად გავხდებოდი (იცინის). მერე, გარეთ
გასვლამდე რა მოხდა, საერთოდ არ მახსოვს.
  ვარლამი: იმის შემდეგ, კიდევ სამი დღე არ მეძინა. ტელეფონი არ გაჩერებულა, სოციალური ქსელიც აფეთქდა, მშობლების ტელეფონებიც და ძალიან მიხარია, რომ ამ ამბავს ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი სულ თავიდან?
– ხატია მეგობარმა გამაცნო ერთი წლის წინ. გადაღებაზე იყო ბელგიაში, იქ გაიცნო ხატია და რომ ჩამოვიდა, მითხრა: ვაკო, შენთვის ისეთი გოგო შევარჩიე... უნდა გაგაცნოო. რომ გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ამ ადამიანთან ერთად მინდოდა ცხოვრების გაგრძელება. ერთნაირი ხასიათი გვაქვს, ერთნაირი რამეები არ მოგვწონს, ორივე მხიარულები ვართ და ძალიან გვიყვარს ადამიანები. მალე ვიპოვეთ საერთო.
  ხატია: მე არაფერი ვიცოდი, მაშინ ბელგიაში ვიყავი და თავიდან სოციალურ ქსელში დამამატა. მერე მომწერა. ტელევიზორს კი ვუყურებ, მაგრამ არ ვიცოდი, ვარლამი ვინ იყო და საერთო მეგობრებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ „იმედში“ მუშაობდა. მერე ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით ხოლმე და ერთი სული გვქონდა, როდის შევხვდებოდით ერთმანეთს. რომ ვნახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემთვის ვაკოს იქით აღარავინ იყო.
ვარლამი: განსაკუთრებულად ვემზადებოდი მისი ჩამოსვლისთვის. აეროპორტში დაგხვდები-მეთქი და არაო (იცინის). პირველივე დღეს ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ და მაშინ განსაკუთრებული საჩუქარიც მივიღეთ მოწყალების სათხოვნელად მოსული ბებოსგან. რომ დავეხმარეთ, ორი კანფეტი მოგვცა, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. მეგობარმა მომაწოდა იდეა, ბეჭდამდე, კანფეტი მიაწოდეო, მაგრამ მერე მირჩია, შეინახე და რამეზე რომ იჩხუბებთ, მერე გამოგადგებაო (იცინის).
  მერე ხატიას დაბადების დღეზე, ბელგიაში ჩავედი. დედამისი მანამდე თბილისში გავიცანი და იქ უკვე მამა უნდა გამეცნო. ძალიან ვნერვიულობდი და ხატიას ვაფრთხილებდი, მამაშენმა არაფერი მითხრას, მომესალმოს და ვსიო-მეთქი (იცინის). მეორე დღისთვის პარიზში წასვლა დავგეგმეთ. სასტუმრო ხატიას სახლიდან ხუთას მეტრში მქონდა ნაქირავები. ჩვენი მატარებელი დილის ექვს საათზე უნდა გასულიყო.
  ხატია: ისეთი ბილეთები გვქონდა, სხვა მატარებელს ვერ გავყვებოდით. ვაკოსგან ვიცოდი, რომ გაღვიძების პრობლემა აქვს. ამიტომ ვეუბნებოდი, რომ ზარი არ გამორთო, ყურთან დაიდე ტელეფონი, ხუთ საათზე დაგირეკავ-მეთქი. გავიღვიძე ხუთ საათზე, ვწერ, არ მპასუხობს, ვურეკავ, არ იღებს. ნახევარ საათში მატარებელი გადის. მე მომზადება გავაგრძელე, ტელეფონი დედას მივეცი, არ გაჩერდე, ურეკე-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ (იცინის). სასტუმროში დავრეკეთ და გვითხრეს, ერთადერთი, შეგვიძლია, ნომრის ტელეფონზე დავურეკოთო. ვაკო მეხუთე სართულზე იყო. ორ წუთში გვირეკავს ეს კაცი და გვეუბნება, აქ მესმის ზარის ხმა, მაგრამ ის ყურმილს არ იღებსო (იცინის). დედამ ჰკითხა, რომ მოვიდეს, აუშვებთ ნომერშიო და კიო. სახლიდან გამოვვარდი და ეს ხუთასი მეტრი ისე ჩქარა გავირბინე, რომ მივედი, გული ამოვარდნილი მქონდა, ვკვდებოდი (იცინის).
