კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რატომ აწიოკებენ ბაბი კირკიტაძეს ყოველ დილით საწოლში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  24 წლის მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ ახალი ამპლუა მოირგო და ახალი წლიდან, ახალ არხზე, ახალი შემართებით, დილის ეთერის წამყვანობა შეითავსა. როგორც თავად ამბობს, ცდილობს, მისი პოზიტიური განწყობა და ენერგეტიკა, მაქსიმალურად გადასცეს მაყურებელს და გაუხალისოს ყოველი დილა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყველაფერს ასწრებს, თუმცა სიყვარულისთვის დრო ვერ გამონახა და ამბობს, რომ ეს მისთვის ჯერ ადრეა.
  ბაბი კირკიტაძე: საკმაოდ დატვირთულად, აქტიურად და სიახლეებით დაიწყო ეს წელი. ბევრ კონცერტზე მომიწია როგორც მომღერალს გამოსვლა და პარალელურად, ტელეწამყვანობაც შევითავსე, რაც სიახლეა ჩემთვის. ახალი ტელევიზიის – „პოსტ ტვ-ის“ დილის გადაცემის წამყვანი ვარ.
– როგორ მოირგე ახალი ამპლუა?
– მინდა გითხრათ, ტელეწამყვანობა საკმაოდ კარგი და კომფოტული აღმოჩნდა, არ გამჭირვებია. არაჩვეულებრივი გუნდი მუშაობს, პროდიუსერი გვეხმარება და თან, ყველა წამყვანი პოზიტიური, ხალისიანი და ბუნებრივია. სულ მე მინდა, ვილაპარაკო და ახლა უნდა ვისწავლო თავის მოთოკვა, რომ სხვა წამყვანსაც დავაცადო ლაპარაკი (იცინის).
– „ტელეიმედში“ „გიორგი გაბუნიას ღამის შოუს“ დატოვებას ხომ არ გეგმავ?
– არა, ისიც ჩემი გუნდია. ასე რომ, „იმედზეც“ მიხილავთ, „ღამის შოუშიც“, სცენაზეც ვიდგები და ტელეწამყვანობასაც მოვირგებ. ჩემს ენერგიას ისე ვანაწილებ, რომ მეყოს, არ გადავიწვა და ჯერჯერობით გამომდის (იცინის).
– ენერგიის გადანაწილება კი გამოგდის, მაგრამ ერთი ეს მითხარი, დილით ადრე ადგომა როგორ გამოგდის?
– ეს ცოტა რთული ამბავია, სრულიად ქვეყანა მაღვიძებს (იცინის). ყოველ დილით ცალკე მაღვიძარა რეკავს, ცალკე მამაჩემი მექაჩება, ცალკე – ბებიაჩემი, ცალკე დედაჩემი მეძახის და არის ერთი ამბავი ჩვენს ოჯახში. თუ გვიანობამდე ივენთზე ვარ, განსაკუთრებით მაშინ მიჭირს დილით გაღვიძება. ღამის 2 საათამდე ვიმღერე, გავერთე, მივედი სახლში დაღლილი და სანამ დამეძინა, უკვე გამაღვიძეს, მაგრამ ვაი, ამ გაღვიძებას (იცინის).
– ყველაფრის პარალელურად, გავიგე, სოლო კარიერისთვისაც ემზადები.
– ჯერჯერობით სოლო კარიერაზე არ ვფიქრობ, თუმცა, არც გამოვრიცხავ. ამ ეტაპზე ახალი საავტორო სიმღერების ჩაწერას ვგეგმავ ჯგუფთან ერთად.
– სცენა, მომღერლობა და ტელეკამერების წინ პოზიორობა რომ შეითავსე, შენი პროფესიით, იურისტის განხრით განვითარებაზე  აღარ ფიქრობ?
