კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 თქვენს გაუცნობიერებელ ნახატს დაფარულ აზრთა გამჟღავნება შეუძლია

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ყველას, განურჩევლად იმისა, ეხერხება თუ არა ხატვა, მოწყენილობისას ფურცელზე სახეები და ფიგურები გამოჰყავს. ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ ქმედებას ადამიანის დაფარულ აზრთა გამჟღავნება შეუძლია. როცა ტვინი სხვა საქმითაა დაკავებული, ხელებს შეუცნობელი განაგებს და სულის სიღრმიდან აწვდის მათ სიგნალებს და ასე იქმნება „მხატვრული შედევრები.“ თუ რა მინიშნებები შეიძლება ამოვიკითხოთ გარკვეული ტიპის გავრცელებულ „ნახატებში“, რომ ადამიანის ხასიათი, ფიქრები ან თუნდაც მომავალი განვსაზღვროთ, ამაზე გვესაუბრება პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევან ბ: ძალიან ხშირად, ტელეფონზე ლაპარაკის ან მოსაწყენ თათბირზე დასწრებისას, ფურცელზე გაუაზრებლად ვახუჭუჭებთ ხაზებს და ვერც კი ვხვდებით, რომ ამ ხუჭუჭებს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის პიროვნებასა და ხასიათზე. ზომა, მდგომარეობა და ნახატის ობიექტი გვაძლევს რამდენიმე საკვანძო მინიშნებას. ისევე როგორც სიზმრის შემთხვევაში, ასეთ „ნახატებშიც“ ხშირად მეორდება ერთი ტიპის მოხაზულობა, რის საშუალებითაც ხდება შემდეგ მონაცემთა ინტერპრეტირება. „ისინი გვიყვებიან“ შიშსა და ოცნებებში ჩამალულ იმ ფიქრებსა და აზრებზე, დიაგნოსტიკის ყოვლად აღიარებული მეთოდებითაც რომ ვერ დავადგენთ.
– ყველაზე ხშირად ხსენებული მექანიკური „ხატვისას“ ქალის სახეებს ვხატავ ხოლმე, თანაც პროფილში. საინტერესოა, რას გამოვხატავ ამით?
– ადამიანის ფიგურა ალბათ, ყველაზე მეტად ფიგურირებს შეუცნობელი „მუზით შეპყრობილი მხატვრის შემოქმედებაში“. იმის მიხედვით კი, რა სახეს იღებს სურათი, მსჯელობენ: რას გრძნობს და განიცდის „მხატვარი“ იმ მომენტში. თუ ფიგურა პატარა და სქემატურია, ეს პიროვნება გარეგანი ზეწოლოს წინაშე უსუსურია, მარტოობისკენ ილტვის და ურთიერთობებს გაურბის. თუ ფიგურა პირდაპირ დგას, დამხატავს ხალხი აფრთხობს, მაგრამ თუ განზე იყურება, თან რაც მეტად – მით უფრო ჩაკეტილი პიროვნებაა. არაპროპორციულად დიდი თავი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოხატულებაა, ხოლო პირიქით, პატარა – ტექნიკური მიდრეკილებების.
– განსაკუთრებით ბევრის დამტევი ალბათ თავალებია?..
