კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 საკოლექციო სიკვდილი

პიერ ლავესი
  ბატერი ოცდათოთხმეტი წლის იყო, უცოლო, სერიოზული, მაღალი, კარგი გარეგნობის. ქალებთან ურთიერთობაში დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდა, მაგრამ ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების შანსი, რაღაცნაირად, ხელიდან გაუძვრა.
– ღმერთო, რა საშინელებაა! განა მოიძებნება ადამიანი, ვისაც  მოუნდება დამნაშავის ფაიფურის გამოსახულება იყიდოს?
– ოჰ, ეს ორმოცს გადაცილებული ქალები... ისინი ისეთი ვნებიანები არიან... – მისტერ ბატერმა ამოიოხრა და შეეცადა აეხსნა, – ქალბატონო, უილი კოდერი ძველი დროის ყველაზე  ცნობილი მკვლელი იყო.
– რა ღირს? – ღრეჯვით იკითხა  მისის ებერნონმა.
– ჯერ არ ვიცი, ალბათ, რამდენიმე ფუნტი.
მეორე დღეს ქალი ისევ ესტუმრა მისტერ ბატერის.
– ცნობები შევაგროვე, – მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა მან, – იცოდით, რომ ეგ ქანდაკება საკოლექციოა? სწორედ დამნაშავეთა ფიგურები იყიდება ყველაზე უკეთ. კოდერი კი  იშვიათობაა. მხოლოდ რამდენიმე ასლი არსებობს. მითხრეს, რომ ფიგურა შეიძლება ლონდონის ერთ-ერთ აუქციონზე ათას ფუნტადაც კი გაიყიდოს.  
– წარმოუდგენელია! – იყვირა ბატერიმ, – როგორი დავალებული ვარ თქვენგან ასეთი სასარგებლო ინფორმაციის გამო!
– თავს დავალებულად ნუ  იგრძნობთ. ყოველთვის ისე მხვდებით, ისეთ ყურადღებას იჩენთ... იტალიურ რესტორანში ლანჩზე დაპატიჟება მინდა გთხოვოთ, რათა ჩვენი გამარჯვება აღვნიშნოთ.
მერე ქალი დაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:
– ქმარს არ ვეტყვი, ძვირფასო მისტერ ბატერი...
ბატერიმ ლანჩზე უარი უთხრა.
ოთხშბათს კი ბატერიმ თავის ასისტენტს, ჯეიმსს სთხოვა, მაღაზიისთვის მიეხედა, ქანდაკება ფეხსაცმელების ყუთში ჩადო და ლონდონში გაემგზავრა... ექსპერტს აღელვებისგან კინაღამ გული წაუვიდა, როდესაც ბატერიმ ყუთი გახსნა. ეს პირველი უილი კოდერი იყო, თან, ასეთ კარგ მდგომარეობაში.
– ახლავე შემიძლია, რვაას ფუნტად გავყიდო, თუმცა აუქციონზე, სულ ცოტა ათასად გაიყიდება.
ორი დღის შემდეგ მაღაზიაში მის ებერნონი გამოჩნდა და ახალი ამბებიც მოისმინა.
– თქვენი მადლობელი ვარ! – უთხრა ბატერიმ, – გთხოვთ, ჩემთან ერთად ისადილოთ. ლანჩზე ეპსონში შევხვდეთ, სადაც არავინ გვიცნობს.
ქალმა გაიცინა და თეთრი კბილები გამოაჩინა.
– რა დამაინტრიგებელია! სამწუხარო ისაა, რომ საფრანგეთში მივემგზავრები და ერთი თვე არ ჩამოვალ.
ბატერის იმედგაცრუების დაფარვა გაუჭირდა.
– ქმარიც თქვენთან ერთად მოემგზავრება?
– არა. შვებულებას ჩვენ ყოველთვის ცალ-ცალკე ვატარებთ. მოგზაურობას ორლეანიდან დავიწყებ და მერე ლუარას ავყვები.
– მაშინ, სადმე საფრანგეთში შევხვდეთ და ჩვენი ლანჩიც იქ მივირთვათ. მოდი, პაემანი ახლავე დავთქვათ. 18 მაისს, შუადღისას ორლეანის ტაძრის კიბეებზე.
მის ებერნონმა ისევ გაიცინა. დაიხარა და კაცს ტუჩებში აკოცა.
დღეები ძალიან ნელა გადიოდა. ბატერიმ ბილეთებიც იყიდა და საფრანგეთის რკინიგზის რუკაც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად ახალი პერანგები და შარვლები შეიძინა.  15 მაისს კი აუქციონზე გამოცხადდა. ამ აუქციონზე იყო დამოკიდებული მისი ხორციელი სიამოვნება. ის ასეთ შესაძლებლობაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა, მაგრამ დაბალი შემოსავლის გამო თავს ამის უფლებას ვერ აძლევდა. მან წარმოიდგინა როგორ ეჯდა მუხლებზე შიშველი მისის ებერნონი შამპანურის ბოკალით ხელში.