– დრო აღარ მაქვს, რომ ჩემს პროფესიას მივხედო და ამ განხრით განვვითარდე. ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ, რაც ხალხთან ურთიერთობას, სცენას, მომღერლობას, წამყვანობასა და მსახიობობას ეხება, უფრო ჩემია, თუმცა პროფესიით იურისტი ვარ და დიპლომი კი მაქვს (იცინის). გაგეცინებათ და, ერთი პერიოდი შერლოკ ჰოლმსთან მეგობრობა მინდოდა, რადგან ზუსტად იცოდა ადამიანის ამოცნობა. ცხოვრების ყველა ეტაპზე ხომ ხდება ადამიანებისგან გულის ტკენები და გაცრუებები? ჰოდა, ეს ყველაფერი რომ თავიდან ამერიდებინა, ზუსტად განმესაზღვრა, თუნდაც მოძრაობით, როგორი იყო ესა თუ ის ადამიანი, მინდოდა, შერლოკივით გამჭრიახი ვყოფილიყავი.
– თქვი, მინდოდა, ადამიანების ამოცნობა კარგად მცოდნოდაო. ანუ, არ იცი? ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობით რას სწავლობ?
– რაც წლები გემატება, მით მეტად სწავლობ ადამიანების ამოცნობას. რაც მეტ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, მით მეტად ხვდები რაღაც-რაღაცებს. თუნდაც, იმედგაცრუებებით სწავლობ ბევრს. ასე რომ, ასე თუ ისე, ვიცი, როგორ დავიცვა თავი ადამიანებისგან და არ დავრჩე გულნატკენი. მადლობა ღმერთს, გამიმართლა, ჩემ ირგვლივ, მხოლოდ კარგი ადამიანები არიან. თან, კირჩხიბის ინტუიციაც მშველის. ადამიანი რომ სულ წუწუნებს და სულ უკმაყოფილოა, მისგან მძიმე აურა მოდის. ასეთ ადამიანებს ვერიდები, არ შემიძლია ასეთი ცუდი და მძიმე ენერგეტიკის ატანა. ინტუიციითაც ვხვდები, რომელ ადამიანს აქვს მძიმე ენერგეტიკა. ზოგადად, ჩემნაირი ხალისა ენერგეტიკის ადამიანები მომწონს და მიზიდავს, მიყვარს მათთან ურთიერთობა.
– განვითარებული „კირჩხიბული“ ინტუიციის წყალობით მოსალოდნელ საფრთხეს წინასწარ თუ გრძნობ?
– რასაკვირველია. თუ მოვლენებს კარგად დავაკვირდები, წინასწარ ვხვდები, რა მოჰყვება. საჯარო პიროვნება როცა ხარ და შენს ცხოვრებას ბევრი აკვირდება, ცდილობ, გააზრებულად გადადგა ნაბიჯები და რაღაცები წინასწარ გათვალო. ყოველთვის ასე არ გამოდის, მაგრამ ვცდილობ. ყველა აღნიშნავს, გამორჩეულად, სულ კარგ ხასიათზე ხარო. არ ვიცი ეს კარგი ამბავია, თუ ცუდი, ცოტა „მაკლია“ თუ რაშია საქმე? ვერ ჩამოვყალიბდი (იცინის). ფაქტია, სულ ვიღიმები და ახლა, ეთერში რაც დავჯექი, ეს პოზიტივი გამიასმაგდა და ვცდილობ, ჩემი ხალისიანი განწყობით იგივე განწყობა შევუქმნა ეკრანთან მჯდომ ადამიანებს. ბევრმა მითხრა კიდეც, ჩემზე გადმოდის შენი პოზიტივიო და ეს სტიმულს მაძლევს. ჩემი მიზანიც ეს იყო და წამყვანის ამპლუაში თავიდან აღმოვაჩინე ჩემი თავი, პოზიტივი და ენერგეტიკა.
– ამბობენ, ერთი თაყვანისმცემელი ბიჭი სიყვარულში გამოგიტყდა და მგონი, ხელიც გთხოვა და ამაზე რას მეტყვი?
– ეს რომ ყოფილიყო, პირველი ჩემგან გაიგებდით. სიყვარულისთვის დრო არ მრჩება. მეგობრებსაც ვეღარ ვნახულობ ხშირად. ასე რომ,  პირადში მართლა არაფერი ხდება. იმის ფონზე, რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, სასიამოვნოდ დაღლილი ვარ, სიყვარულისთვის ვერ ვიცლი (იცინის).
