კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ცირცელით მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცირცელის ნაყოფი 4-8 პროცენტ შაქარს შეიცავს. მის შემადგენლობაში 2 პროცენტზე მეტი ვაშლის, ლიმონის, ყურძნისა და ქარვის მჟავები, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებებია. შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას, ასკორბინის მჟავას, კაროტინს და ვიტამინ P-ს.
  ნაყოფს ნედლადაც ჭამენ, ძირითადად კი, მას გადამუშავებელი სახით იყენებენ. ამზადებენ ხილფაფას, მარმელადს, მურაბას, ღვინოს, ლიქიორს, ძმარს, ბურახს და სხვა. მათგან მზადდება ვიტამინიზებული სამკურნალო სიროფები. ამ მხრივ, დიდი პოპულარობით სარგებლობს შაქართან ერთად დაკონსერვებული ნაყოფის წვენი. ხალხურ მედიცინაში ნაყოფსა და ყვავილებს გამხსნელ და ოფლმდენ საშუალებად იყენებენ.
  გარდა ამისა, ცირცელის ნაყოფი შესანიშნავი საკვებია ფრინველისთვის. მერქანი გამოიყენება წვრილმანი ნაკეთობების დასამზადებლად, ქერქი 14 პროცენტამდე მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. წვრილ ტოტებს საქონლის საკვებად იყენებენ, ის მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის განვითარებისათვისაც, როგორც კარგი თაფლოვანი მცენარე. ნაყოფის მნიშვნელობას დიდად ზრდის მიკროელემენტების – კალიუმის პერმანგანატის, რკინის, სპილენძის, ალუმინის შემცველობა.
  ცირცელის ყვავილს ხალხში საშარდე ორგანოების კენჭოვანი დაავადების დროს იყენებენ. ნაყოფთან ერთად ის გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გაციებულობისა და კუჭ-ნაწლავების დაავადების დროს. ვეტერინარულ პრაქტიკაში ნაყოფის მაგარ ნახარშს საქონლის ფილტვების დაავადების დროს ხმარობენ.
ცირცელის ნაყოფის წვენი გამოიყენება კუჭის წვენის დაბალმჟავიანობისას (იღებენ თითო ჩაის კოვზს ჭამის წინ).
  ნაყოფის სპირტიან ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: ერთი ნაწილი ნაყოფი 10 ნაწილ არაყზე. იღებენ მადის მოსაგვრელად თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ.
  მომჟავო-ტკბილი ნაყენის მოსამზადებლად 40 გრამ ნაყოფს ნაყავენ, ასხამენ 200 მილილიტრ მდუღარე წყალს და 4 საათის განმავლობაში დგამენ, ანჯღრევენ, ფილტრავენ სამფენა დოლბანდში და ამის შემდეგ უმატებენ შაქარს გემოვნების მიხედვით.
  ცირცელის ნაყოფის წვენს – ვაჟინს (1 კილოგრამი ახლად დაკრეფილი ნაყოფის წვენს 600 გრამ შაქართან ერთად ხარშავენ) კარგი გამხსნელი და ოფლმდენი საშუალება აქვს. გამოიყენება რევმატული ტკივილების, თირკმლისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს, საუკეთესო საშუალებაა ავიტამინოზის ნიშნების დროსაც.
  ცირცელის ნაყოფი თავისი შესანიშნავი შემადგენლობის გამო სასიამოვნო საჭმელია და მეტად სასარეგებლოა. ცირცელის ნაყოფი რეკომენდებულია ავიტამინოზისა და გაციების დროს.
  ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ცირცელის ნაყოფისგან მომზადებულ სიროფს იყენებენ რევმატიული ტკივილების მოსახსნელად. პოლონელებს კი მიაჩნიათ, რომ ის არეგულირებს მარილოვან ცვლას ორგანიზმში. რუსულ ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს. მშრალი ნაყოფი და ნედლი ნაყოფის წვენი კარგია დიზენტერიის დროს. ცირცელის ნახარშს იყენებენ ჰემოროის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის დროს. წყლიანი ნახარშები ცნობილია როგორც შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი.
  მეტად ეფექტურია ცირცელის ნაყოფის გამოყენება ასკილთან ერთად, როგორც ვიტამინების კომპლექსის მიღების წყარო. ამისათვის ნახევარ სუფრის კოვზ ასკილისა და ცირცელის ნაყოფის ნარევს დაასხამენ ორ ჭიქა მდუღარე წყალს, დგამენ წყლის აბაზანაზე 30 წუთით, გააციებენ, გაწურავენ. მიღებულ სითხეს გემოვნების მიხედვით დაატკბობენ და იღებენ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.
скачать dle 11.3