კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 მართლა სასიკვდილე

  „ქართული ხმების“ ერთ-ერთი პირველი გასტროლები უცხოეთში შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართა.
ზაურ ბოლქვაძე ამ დროს ოზურგეთის კინოგაქირავების დირექტორი იყო და გურიიდან პირდაპირ აღმოჩნდა ევროპის ულამაზეს ქვეყანაში.
ერთ დილით გოგი დოლიძემ დაინახა, რომ ზაური დგას მარტო სასტუმროს წინ და გაკვირვებული იქაური სილამაზითა და წესრიგით გაოცებული ათვალიერებს გარემოს...
გოგი მიუახლოვდა და ჰკითხა:
– რას შობი, მამა?!... („მამა“ - გოგის საყვარელი მიმართვის ფორმა იყო და გურულ კილოზეც უყვარდა მოქცევა??)
- გოგია ბიჭო! აი რაია?! - უთხრა და ქუჩაში მიმავალ მანქანაზე ანიშნა.
- აი „ლამბორჯინია“, მამა!
- აი, ბიჭო?!..
- „ფერარი“.
- აი, აი რაცხა სასტაულია?!...
- მაი „პორშე“.
- აი რაღაა, გოგია?!
- მაგი კატაფალკაა!
- კატაფალკა, კვდრები რო დაჰყავთ იგი არაა?!...
- ჰო, მამა, ჰო! - დაუდასტურა გოგიმ...
- რავა აქანეც კვდება ხალხი?!
- კვდება, აბა არ კვდება!...
აქ ზაური დაფიქრდა და რამდენიმე ხნის პაუზის შემდეგ უთხრა გოგის.
- იცი რას გეტყვი, გოგია - აქანე, ამფერ კაი და მოწყობილ ქვეყანაში რომ კაცი მოკვდება - იგი მართლა სასიკვდილეა, არაა სატირალი!


скачать dle 11.3