– კაცმა რომ გკითხოს, ყველაფრისთვის იცლი და სიყვარულისთვის არ გცალია?
– გამოცდილი მოსიყვარულეები ამბობენ, სიყვარული თავისით უნდა მოვიდესო და მე ჯერ გამოცდილ მოსიყვარულეთა სიაში არ ვარ (იცინის). ძალიან დილეტანტი ვარ ამ ამბავში. სიყვარულმა დრო და ხანი არ იცის და იმედია, ჩემს ქუჩაზეც ჩამოირბენს (იცინის).
– მართალია, რომ მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილე, მანქანით ხრამში გადავარდი და  სიკვდილს სასწაულად გადაურჩი?
– მართალია და ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება. მანქანა მომიცურდა მოყინულ გზაზე, მოსახვევში, თუმცა, სიკვდილს თვალებში არ ჩავხედე, არ დავიბენი. წყნეთიდან მოვდიოდი, ჩემი ბიძაშვილის „ბეემვეს“ მარკის მანქანით. კარგი მძღოლი ვარ, არც დიდი სიჩქარით მივდიოდი, მაგრამ მოსახვევში მოყინული იყო გზა და მანქანა მოცურდა. მივხვდი, მოსახლეობაში ვვარდებოდი და  ვინმე რომ არ დამეზიანებინა, ისე დავატრიალე საჭე, რომ მანქანა ხრამში გადავარდნილიყო. მანქანა რომ მოცურდა და გაფრინდა, ისტერიკულად ვიცინოდი და თან, ღმერთს ველაპარაკებოდი: ჩემს თავს ხდება ეს ამბავი-მეთქი? მოკლედ, ჰოპლა გავაკეთე და მადლობა ღმერთს, მანქანა ამოყირავებული არ დაეცა ხრამში, გადავრჩი. ძლივს გადმოვედი და თოვლში ჩავვარდი. ტელეფონი მანქანაში დამრჩა და კიდევ ერთი აკრობატიკა ჩავატარე – ისევ შევედი მანქანაში, გამოვიტანე, რომ საშველად დამერეკა. ამ დროს დედაჩემი მირეკავს: 20 წლის წინ ვიყავი მკითხავთან და მითხრა, შენს გოგოს რაღაც ამბავი მოუვა და შეწუხდები, ახლა გამახსენდა და დაგირეკე, ხომ კარგად ხარო? ფაქტია, მკითხავმა 20 წლის წინ ჩემი მომავალი ხიფათი იწინასწარმეტყველა, მაგრამ დედაჩემს ხომ არ გადავრევდი, დავუმალე და ვუთხარი: არ ინერვიულო, კარგად ვარ-მეთქი. სხვათა შორის, წინაწარ შიშის შეგრძნება მქონდა და დედაჩემმაც დამიმატა. მაშველები რომ მოვიდნენ, იცინოდნენ: ნამდვილი კასკადიორი ხარ, ასე ზუსტად როგორ დასვი გაფრენილი მანქანა მიწაზე, რომ არაფერი დაზიანებიაო (იცინის). მოკლედ, ისევ მე დავჯექი საჭესთან და ჩამოვედი თბილისში. იმ წუთას, როცა მანქანა ყინულზე მოსრიალდა, სასწაული ადრენალინი ვიგრძენი, ვერ ვხვდებოდი, რა მოხდებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, არაფერი მომივიდოდა და გადავრჩი კიდეც. უბრალოდ, იმის შემეშინდა, არ ამობრუნებულიყო და ღმერთმა დამიფარა. დედაჩემს რომ მოვუყევი, გადაირია, რაღა მაინცადამაინც იმ წუთას გამახსენდა, იმ მკითხავის ოცი წლის წინ ნათქვამიო. კი მეშინია, მაგრამ ადრენალინები და ექსტრემალური სიტუაციები მიყვარს და თან, ბედისწერისაც და მფარველი ანგელოზისაც მჯერა. ყოველთვის ვგრძნობ მფარველ ძალას, რომელიც ამ სამყაროში მიცავს და ჩემს სიმშვიდეზე ზრუნავს.

скачать dle 11.3