კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მოფარიკავე, ექიმ-აკადემიკოს ნიკოლოზ ანდრიაძეს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  ცოტა ხნის წინ მოფარიკავე ნიკოლოზ ანდრიაძე ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა. სიმბოლურია, რომ ცნობილი ქართველი პოეტის, „წითელი მიხაკის რაინდად“ წოდებული ტიციან ტაბიძის შვილიშვილს – ნიკოლოზ ანდრიაძეს წლების შემდეგ, ასევე, რაინდის წოდება მიენიჭა.
  ყველაფერი ასე დაიწყო, 57 წლის წინ 20 წლის ნიკოლოზ ანდრიაძემ ბელგიის ქალაქ გენტში ახალგაზრდებს შორის რაპირით ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას შემდეგ იყო არაერთი წარმატებული ჩემპიონატი და ბევრი მცდელობა საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. 2010 წელს ნიკოლოზ ანდრიაძემ  ტიციან ტაბიძის სახელობის თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში ფარიკაობის კლუბი გახსნა, სადაც წარმატებული თაობები აღიზარდნენ. ის დღემდე აქტიურად  მონაწილეობს ვეტერან მოფარიკავეებს შორის გამართულ ტურნირებში, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ლუდვიგ ღაღანიძის ხელმძღვანელობით და გასული წლის სექტემბერში მედიკოსებს შორის გამართულ ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე   სამ სახეობაში – რაპირა, ხმალი და დაშნა პირველი ადგილები მოიპოვა.
  ყოველი წლის 12 აპრილს (სწორედ, ამ დღეს გახდა ნიკოლოზ ანდრიაძე მსოფლიოს ჩემპიონი) საკუთარი ხარჯით ატარებს ნიკოლოზ ანდრიაძის სახელობის ტურნირს, სადაც მონაწილეობენ ახალგაზრდა მოფარიკავეები როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან.  
  წარმატებული სპორტული კარიერა ნიკოლოზ ანდრიაძის მთავარი მიღწევა არ არის, პროფესიით ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის კონსულტანტი და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის მენეჯერი  70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ნიკოლოზ ანდრიაძე დღესაც კარგ ფორმაშია და სამომავლოდ კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს განსახორციელებელი.

скачать dle 11.3