№5 აირჩიეთ მზე – გაიგეთ, როგორი პიროვნება ხართ
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ამ მარტივ ტესტში უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი მზე (ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ), მერე კი ნახავთ, როგორი პიროვნება ხართ.
მზე #1
თქვენი ფიქრები ყოველთვის პოზიტიურია, სამყარო კი – მშვენიერი და გასაოცარი. თანაც, შესაძლებლობებით სავსე. რომლის ხელიდან გაშვება, უბრალოდ, დაუშვებელია. სირთულეებს მარტივად უმკლავდებით. დაბრკოლებების არ გეშინიათ. თქვენი ნებისყოფის ბევრს შეშურდება, ამიტომ თქვენთან მეგობრობა და თქვენი ენერგიით შთაგონება ყველას უნდა. საკმაოდ მშვიდი, გაწონასწორებული და დაკვირვებული პიროვნება ხართ. ხშირად ამჯობინებთ გაჩუმდეთ, რომ ადამიანს შემთხვევით არ აწყენინოთ. მეგობრებს ფრთხილად ირჩევთ, ამიტომ ძალიან ცოტა მეგობარი გყავთ.
მზე #2
თქვენთვის ურთიერთობის საფუძველს პატივისცემა წარმოადგენს. თუმცა, სხვებს თქვენს ცხოვრებასა და პრობლემებში ჩარევის უფლებას არ აძლევთ. გიჭირთ ადამიანების მასობრივი შეკრებების ატანა. გულწრფელობა თქვენთვის პირველ ადგილზეა! თქვენ კეთილი ადამიანი ხართ, მაგრამ ამით ბევრი ადამიანი სარგებლობს.
მზე #3
ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, დროის უმეტეს ნაწილს თვითგანვითარებას უთმობთ. ძალიან დამოუკიდებელი ხართ. არ გიყვართ, როცა გითითებენ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. თავგადასავლების სიყვარული სისხლში გაქვთ. ცდილობთ, დანაპირები ყოველთვის შეასრულოთ. შესანიშნავი მეგობარი ხართ.
მზე #4
თქვენ ირგვლივ ბევრი ენერგია და სიყვარული სუფევს, ერთ ადგილას გაჩერება არ შეგიძლიათ. თავში ათასი იდეა გიტრიალებთ, რომლებიც ცხოვრებაში დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოთ. შეუპოვარი და უკომპრომისო ხართ. თქვენ დიდი მიზნები გაქვთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.
მზე #5
გიყვართ იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ეს სჭირდება. ცდილობთ, სამყარო ცოტა უკეთესი გახადოთ. ათბობთ მათ, ვისაც სცივა, როგორც ნამდვილი მზე, შთააგონებთ და იმედს აძლევთ.
მზე #6
საინტერესო და მხიარული ადამიანი ხართ, კომპანიის სული და გული! იცით, დრო სასიამოვნოდ როგორ გაატაროთ და ცხოვრებიდან ყველაფერი მიიღოთ. თქვენთვის ცნობილია, რომ თითოეული დაბრკოლება და წარუმატებლობა ვარსკვლავური მიზნისკენ მიმავალი კიდევ ერთი ნაბიჯია. თავაწეული დადიხართ და ზუსტად იცით, როგორ განასხვავოთ საჭირო კრიტიკა უსარგებლოსგან.
მზე #7
რა სამწუხაროა, რომ დღეში მხოლოდ 24 საათია, თქვენ ხომ უამრავი რამ უნდა მოასწროთ! ძალიან ბევრი მიზანი გაქვთ, ამიტომ ძვირფასი დროის უაზროდ დახარჯვას არ აპირებთ. არავითარ შემთხვევაში არ დანებდებით და თქვენი ნებისყოფით სხვებსაც შთააგონებთ.
მზე #8
შესაშური მოთმინება და თავშეკავების უნარი გაქვთ. ზრდასრული და გააზრებული პიროვნება ხართ, რომელიც სასიამოვნო ადამიანებით არის გარშემორტყმული. თქვენი წყენინება მარტივი არაა. „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ – ზუსტად თქვენზეა. დარწმუნებული ხართ, რომ ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ.