კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა დათმო თიკა მახალდიანმა საყვარელი მამაკაცის გამო და ვინ გაუნახევრა მას მტვრევა-მსხვრევით ოჯახის ბიუჯეტი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალ თიკა მახალდიანის ცხოვრება შვილმა უფრო აქტიური და ლაღი გახადა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, სახლში გამოიკეტა და ერთადერთი მისი გართობა სამსახურში სიარულია. მისივე თქმით, კომპლექსების, ეჭვიანობისა და სვანური ხასიათის დათმობაც მოუწია და ამაში მას საყვარელი მამაკაცი დაეხმარა.
  თიკა მახალდიანი: ჩემთან წარმატება არც ადვილად მოდის და არც ძნელად. რასაც მივაღწიე, ყველაფერს – ჩემით, სხვისი დახმარების გარეშე. მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია და რაღაც-რაღაცები ხელს მიშლის.
– კონკრეტულად, რისი გაკეთება გინდა და რა გიშლის ხელს?
– ძალიან მინდა, დიდი პროექტი გავაკეთო, სადაც ჩემი ყველანაირი შესაძლებლობა იქნება თავმოყრილი. მაგრამ ვერ ვხვდები, როგორ გავაკეთო. უბრალოდ, კარგი გუნდი მჭირდება, რომელიც ამ ყველაფერს შეძლებს. სურვილი მაქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება და რა გამოვა.
– ამისთვის, იდეისა და გუნდის გარდა, ფინანსებიც რომ საჭიროა?
– ფინანსებიც, რა თქმა უნდა. მინდა, ამ პროექტში ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ჩავდო და საზოგადოებას ისეთი თიკა დავანახვო, როგორიც ნამდვილად არის, სადაც კარგად ვგრძნობ თავს და რაც კარგად გამომდის. მოკლედ, ჯერ ფიქრის პროცესში ვარ. სოლო კონცერტის გაკეთება არ მინდა, ბანალურია და იმედია, ჩამოვყალიბდები. ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ. ღმერთს ვუყვარვარ, რადგან ასე თუ ისე, ყველაფერი მაქვს. გამიმართლა, რომ ასეთი შვილი მყავს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ღმერთისგან. ძალიან საყვარელია. წლისა და ერთი თვისაა და სულ მოძრაობაშია, ცელქობს და გვახალისებს. სიმღერა და ცეკვა უყვარს ძალიან – ამაში მე დამემსგავსა (იცინის). მთელი ოჯახი მის ჭკუაზე დავდივართ. მოკლედ, რაც მინდოდა, ყველაფერი ავისრულე, მაგრამ კიდევ ბევრი მინდა, ვაკეთო და ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო.
– შვილს მარტო ზრდი, მეუღლესთან ერთად. როგორ ახერხებ, მოუარო ოჯახს, სახლის საქმეები აკეთო, ფორმაშიც იყო, სცენაზე მოწესრიგებული იდგე და საღამოობით იმღერო? როგორ ანაწილებ დროსა და ენერგიას?
– ძალიან ძნელია და ვერც წარმომედგინა, რომ ამას შევძლებდი. თემოს დედა საქართველოში არ არის, დროებით დედაც არაა თბილისში და მეც არ ვიცი, როგორ ავუდივარ ამდენ საქმეს მარტო. ძიძაც თავიდანვე არ ავიყვანე – ბავშვს სხვას ვერ ჩავაბარებდი და ვანდობდი. ამიტომ, მიჭირს, მაგრამ თავს ვართმევ. კვირაში სამი დღე, საღამოობით ვმუშაობ, ვმღერი ერთ-ერთ რესტორანში და ესაა ჩემი განტვირთვა. სამსახურში წასვლა ყველაზე მეტად მიხარია (იცინის). თემო გვერდით მიდგას და მეხმარება. ის იტოვებს ბავშვს, უვლის, ბანს, აჭმევს, ართობს...
–  ესე იგი, ქმარმა ძიძობა შეითავსა და მშვენივრად ართმევს თავს ბავშვის მარტო მოვლას?
– კი, კი, ნამდვილად ასეა. თუმცა, დამხმარე საჭიროა და მეორე შვილს რომ გავაჩენ, თავიდანვე ვიფიქრებ ამაზე.
– ანუ, მეორე შვილს ელოდებით?
– ჯერ არა, მაგრამ როცა მეყოლება, აუცილებლად დამხმარე დამჭირდება, მე და თემო მარტო ვერ გავუმკლავდებით. ძალიან არის კირა ჩემზე მოწებებული, სულ კუდში დამდევს და როგორც კი თვალს მოვცილდები, თიკა, თიკას გაიძახის. ნაძვისხის იმდენი სათამაშო გამინადგურა, ფაქტობრივად, ბიუჯეტი გაგვინახევრა (იცინის). მთავარია, თავად არის ბედნიერი.