  ვარლამი: პირველად მივდიოდით ერთად, თან, პარიზში და ამ დროს რომ არ გეღვიძება (იცინის).
  ხატია: მეგონა, ეს კაცი, გასაღებს მაინც მომცემდა, მაგრამ არ მაქვს უფლება, ადი და დაუკაკუნეო. ლიფტში ვფიქრობდი, გარშემო სხვა ადამიანებს სძინავთ და რა ვქნა, როგორ დავაკაკუნო, არადა, ხომ უნდა გავაღვიძო-მეთქი. კართან სულ დამავიწყდა ეს ფიქრები და მთელი ძალით დავიწყე ბრახუნი (იცინის). ცოტა ხანში, გააღო კარი და ვაკო დგას პალტოთი. ვიფიქრე, მზად ყოფილა, უბრალოდ, ტელეფონს არ პასუხობდა-მეთქი. მაგრამ სახეში რომ შევხედე, მივხვდი, რომ ჯერ ისევ ეძინა და მეკითხება: ხატია, დრო რამდენი გვაქვსო (იცინის). ეს ამბავი არასდროს დაგვავაწყდება, საბედნიეროდ, მივასწარით.
– ვარლამს იცნობს მაყურებელი, შენ შესახებ მოგვიყევი.
– ცხრამეტი წლის წინ წავედით ოჯახით ბელგიაში საცხოვრებლად, მაშინ სამი წლის ვიყავი. როგორც ყველას, ჩემს მშობლებსაც უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი და ორი წელი ლათინურს ვსწავლობდი. სახლში ტირილით არა, მაგრამ ისე ვბრუნდებოდი, მშობლები ხვდებოდნენ, ეს ნამდვილად არ მინდოდა. მე თეატრი მიყვარდა და ისეთ სკოლაში გადავედი, სადაც მეტი აქცენტი თეატრს, ცეკვასა და სიმღერას ეთმობოდა. შემდეგ გადავწყვიტე ვიზაჟისტობა შემესწავლა სერიოზულ დონეზე – თავისი განსაკუთრებული ეფექტებით: ჭრილობები, დამწვრობები, დაბერება და ასე შემდეგ. უფრო კინოსა და სერიალის მიმართულებით. ერთი წელი დავდიოდი ბელგიაში შესაბამის სკოლაში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რაც სახეს უკავშირდებოდა, მაგრამ, მაინც, დანაკლისის შეგრძნება მქონდა. დედა მეუბნებოდა: მოიფიქრე, ახლა რა გინდაო (იცინის). გადავწყვიტე, ამერიკაში, ლოს-ანჯელესის „ჰოლივუდის“ სკოლაში გამეგრძელებინა სწავლა. იქ ახალგაზრდებს ოსკარმოგებული მასწავლებლები ასწავლიან მაკიაჟის გაკეთებას. მშობლები ყველანაირად დამეხმარნენ ამის განხორციელებაში და ორ თვეში უმაგრესი განათლება მივიღე.
ვარლამი: ერთ დღეში დამაბერა კორპორატიული საღამოსთვის (იცინის). ხელის თხოვიდან მესამე დღეს, თან, ერთ საათში (იცინის). რომ მივედი, თანამშრომლები მართლა ვერ მცნობდნენ.
– ახლა რას და როგორ აპირებთ?
– ქორწილს ცოტა ხანში ვგეგმავთ – რომ დათბება, იმ დროისთვის. ხატიას პროფესიის წარმომადგენელი საქართველოში ბევრი არაა და გვინდა, აქ გააგრძელოს მუშაობა. უკვე გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. ახლა ბელგიის მოქალაქეა და ორმაგს აიღებ ხომ?
ხატია: კი, ავიღებ (იცინის). თვრამეტი წლიდან ძალიან მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა ვფიქროდი, რომ როცა მშობლები წამოვიდოდნენ, მეც მაშინ გადმოვიდოდი. მაგრამ ვაკომ დააჩქარა ეს ყველაფერი.

скачать dle 11.3