№5 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: ყოველდღიურად ვიღებავ თვალის შიდა ხაზს შავი ფანქრით, რომ თვალი უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს და შესაბამისად, ცოტა გადიდდეს. ამ ბოლო დროს დამეწყო ცრემლდენა. რამდენად მისღებია ყოველდღიურად მსგავი მაკიაჟი და ხომ არ არსებობს რაიმე საშიშროება ქიმიური ფანქრის ხმარების დროს?
პასუხი: თვალის ამ ტიპის მაკიაჟი მხოლოდ იშვიათად არის ნებადართული, რადგან მისი ხშირი გამოყენებისას, საღებავი, რომელსაც ქიმიური ფანქარი შეიცავს, იწვევს საცრემლე ჯირკვლების გაღიზიანებას, არსებობს ინფექციის საშიშროება და შესაძლოა, ასევე, ალერგიაც გამოიწვიოს. იმავე ვიზუალური ეფექტის მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაინერი, თვალის ზემოთ, წამწამების გასწვრივ.
კითხვა: მე და ჩემი დაქალები ერთმანეთში ხშირად ვცვლით კოსმეტიკურ საშუალებებს – ლაინერს, ტუშს, რუჯს, ტონალურს ან ტუჩსაცხს. ახლახან გავიგე, რომ ეს საშიშია და რატომ?
პასუხი: სხვა ადამიანის, თუნდაც საუკეთესო მეგობრის ბაქტერია საშიშია თქვენთვის. თვალის ლაინერის, ტუშისა და ყველა საერთო პარფიუმერიული პროდუქტის გამოყენებით, შესაძლოა, ბაქტერია ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცეს. შედეგად კი ლამაზი მაკიაჟის ნაცვლად, ინფექციისგან დაზიანებულ თვალებსა და სახის კანს მიიღებთ.
კითხვა: ყოველი დაბანის მერე თმას ვიშრობ ცხელი საშრობით (ფენით) ან უთოთო. ვიცი, რომ ეს თმას აზიანებს, მაგრამ დაუმორჩილებელი თმის სტრუქტირა მაქვს და სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ხომ არ არსებობს რაიმე რეკომენდაცია, რაც დამეხმარება, თმა გავიშრო, მაგრამ არ დავიზიანო?
პასუხი: როცა თმას ისწორებთ ან იხვევთ, აუცილებელია დამცავი პროდუქტი გამოიყენოთ. დამცავი პროდუქტი წარმოადგენს ბარიერს თმასა და ცხელ მეტალს შორის, ეს კი აზღვევს მას დაწვისგან. თმა ინარჩუნებს გამძლეობას და არ ზიანდება. სხვა შემთხვევაში, ანუ მის გარეშე, თმა შრება და უხეშდება.