ქანდაკება კომპანია „ჰადსონ და ბლეიკმა“ შეიძინა ათას ორას ორმოცდაათ ფუნტად
სამი დღის შემდეგ ლურჯ ბლუზასა და თეთრ შარვალში გამოწყობილი კაცი  დათქმულ ადგილას იცდიდა. მისის ებერნონმა ოცი წუთი დააგვიანა. მან ქალს ორლეანში დილით ნაყიდი ორქიდეები გაუწოდა. შემდეგ  „ოტელ დე ვილში“ წაიყვანა, სადაც ლანჩი ჰქონდა შეკვეთილი. სასტუმროს გრძელ ტერასაზე ისხდნენ. გემრიელ საჭმელს შამპანურიც დააყოლეს. სამი საათის შემდეგ, მსუბუქად შემთვრალები მზიან ქუჩაში გამოვიდნენ. ბატერიმ ქალს სანაპიროზე გასეირნება შესთავაზა. გზად ჩაის სალონში შევიდნენ. მოსაღამოვდა.
– ტაძრამდე მიმაცილეთ, – უთხრა ქალმა, – იქიდან ფეხით წავალ. თქვენ სად დაბინავდით? ჯერ არსად? სასწრაფოდ სასტუმრო უნდა იპოვოთ.
ბატერის ეს  სიტყვები არ ესიამოვნა. ჩანდა, ქალი იოლი ნადავლი არ იქნებოდა.
– ვიფიქრე, სასტუმროს საჭიროება არ მექნებოდა, – იგრძნო, რომ მომენტი გაუშვა. უფრო თავდაჯერებული და მიმწოლი უნდა ყოფილიყო. ქალს, სავარაუდოდ, ისეთი კაცი სჭირდებოდა, რომელიც ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებდა.
მეორე დღეს ბატერიმ პაემანზე სპეციალურად დააგვიანა ხუთი წუთით. დრო ისევ მშვენივრად გაატარეს. ბოლოს ქალი ისევ წასასვლელად მოემზადა.
– სასტუმროში უნდა დავბრუნდე, – უთხრა ბატერის, – ხუთზე მასაჟი და მანიკიური მაქვს დანიშნული. ჩვენ შეგვიძლია, ხვალაც შევხვდეთ ლანჩზე.
კაცი მიხვდა – ქალს  მოსწონდა ლანჩები, მაგრამ მეტი არაფერი. ყოველდღე ხელიდან უსხლტებოდა – ხან პარიკმახერიო, ხან კბილის ტკივილიო. ფული კი საშინელი სისწრაფით დნებოდა. გადაწყვიტა, ღიად ემოქმედა. საღამოს, როდესაც ქალი წავიდა. ვარდების დიდი თაიგული იყიდა და სასტუმრო „შარლემანში“ მივიდა. ქალაქში ბევრი არ იყო მაღალი დონის სასტუმრო, სადაც კლიენტებს მაქსიმალურ კომფორტს, მასაჟსა და სილამაზის სალონის მომსახურებას სთავაზობდნენ. მისაღებში ოთახის ნომერიც გაარკვია და ორ წუთში უკვე კარზე უკაკუნებდა. სახე ვარდების თაიგულით ჰქონდა დაფარული. კარი გაიღო. ზღურბლზე თეთრ ხალათში გამოწყობილი მისის ებერნონი გამოჩნდა, თავზე პირსახოცი წაეკრა. ქალი გაკვირვებული იდგა.
– მისტერ ბატერი, ეს რას ნიშნავს! მე დაწოლას ვაპირებდი...
– გადასარევი. ერთად დავწვებით, – კაცმა  კარი დაკეტა.
– ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა დატოვოთ ჩემი ნომერი.
კაცმა გაიღიმა და ქალს პირსახოცი ძალით მოაძრო. მის ებერნონმა თაიგული შემოსცხო.
– გაეთრიეთ!
– ნუ მატყუებთ. სინამდვილეში  გინდათ, რომ დავრჩე. ეს ძვირად ღირებული ლანჩები... ამდენი ფული  დაგახარჯეთ. ხომ მოგწონვართ. კაცი ეხვეოდა და თან, საწოლისკენ ექაჩებოდა.
– მე გათხოვილი ვარ! – ქალი ცდილობდა, საწოლს მოსცილებოდა, – მე ეს არ მინდა, მე, უბრალოდ, პატარა, მსუბუქი ფლირტი მინდოდა, რომ ვიღაცას ჩემთან ერთად დრო  გაეტარებინა, – და უცებ  ქალმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, – თქვენ იმიტომაც აგირჩიეთ, რომ თქვენგან საფრთხე არ მოდიოდა. ყველა ქალი იტყვის,  რომ თქვენთან ყოფნა უსაფრთხოა.
