№4 ბრძნული აზრები
ლევან გოთუა: თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი – ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანი.
პიუზო: ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკუთვნის, გარშემო აღარავინ დაგრჩება.
დანტე: საკმარისია, ეშმაკს ზურგი აქციო და ღმერთს დაინახავ.
ვოვენარგი: რაც არ გინდა გააძლიერო, ყურადღება დააკელი და პირიქით.
მონტენი: ეცადე, ყველას პირში უთხრა სიმართლე. სჯობს, მართალი უყვარდე ცოტას, ვიდრე მლიქვნელი – ბევრს.
აკაკი ბაქრაძე: სიკეთე, რომელიც მოითხოვს, სიკეთითვე მიპასუხეო, აღარ არის სიკეთე. ეს ვაჭრობაა.
რუმი: უგემოვნობას თავისი საზღვარი აქვს, აი, გემოვნება კი უსასრულოა.
რემარკი: ყველაზე დიდი სულგრძელობაა, როცა უმადურობას პატიობენ.
ჯიბრანი: ვინც პირველივე წყენისას გტოვებს, იცოდე, რომ ის ამ წყენას ელოდებოდა.
ხაიამი: არ სცადო იმის შეჩერება, რაც შენგან მიდის, არ ჰკრა ხელი მას, რაც შენთან მოდის და მაშინ ბედნიერება თავად გიპოვის.
მაქსველი: ადამიანი საკმაოდ დიდსულოვანი უნდა იყოს, რომ აღიაროს თავისი შეცდომები, საკმარისად ჭკვიანი – რომ ისწავლოს მათგან და საკმარისად ძლიერი, რომ შეძლოს მათი გამოსწორება.
უაილდი: ადამიანი ყველაზე გულწრფელი მაშინაა, როცა საკუთარ თავს ესაუბრება. მიეცით მას ნიღაბი და იგი სიმართლეს გეტყვით.
ვოლტერი: ზოგს ბედნიერება მიაქვს იქ, სადაც წავა, ზოგს კი მაშინ მოაქვს ბედნიერება, როცა მიდის.
ჩეგევარა: არ მადარდებს დაცემა, მანამ, სანამ ვიცი, რომ ვიღაც ჩემს თოფს აიღებს და სროლას განაგრძობს.
არისტოტელე: მატყუარებს სიმართლის არ სჯერათ.
მოპასანი: ცხოვრებაში სამჯერ უნდა გაუმართლოს ქალს: ვისგან გაჩნდება, ვისგან ისწავლის და ვის გაჰყვება ცოლად.
შანელი: ქალები იცვამენ ქალებისთვის, რაც მათში მეტოქეობის სურვილით არის გამოწვეული. ეს სიმართლეა, მაგრამ თუ ამქვეყნად მამაკაცი აღარ იქნებოდა, ქალები ჩაცმას თავს დაანებებდნენ.