კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 წარმატებული გინეკოლოგი – გურანდა ფხაკაძე უშვილობის პრობლემებსა და მასთან ბრძოლის გზებზე

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  ექიმი-გინეკოლოგი გურანდა ფხაკაძე გამორჩეული პროფესიონალიზმის გარდა პაციენტების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩევა. დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის  გინეკოლოგი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და  საკუთარ წარმატების გზაზე, უშვილობის პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მასთან ბრძოლის გზებზე თავად გვესაუბრება.
  გურანდა ფხაკაძე: რუსული განათლება მაქვს, სკოლა სტავროპოლში მედალზე დავამთავრე, წითელ დიპლომზე დავამთავრე სტავროპოლის სამედიცინო აკადემიაც. რადგან ქართველი ვიყავი, მუდმივად მიწევდა ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის. აკადემიის დამთავრების შემდეგ მოსკოვში, უფასო ორდინატურაზე გამიშვეს. შემდეგ დავოჯახდი და დავბრუნდი საქართველოში. მყავს მეუღლე – ენრიკო იაკობაშვილი და შვილები – ნიკოლოზ  და  ანა იაკობაშვილები. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ მეორე კურსზე. ერთ წელში დოქტორის წოდებას მივიღებ.
– დავით აბულაძის კლინიკაში როგორ მოხვდით?
– ჩემი ყველაზე დიდი გამართლება იყო ქალბატონ ხათუნა გარდაფხაძესთან შეხვედრა, მაშინ ერთ-ერთი კლინიკის მენეჯერი იყო და სამსახურში გასაუბრების შედეგად ამიყვანა. ექვსი თვის შემდეგ მან დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა გახსნა და რამდენიმე ექიმი წაგვიყვანა. მე გახსნის დღიდან იქ ვარ – მალე ხუთი წელი შესრულდება. ქალბატონმა ხათუნამ  ისეთი გუნდი შეკრიბა, რომ ყველა გამოირჩევა უმაღლესი პროფესიონალიზმით,  ადამიანობითა და პაციენტის მიმართ სწორი მიდგომით. კლინიკაში  იმდენად ოჯახური გარემოა, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ეს კლინიკა პროფესიული განვითარების კარგ საშუალებასაც გვაძლევს. დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა.
ჩვენს კლინიკაში ახლახანს დავნერგეთ ინსემინაცია, რაც ერთ-ერთი გზაა უშვილო პაციენტებისთვის – ეს გულისხმობს დამუშავებული, აქტივირებული სპერმის შეყვანას საშვილოსნოს ღრუში, საშოსა და საშვილოსნოს ყელის გავლით.
– როდის უნდა მივმართოთ უშვილობის პრობლემით გინეკოლოგს და ამ პრობლემის გამომწვევი რა მიზეზები არსებობს?
– თუ ერთი წლის განმავლობაში წყვილი ცხოვრობს რეგულარული სქესობრივი ცხოვრებით,   დაცვის გარეშე  და არ დადგა ორსულობა, უკვე ისმება პირველადი უშვილობის დიაგნოზი. ქალბატონი მიდის გინეკოლოგთან, მამაკაცი – უროლოგთან, რომ გამოიკვლიონ რა მიზეზებითაა ეს გამოწვეული.  ადრე თუ უშვილობა უფრო ხშირად ქალის მიზეზით იყო, ახლა მამაკაცებშიც ძალიან მოიმატა ამ პრობლემამ. საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში – 22, 24, 26 წლის მამაკაცებში ვხვდებით დაქვეითებული სპერმატოზოიდების ფუნქციას, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს საკვებით, ეკოლოგიური მდგომარეობით, სტრესით,  ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით და ასე შემდეგ. გარდა უშვილობისა, ჩვენს კლინიკაში წამყვანი სფეროა საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები. ვარ ექიმი კოლპოსკოპისტიც, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას მიკროსკოპში და სხვადასხვა კიბოსწინარე დაავადებების ნაადრევ დიაგნოსტიკასა და სწორ მართვას. კიბოსწინარე დაავადება შემთხვევათა 98 პროცენტში გამოწვეულია პაპილომა ვირუსული ინფექციით, ეს იმიტომ, რომ გოგონები ნაადრევად იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, იცვლიან არაერთ სქესობრივ პარტნიორს.
– როგორია კიბოსწინარე დაავადების კლინიკური ნიშნები?
– ეს დაავადება იმით გამოირჩევა, რომ არანაირი ნიშანი არ გააჩნია და უსიმპტომოდ მიმდინარეობს.  თუ ქალბატონი იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ერთი წლის თავზე უნდა გაკეთდეს პაპტესტი, კოლპოსკოპია და ეს ორი პასუხი უნდა შეჯამდეს, გარდა ამისა, ჩვენთან არის ბოლო თაობის აპარატი, რომელიც იკვლევს პაპილომა ვირუსული ინფექციის დეენემის ანალიზს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიცოდეთ, რამდენად მაღალონკოგენურია ეს ვირუსი. თუ მსუბუქი კიბოსწინარე დაავადებაა, დინამიკაში ვაკვირდებით და ვაძლიერებთ იმუნურ სტატუსს, თუ ეს მძიმე დისპლაზიაა, ვუშვებთ კონიზაციაზე.
– საკმაოდ ხშირია საკვერცხეების კისტების პრობლემა, რამდენად რეალურია ოპერაციის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა?
– არის კისტების სახეობა, რასაც ოპერაციის გარეშე ვერ მოვიშორებთ, მაგრამ მარტივად იწოვება ფოლიკულური კისტა. საკვერცხე ყველაზე მთავარი ორგანოა ქალის ორგანიზმში, ამიტომ  თუ საკვერცხე დაზიანებულია, უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად ამოვკვეთოთ ჯანსაღი ქსოვილების მიდამოებში და სულ მცირე ჯანსაღი ქსოვილიც რომ დავტოვოთ, ის თავის ფუნქციას მაინც შეასრულებს. თავის დაზღვევის მიზნით საკვერცხის ამოღება დაუშვებელია.

скачать dle 11.3