№5 „ევროპის დამცველი“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ თავგაჭირვებულების იმედად
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ საქართველოში სამხედრო წვრთნა „ევროპის მცველი 20“ ჩატარდება. თუ ევროპაში აშშ-ის ძალების სარდლობას ვერწმუნებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება, აი, ამერიკელი სამხედროები კი რამდენიმე ქვეყანაში განთავსდებიან. საერთო ჯამში, 37 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათგან 20 000 – ამერიკელი.
წვრთნები მოიცავს 7 სახელმწიფოს (გერმანია, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბელგია და ნიდერლანდები). ჩვენებური თავდაცვის უწყება კი გვაიმედებს, რომ საქართველოშიც, ჯერჯერობით, დეტალებზე ვთანხმდებითო.
ამერიკელი სამხედროების ხილვა ჩვენს ოკუპირებულ მიწაზე ფრიად საამოა (რასაც ამძაფრებს ფაქტი, რომ მისი მეხუთედი ოკუპირებულია), თუმცა გული მაინც მეთანაღრება, ჩვენ აქეთ დაცვას ველით და ვითომ ისევ იქით მოგვიწევს?!