კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 დაიწყო თუ არა ნინი ელიაშვილმა „წერტილის შემდეგ“ ახალი ცხოვრება და რას აკეთებდა ის არაადეკვატურ მდგომარეობაში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალგაზრდა შემოქმედებისთვის. მისი მიზანია ნიჭიერი მეცნიერების, ხელოვანების, სცენარისტების, მუსიკოსების გამოვლენა და წახალისება. 2019 წელს მხატვრულ ლიტერატურაში გამარჯვებული  24 წლის  ნინი ელიაშვილი გახდა.
  ნინი ელიაშვილი: წარმოშობით შიდა ქართლიდან ვარ, კერძოდ ქარელის რაიონიდან. 2013 წელს ჩავაბარე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ორი წლის წინ დავასრულე სწავლა. ჩემს ნაწერებს ჟურნალებში ბეჭდავენ  პერიოდულად. სტაბილური სამსახური არასდროს  მქონია, ალბათ, ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა. კონსულტანტად და მსგავს პოზიციაზე მიმუშავია, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს  ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან.  ეს წნეხია ჩემთვის და ჩემთვის ძნელია მსგავს ადგილებზე გაჩერება. იმავდროულად, ისიც ძალიან მიჭირს, რომ სახლში ვზივარ და ვხვდები, ვერაფერს ვაკეთებ  – ერთი დღეც ღამდება უმოქმედოდ და მერე ისევ იგივე იწყება.  
– „წინანდლის პრემიის“ გამარჯვებული გახდი. როგორ მოხვდი კონკურსზე?
– ამ კონკურსში სამი წელია, ვიღებ მონაწილეობას. ახლობლებისგან გავიგე მისი არსებობის შესახებ და შემომთავაზეს, მონაწილეობა მიმეღო. მაშინ წიგნი არ მქონდა გამოცემული და შემეძლო, იმ წელს გამოქვეყნებული საჯარო პუბლიკაცია გამეტანა. აქამდე ორჯერ დავმარცხდი. წელს ჩემი დებიუტი იყო იმ მხრივ, რომ პირველი წიგნი წარვადგინე. წინა წლებში ნომინანტებში სულ გავდიოდი და ახლაც ვფიქრობდი, შეიძლება, ვერ გამემარჯვა. ზოგადად, ყველაფერში ასე ვარ, ორივე შესაძლებლობას ვუშვებ, როგორც წაგებას, ისე მოგებას და მერე ჩემზე დიდად არაფერი  მოქმედებს.
– წიგნის სათაურია „წერტილის შემდეგ“. რატომ?
– სათაურზე დიდი ხნის წინ ვიფიქრეთ მე და ჩემმა რედაქტორმა და გადავწყვიტეთ, მაგრამ მერე ისეთი ამბები მოხდა, რომ წერტილი აუცილებლად უნდა დამესვა. რაღაცნაირად, თავისით მოხდა ჩემს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების სათაურთან თანხვედრა. „წერტილის შემდეგ“ იმიტომ, რომ ცუდი რაც იყო, წარსულში დარჩეს და მომავალში კარგი მოხდეს. მეც წერტილის შემდეგ უნდა დამეწყო ახალი ცხოვრება და გამოვსულიყავი იმ რთული მდგომარეობიდან.
– რას გულისხმობ? გამარჯვებასთან დაკავშირებით უარყოფითი კომენტარებიც დაიწერა შენი მისამართით...