– უსაფრთხო?.. – კაცს სახე დაემანჭა, თითქოს სილა გააწნესო, –  უსაფრთხო?! ანუ, იმპოტენტი ვარ?! – სისხლი პირდაპირ თავში აუვარდა.  ამ  ქალმა მისი ყველაზე დიდი ოცნება მოკლა. ამიერიდან  ვეღარასოდეს ვერცერთ ქალს ვერ მიეკარებოდა. თანაც, ქალმა ასე ცინიკურად შეუჭამა მთელი ფული, რომელიც მან კოდერის ფიგურაში აიღო.
კაცის ხელი ქალის ყელს მიწვდა და  წაუჭირა.
მეორე დღეს ყველა ფრანგული გაზეთი „შარმლემანში“ მომხდარ მკვლელობაზე წერდა. პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელიც დაღუპულთან ერთად რამდენიმე რესტორანში ნახეს. მამაკაცი, სავარაუდოდ, ინგლისელი იყო, ამის მეტი არაფერი იცოდნენ. ბატერიმ შვება იგრძნო, როდესაც ფეხი ინგლისის მიწაზე დადგა, მაგრამ მისი სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა: საბაჟოზე ოფიცერმა შეაჩერა.  
– საფრანგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ არაფერი გაგიგიათ? ინგლისელი ქალი ოტელში გაგუდეს? ის ზუსტად თქვენი ქალაქიდან იყო – მილარდ ებერნონი. ხომ არსად შეხვედრიხართ?
– არასდროს გამიგია, – მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები ბატერმა.
სახლისკენ მიმავალი ცდილობდა, ამ ყველაფრისთვის პოლიციელის თვალით შეეხედა. მკვლელობასთან მას ვერაფრით დააკავშირებდნენ. ისინი ერთმანეთს მხოლოდ ლანჩზე ხვდებოდნენ და ყოველთვის სხვადასხვა რესტორანში. ყოველთვის ქეშით იხდიდა. ვარდები ბებერი, ახლომხედველი ქალისგან იყიდა. სასტუმროში ანაბეჭდები არ დაუტოვებია. ის ფაქტი, რომ იგი იმავე პროვინციიდან ჩამოვიდა, საიდანც მისის ებერნონი, დანაშაულის მტკიცებულება არ იყო. მხოლოდ სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა.
მიუხედავად ამისა, საკმაოდ შეშინდა, როდესაც ბაქანზე ადგილობრივი  პოლიციელი დახვდა.
– სახლამდე მიგაცილებთ და რამდენიმე კითხვით მოგმართავთ. საზღვარზე  თქვენ თქვით, რომ არ იცნობდით მისის ებერნონს?
ბატერიმ ხიფათის მოახლოვება  იგრძნო.
– ჩემს მაღაზიაში იმდენი ადამიანი შემოდის. შეიძლება, იყო კიდეც, როგორ დავიმახსოვრებდი.
– ქალბატონს  სახლში ბევრი წიგნი ჰქონდა და მისმა ქმარმა თქვა, რომ  ბუკინისტურ გამოცემებს  თქვენთან ყიდულობდა. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ თქვენს დავთრებს გადავხედავთ?
დაკეტვის დრო იყო, მაგრამ ჯეიმსი მაღაზიაში დახვდათ. ბატერი მიესალმა და პოლიციელთან ერთად უკანა ოთახში შევიდა.
– კარგად გაატარეთ შვებულება, მისტერ ბატერი? – უთხრა ჯეიმსმა, – თქვენს მაგიდაზე გზავნილია. არ  გავხსენი, როგორც დამიბარეთ.
ბატერიმ თაროდან ჩანაწერების წიგნი გადმოიღო, მაგრამ პოლიციელმა არ გამოართვა. იგი ბატერის გზავნილს დაშტერებოდა.
– ვიღაცამ საჩუქარი გამოგიგზავნათ, არ გახსენით?
ბატერიმ ყუთში ჩაიხედა და გაოცდა, როდესაც იქ კოდერის ფიგურა დაინახა. იქვე წერილი იდო იმ პირისგან, რომელმაც ქანდაკება იყიდა. მათმა კლიენტმა, ვისი ინსტრუქციითაც ისინი მოქმედებდნენ მოისურვა, რომ კოდერის ფიგურა აუქციონის შემდეგ ისევ პატრონისთვის საჩუქრის სახით  დაებრუნებინა.
პოლიციელმა გაოგნებულ ბუკინისტს ბარათი გამოართვა და ხმამაღლა  წაიკითხა  
არ იფიქროთ, რომ თქვენი დიდსულოვნება არ დავაფასე. ნუ იდარდებთ, მე შემიძლია, თავს ამის უფლება მივცე. მილარდ ებერნონი“.
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3