№4 ვინ და რატომ გაისროლა „პრობკასავით“ ორგანოებიდან რომან გვენცაძემ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ერთ დღეს, მაშინ ჯერ კიდევ მილიციის სამორიგეოში ახალგაზრდა, ნასვამი კაცი მივიდა. პერანგი სისხლით ჰქონდა მოსვრილი, ხელში კი სისხლიანი დანა ეკავა.
– მეზობელთან ერთად ვსვამდი. კონფლიქტი მოგვივიდა და ჩხუბის დროს დავჭერი. აი, დააფიქსირე, რომ ჩემი ფეხით მოვედი და დანაშაულს ვაღიარებო, – განუცხადა ახლადგამოჩეკილ მორიგე მილიციელს.
ამის მაგივრად, რომ მორიგეს ის ახალგაზრდა ადგილზევე დაეკავებინა, იმ ადგილის მისამართი ჰკითხა, სადაც კონფლიქტი მოხდა. ხოლო მისამართი რომ მოისმინა და ჟურნალში ჩაიხედა, უტიფრად მიუგო დანიანს:
– ეს მისამართი სხვა მილიციის განყოფილებას ეკუთვნის და იქ მიდი აღიარებითი ჩვენებითო, – თან მილიციის განყოფილების მისამართიც უკარნახა.
ახალგაზრდამ, კარგიო და წავიდა, თუმცა გზაში ჩაბარება გადაიფიქრა და მიიმალა...
ის ერთი კვირის მერე დააკავეს და როდესაც ყველაფერი გაირკვა, ახალგამოჩხრეკილი მილიციელი პირადად მე „პრობკასავით“ გავისროლე ორგანოებიდან.“