– ძალიან რთული პერიოდი მქონდა პირად ცხოვრებაში და არაადეკვატურ მდგომარეობაში ბევრი სისულელე გავაკეთე. დიდი პოსტები გამოვაქვეყნე, რაც, ვფიქრობ, სირცხვილი იყო, ოღონდ იქ მთავარი სატკივარი არ ყოფილა ის, რომ სახლი არ მაქვს.  ამ გადმოსახედიდან, როცა უკვე მდგომარეობიდან გამოსული ვარ, ვიღაცებს, ვინც მეგობრები მეგონენ, თურმე, საერთოდ არ ვიცნობდი. მე არ ვარ ამპარტავანი და ქედმაღალი პიროვნება, ჩვეულებრივი რეალისტი ადამიანი ვარ. ნომინანტებში წარდგენილი ვიყავით მე, ერეკლე დეისაძე და ვინმე ნინა სამხარაძე, რომელსაც არ ვიცნობ. ასეთი ადამიანებისგან საწყენი არაფერია. მეგობრებმა მითხრეს, ნინას სოციალურ ქსელში დაუწერია, რომ თურმე,  იმიტომ მომცეს პირველი ადგილი, რომ თავი გავისაცოდავე, რადგან სახლი არ მაქვს. „ტვ-პირველმა“ სიუჟეტი გააკეთა ჩემზე და კომენტარებს რომ გადავხედე ფიროსმანი გამახსენდა, წერდნენ: „უი, უსახლკაროა“, „მოდი, შვილო, შეგიფარებ“ და მსგავს რამეებს. მე ასე არ მაქვს საქმე, თუ მომიდნება, სოფელში წავალ, სადაც სახლიც მაქვს და ყველაფერი. ასევე, უამრავი ნათესავი და მეგობარი მყავს, ვისთანაც ვიცხოვრებ. უბრალოდ, მაშინ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ არსად მქონდა წასასვლელი. მაგისტრატურა რომ გამეგრძელებინა, ახლა ჩვეულებრივი სტუდენტი ვიქნებოდი. ჩავაბრე, მაგრამ მერე აღარ განვაგრძე. მყავს კურსელები, რომლებიც მუშაობენ, თავად იხდიან სწავლის ფულსაც, ქირასაც და ყველაფერს. მეც შემეძლო, ასეთი ჩვეულებრივი ყოფა ამერჩია, ამაში არ ვადანაშაულებ არც სახელმწიფოს, არც გარე წრეს და არც არავის. შეიძლება, არ ვარ მადლიერებით აღსავსე ადამიანი, რადგან მგონია, როცა რამეს მიკეთებენ, თავად სურთ ეს. როცა მე ვინმეს ვეხმარები, თავად მინდა და ამის გამო თუ ვინმემ მადლობები უნდა მიხადოს, ჩემთვის შემაწუხებელი იქნება. მე შემხვდნენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც აუცილებლად მადლობები უნდა მეხადა.... არა უშავს, ისევ ბევრი კარგი მეგობარი შემომრჩა.
– წერა როდის დაიწყე?
–  15 წლის ასაკში. ენას რომ აიდგამენ და მაშინვე წერას იწყებენ, ეგრე არ ვყოფილვარ. ოღონდ გენეტიკურად მაქვს  წერის ნიჭი. გიო საჯაიას აქვს ლექსში: „ერთი ნაკლი მაქვს, პოეტი ვარ გენეტიკურად...“ ყველა წერდა ჩემს ოჯახში: პაპაჩემი, მისი მამა, დები. წერილებსაც კი ლექსად წერდნენ ერთმანეთს. მეორე მსოფლიო ომში იყო ჩემი დიდი პაპა და იქიდან წერილებს ლექსად გზავნიდა ხოლმე. ლიტერატურისგან შორს არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მიყვარდა.  15 წლისამ ფურცელზე გადავწყვიტე ჩემი განცდებისა და გრძნობების გადმოტანა, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ მაშინ კარგ ლექსებს ვქმნიდი. უბრალოდ, რაც მაწუხებდა, იმას ვწერდი. ჩემი ხმა ეს იყო. საერთოდ, რაც ხდება, ადვილად მეხება ხოლმე. ისე არ მეტყობა, მაგრამ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ.
– რის გამო დაკარგე მეგობრები?
– არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მეც არ ვარ ფრთაშესხმული ანგელოზი, მაგრამ გამიზნულად ვინმესთვის ბოროტების გაკეთება არასოდეს მდომებია.  ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა. ამ დაავადებამ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადამადგმევინა,  რაც ჩემში საერთოდ არ იჯდა. ახლა, როცა უფრო წყნარად ვარ, ვზივარ და ვიხსენებ, რაები ვაკეთე და რამდენ ადამიანს ვავნე. დავივიწყე საყვარელი მეგობრები, რომლებსაც გული შესტკიოდათ ჩემზე; ოჯახის წევრები, რომლებსაც გული უსკდებოდათ, სად ვიყავი... ოღონდ, ამას ცუდად არ ვამბობ, ჩავდივარ მათთან, თუმცა იშვიათად. მარტივი არაა მათთვის ჩემნაირი შვილი და ეს კარგად მესმის.
– რომელ დაავადებაზე საუბრობ?
– ბოლოს რა დიაგნოზიც დამისვეს იყო – ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი. მაშინ შიშები მქონდა. შიშიც არ ჰქვია ამას, შიში ვიცი სულ სხვა, მაგალითად, მეშინია: სიმაღლის, სიბნელის, წყლის... ეს იყო სხვა, რაღაც ადამიანზე მაღლა რომ დგას, ზებუნებრივი. მკურნალობა დამჭირდა. საკუთარი სურვილით მივედი ფსიქიატრთან, მერე ნათია ფანჯიკიძის ცენტრში გამიშვეს, სადაც  ჯგუფურ თერაპიაზე დავიწყე სიარული. სამი თვე ვიარე და კვლავ გავაგრძელე ჩემი ჩვეულებრივი, ბოჰემური ცხოვრება...

скачать dle 11.3