№5 ეს საინტერესოა
* მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ინგლისის დედოფალი აღფრთოვანდა, როდესაც შესანიშნავი საბავშვო მოთხრობა – „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ წაიკითხა და მოითხოვა მისთვის ლუის კეროლის სხვა ნაწარმოებებიც მიეტანათ. დედოფალს მოუტანეს ლუის კეროლის (იგივე ჩარლზ ლ. დოდსონის) ნაშრომები უმაღლეს მათემატიკაში.
* აინშტაინს ნობელის პრემია 1921 წელს მიანიჭეს, მაგრამ არა მისი ძირითადი კვლევის – ფარდობითობის თეორიის წამოყენებისთვის, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე, არამედ სულ სხვა კვლევის – ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისა და თეორიულ ფიზიკაში შეტანილი წვლილისთვის.
* დიდმა ქიმიკოსმა ლავუაზიემ სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა. სიკვდილის წინ ჯალათმა თქვა „რესპუბლიკას არ სჭირდება მეცნიერები“. თუმცა ის მეცნიერული მოღვაწეობის გამო არ დაუსჯიათ – 1868-1891 წლებში ლავუაზიე გადასახადების ამკრებთა გენერალური მოიჯარე იყო.