№5 ლიმონის დიეტა – მარტივი და ეფექტური
ნინო კანდელაკი ანი რევია

დიეტის მთავარი პროდუქტი, ლიმონია – ყოველი დღე 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ ცხელ წყალში, ნახევარი ლიმონის წვენის ჩაწურვით უნდა დაიწყოთ, რომელსაც უზმოზე მიირთმევთ. გარდა ამისა, ლიმონისგან უნდა მოამზადოთ სასმელი, რომელსაც დღის განმავლობაში სამჯერ მიიღებთ – ჭამამდე 1 საათით ადრე. ანუ: დილით უზმოზე ცხელ წყალში ჩაწურული ლიმონის ნაყენი, შემდეგ კი – პირველ დღეს 200 გრამ წყალში გახსენით ნახევარი ლიმონის წვენი, მეორე დღეს – ერთი ცალი ლიმონი მთლიანად, მესამე დღეს – ერთ-ნახევარი ლიმონი გამოწურეთ, მეოთხე დღეს – 2 მთლიანი ლიმონი და ასე აგრძელებთ, სანამ ხუთ ლიმონზე არ ახვალთ. შემდეგ, იწყება უკუსვლა, ანუ ხუთიდან – ოთხ-ნახევრამდე, ოთხი, სამ-ნახევარი, სამი და ბოლო დღე, 200 გრამ წყალში გახსნილი ნახევარი ლიმონი.