– როგორ მოახერხე და ყოფილი პოლიციელი ქმარი სახლში როგორ გამოკეტე ძიძად?
– არ არის სახლში გამოკეტილი, დღე თავის საქმეებს აგვარებს და საღამოს უწევს ბავშვის დატოვება. მორიგეობა შევითავსეთ: დღისით – მე და საღამოს – თემომ. გართობა, მეგობრები და დროსტარება კირამ დამათმობინა, სახლში „გამომკეტა“ და ნამდვილი მეოჯახე დედა გამხადა (იცინის). თემო სოციალურ ქსელში სულ დებს კირასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს და ამბობს: „მალე მოდი, თიკა, გვენატრები“. ბევრს ჰგონია, ქმარ-შვილი სულ ჩემს მონატრებაშია (იცინის). ასე არაა, მაგრამ, ისე ჩანს, რომ სულ უჩემოდ, მარტო არიან სახლში.
– შენ თუ განებივრებს ქმარი და როგორი მეუღლე გამოდგა?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თემო იდეალური ქმარია. რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ბევრი კაცი ვერ გააკეთებდა. ყოველთვის გვერდით მიდგას, ჩემთვის ყიდულობს საჩუქრებს, როგორც შეუძლია, მანებივრებს.  24 იანვარს 4 წელი გახდა, რაც დავოჯახდით. ყოველთვის ავღნიშნავთ ამ დღეს. ვხუმრობ ხოლმე, ქორწინების დღე ერთადერთია, როცა განმარტოებას ვახერხებთ-მეთქი (იცინის). ასე რომ, ტრადიციაა და ყოველ წელს, ამ დღეს რომანტიკული ვახშამი ჩვენ ორისთვის გარანტირებულია. ზოგადად, არცერთი დღესასწაული არ ავიწყდება თემოს. თან, ჩემი დაბადების დღე და ვალენტინობა – 14 თებერვალი ემთხვევა და ამბობს, სიყვარულისთვის ხარ გაჩენილიო და მეც ასე ვფიქრობ (იცინის).
– მახსოვს, თემო ამბობდა, თიკა იმდენად ჭირვეული ორსულია, ერთი სული მაქვს, როდის გვეყოლება შვილი, რომ მასზე გადაერთოს და ჩემი სახლიდან გასვლა ასე მტკივნეულად აღარ აღიქვასო. თუმცა, პირიქით მოხდა.
– ასეა. სახლიდან ვეღარ გადის და თუ გავიდა, ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება. ამბობს: კირას გამო გარეთ გასვლა აღარ მინდაო. ჭირვეული ორსული არ ვიყავი, მაგრამ, როცა თემო გარეთ გადიოდა, მივტიროდი (იცინის). სამაგიეროდ, ახლა, როცა საღამოს სამსახურში მივდივარ კირა და თემო მე მომტირიან (იცინის).
– ეჭვიანი თუ არის შენი მეუღლე? ხასიათებში როგორ შეეწყვეთ ან პირიქით, რაში ვერ ეწყობით?
– თავიდან უაზროდ ეჭვიანი ვიყავი. თემო საერთოდ არ არის ეჭვიანი. მან მომიხსნა ეს კომპლექსი და ახლა ვხვდები, რამხელა ბედნიერებაა, როცა გვერდით ეჭვიანი მამაკაცი არ გყავს და არც შენ გაქვს საეჭვიანო. თემოსთან ურთიერთობამ, ზოგადად, ბევრი კომპლექსი მომიხსნა, დათმობაც ვისწავლე. ადრე თუ სვანურად „ვაწვებოდი“, ახლა, სვანური სიჯიუტე დავთმე და ეს მისი დამსახურებაა. ოჯახი ურთიერთდათმობაზეა აწყობილი და რაღაც-რაღაცების დათმობა, აუცილებლად გიწევს.
– მახსოვს, როცა გათხოვდი, ქმართან ერთად უცხოეთში აპირებდი წასვლას და იქ ცხოვრების გაგრძელებას. რატომ გადაიფიქრე?
– ახლაც ვფიქრობ, მაგრამ რთულია და მგონია, გამიჭირდება.  თავიდან იტალიაში ცხოვრებას ვაპირებდით, თემოს სურვილი იყო, მაგრამ მე წინააღმდეგი წავედი და დავრჩით საქართველოში. თუმცა, რა მოხდება მომავალში, არ ვიცი.

скачать dle 11.3