კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ შეაქმნევინა სტალინმა ებრაელებს საკუთარი სახელმწიფო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  არსებობს მოსაზრება, რომ შეუმცდარი სტალინი ებრაელებმა მოატყუეს. საბჭოთა ბელადი ჯერ საკუთარი სახელმწიფოს შექმნაში დაიხმარეს და ფესვები გაიმაგრეს, შემდეგ კი განუდგნენ მას... პროფესორი იაკობ ოვჩინიკოვი წერს: „აზრი, რომ ებრაელებმა სტალინი საკუთარი სახელმწიფოს შექმნაში დაიხმარეს და შემდგომ კი მას უგანეს, ანუ, მოატყუეს, დღემდე აქტუალურია და ფართოდ განიხილება ისტორიულ-პოლიტოლოგიურ წრეებში. პროფესორ ავრელი ვასერმანს მიაჩნია, რომ სტალინის მოტყუება ვერავინ შეძლო, მათ შორის ვერც ებრაელებმა და მეტიც – ებრაელებს გონებაშიაც კი არ გაუვლიათ ამის გაკეთება. ვასერმანი წერს: „რა თქმა უნდა, 1947 წლის ნოემბერში, „გაეროს“ მიერ მიღებული ¹181 რეზოლუცია, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ, სტალინის დიდი დამსახურება იყო. ეს იყო საბჭოთა ბელადის დიდი დიპლომატიური გამარჯვება პოტსდამის კონფერენციის შემდეგ, რამეთუ სტალინმა ამით დიდი დარტყმა მიაყენა დიდი ბრიტანეთის იმპერიას ახლო აღმოსავლეთში. მას დომინანტის როლი შეურყია და ამაში ძალიან კარგად გამოიყენა ებრაელები“.
  გავყვეთ ვასერმანის მოსაზრებას: „1948 წლის 14 მაისს, დღის 4 საათზე როტშილდის ბულვარზე მდებარე მუზეუმის შენობაში, თელ-ავივში, ისრაელის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ბენჰურიონმა ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადებით არაბული სამყარო შეარყია და მათთან ერთად მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ბრიტანეთს. ეს კი საბჭოთა კავშირის პოლიტიკის წისქვილზე ასხამდა წყალს. ამ პოლიტიკას, სწორედ,  სტალინი უძღვებოდა და ისმის კითხვა: მაშინ, როგორ მოატყუა ისრაელმა (ებრაელებმა) სტალინი? თუ პირიქით? იქნებ საბჭოთა ბელადმა გამოიყენა ებრაელები საკუთარი მიზნებისთვის და ისიც კარგად იცოდა, რომ მომავალში საბჭოურ-ისრაელური ურთიერთობები შეიცვლებოდა. რამდენად ხელსაყრელი იყო ეს სტალინისთვის. ვიაჩესლავ მოლოტოვის მეუღლე, პოლინა ჟემჩუჟინა იხსენებდა: „არავინ იფიქროს, რომ შესაძლებელი იყო სტალინის მოტყუება. ეს არავის ძალუძდა და არც ებრაელებს გაუკეთებიათ. მე ებრაელი ვარ. კარგად ვიცნობ ჩემს ერს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტალინს ჩემი თანამემამულეები აღმერთებდნენ. იოსებ ბესარიონოვიჩი დიდი პოლიტიკური მოთამაშე იყო. ისრაელის სახელმწიფოს შექმნა მას ბრიტანელების დეზორიენტირებისთვის, ახლო აღმოსავლეთში მათი პოზიციების შესარყევად, შემდგომ კი მათ იქიდან გამოსარეკად სჭირდებოდა და ამ გეოპოლიტიკურ ამოცანას შესაშურად გაართვა თავი. მას მერე, რაც ახლად შექმნილ ისრაელს არაბულმა სახელმწიფოებმა გამანადგურებელი ომი გამოუცხადეს, სტალინმა მათ (ებრაელებს) სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ომი მოაგებინა. პარალელურად კი, საბჭოთა კავშირში სიონისტებს ავიწროებდნენ. დამაპატიმრეს მეც... ამ ყოველივეს კი მოძლიერებული ისრაელისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობის გაფუჭება მოჰყვა. ისრაელი დასავლეთისკენ გადაიხარა. არაბული სახელმწიფოები საბჭოეთისკენ წამოვიდნენ. ბრიტანეთი დაბნეული იყო. ამ დაბნეულობას კი ახლო აღმოსავლეთიდან წამოსვლა, უფრო სწორად კი, გამოძევება მოჰყვა და სწორედ ეს იყო სტალინის პოლიტიკის მთავარი მიზანი. საბჭოთა ბელადმა ასეთი კომბინაციით მოიშორა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მეტოქე და მიამიტები კი ამბობენ, ებრაელებმა სტალინი მოატყუეს და სტალინს უღალატესო...“
  პოლინა ჟემჩუჟინა, გარდა იმისა, რომ ჩინებულად ინფორმირებული ადამიანი იყო, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში, მას ნათელი გონება, შესანიშნავი ანალიზის უნარი ჰქონდა და აბსოლუტურად ზუსტად გვიხატავს იმ გენიალურ სქემას, რომელიც სტალინმა გამოიყენა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ფორმირებისას. სხვათა შორის, მას მერე 70 წელზე მეტი გავიდა, თუმცა დღევანდელი რუსეთის დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში ისევ სტალინის მიერ გაკვალული გზით მიდის და საკმაოდ წარმატებულადაც მოქმედებს. ასე რომ, საბჭოთა ბელადის სქემატური პოლიტიკა ღრმად, საქმის ცოდნით იყო მოფიქრებული, გაანალიზებული და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი. პოლიტოლოგი, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი, პროფესორი ვალენტინ ზორინი წერდა: „ვერ ვიტყვი, რომ სტალინს ებრაელები სძულდა ან უყვარდა ისინი. საბჭოთა ბელადი, უბრალოდ, გენიალური პოლიტიკური მოთამაშე იყო. ებრაელებსაც გამოადგა და თავადაც გამოიყენა ისინი. მარტივად რომ ვთქვათ, სტალინმა ებრაელებს სახელმწიფო შეაქმნევინა, ბრძოლის ცეცხლი შეაგდო და თითქოს უთხრა, მიდით, დაიცავით და განამტკიცეთ თქვენი ქვეყანა, სისხლით მოიპოვეთ თავისუფლებაო და დღემდე ასეა“. თუ საკითხს პოლიტიკურ-ფილოსოფიურად მივუდგებით,  დავინახავთ, რომ პროფესორ ზორინის სიტყვებში დიდი სიმართლე დევს და იოსებ სტალინი თავისუფლად შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ახალი ებრაული სახელმწიფოს ნათლია, დამაარსებელი და ეს არც სტალინისთვისაა დასაძრახი და არც ებრაელებისთვის სათაკილო. მავანმა შეიძლება, თქვას, – სტალინმა ებრაელები გაიმეტა და მუდმივ ცეცხლში შეაგდოო... ისევე, როგორც შეიძლება, ისიც თქვან (ამბობენ კიდეც), რომ ებრაელებმა სტალინს ზურგი აქციესო. მაგრამ ასეთია დიდი პოლიტიკა: არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მოყვრები. არსებობს მუდმივი სახელმწიფო ინტერესები – ეს სტალინმა ყველაზე კარგად იცოდა და ოსტატურადაც მიჰყვებოდა ამ ცნებებს.“

скачать dle 11.3