– თვალები ხშირად ადამიანის შინაგან „მეს“ გამოხატავს. დიდ თვალებს გულღია ადამიანი ხატავს, პატარას – ჩაკეტილი. დახუჭული თვალები საკუთარ სულში ჩაღრმავების წინააღმდეგია, მოწყენილი და მხიარული კი, იმ მომენტისთვის „მხატვრის“ შინაგან განწყობას გამოხატავს. საერთოდ, თვალებს ხატავს ის, ვისაც სურს, მიმიზიდველი იყოს. ზოგისთვის კი თვალების ხატვა იმის სიგნალია, რომ ვიღაც უთვალთვალებს. უფრო მძიმე შემთხვევაში, თვალების ისტერიკული ხატვა ადამიანის პარანოიდულ გადახრაზე მიანიშნებს. რაც უფრო დიდია ყურები, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი დამხატავისთვის სხვების აზრი, ხოლო უყურებო თავისთვის საერთოდ სულერთია, რა აზრისაა საზოგადოება მასზე. განიერი მხრები პატრონის ძალასა და მბრძანებლურ თვისებებზე მეტყველებს, ვიწრო კი – სისუსტეზე. მოხრილი ზურგი გვკარნახობს, რომ პატრონს დანაშაულის გრძნობა აწუხებს. ტანზე მიკრული ან სულაც დაფარული ხელები საახლობლო წრესთან კონფლიქტს ნიშნავს. ფიგურა თუ ფეხებგაჩაჩხული დგას – ადამიანს სხვისი აზრის მოსმენა არ უყვარს, ხოლო შეტყუპებული ფეხებით – ადვილად ემორჩილება სხვის ბრძანებებს. გრძელი ფეხები დამოუკიდებლობის სურვილია, მოკლე კი – უსუსურობის. ყურადღება მიაქციეთ სახის გამომეტყველებასა და პოზასაც: თუ აგრესიულია, შეუპყრიხართ გრძნობას, რომელსაც ვერ ერევით, ხოლო თუ „პორტრეტი“ პირმოკუმული და კრიჭაშეკრულიცაა, ამ თემაზე ლაპარაკი არ გსურთ. სახის გამომეტყველება შესაბამისად ასახავს ადამიანის ხასიათსა და განწყობას. კარგად დახატული ლამაზი სახე ნიშნავს, რომ ყოველთვის კარგს ეძებთ ადამიანში. თუ უცნაურ, მახინჯ სახეებს ხატავთ – არავის ენდობით; კომიკურის შემთხვევაში – ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ; ბავშვების „პორტრეტებით“ კი გსურთ, მუდამ საჭირო იყოთ. რაც შეეხება პროფილში ხატვას, თქვენს ინტრავერტობას (ჩაკეტილი) ამხელს. უფეხო ფიგურა ფესვების არქონაზე მიუთითებს მაშინაც კი, თუ ის გაქვთ. მთავარია, როგორ დახატა ადამიანმა სახე, რაც მის ემოციებს ამხელს. რომელიმე ორგანოს დაკლება კი, ნიშნავს, რომ ის თავს არ მიიჩნევს სრულფასოვნად, სრულყოფილად.
– სახელის ან ინიციალების მექანიკურ წერას, ფაქსიმილიაზე ვარჯიში აქვს საფუძვლად, თუ უფრო მეტს ამბობს ჩვენზე?
– საკუთარი სახელი ან ინიციალები ამბიციურობა – ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილია. მოზარდები ხშირად მხოლოდ სახელს წერენ (გვარის გარეშე), რაც დემონსტრირებაა იმისა, რომ ოჯახიდან მოწყვეტა და დამოუკიდებელი საქმიანობა სურთ. სხვისი სახელი კი ან შეყვარებულისაა, ან იმის, ვისთანაც პრობლემები გაქვთ. ყველაზე ხშირი მაინც ხაზების ჯღაბნაა, რომელთაგან ზოგი სპირალივითაა დახვეული, რაც მიანიშნებს, რომ „მჯღაბნელი“ ემოციებისა და განცდების ტყვეობაშია და იმდენაც მოუცავს ამას, სხვისი თანაგრძნობა და საქმეში ჩარევა არ სჭირდება – ასეც კომფორტულად გრძნობს თავს. რაც უფრო მცირე და ხშირია სპირალის ხვეულები, მით მეტ ემოციურ დისბალანსს იწვევს გადაუჭრელი პრობლემა. ასეთი ადამიანი გაუწონასწორებელია და შეუძლია, იფეთქოს. ტალღები ქალის ფიგურის მოხაზულობას რომ მოგაგონებთ, სექსუალურ ქვეტექსტს გულისხმობს – საპირისპირო სქესის ყურადღება და სითბო აკლია. თუმცა, შესაძლოა, სექსუალური ლტოლვა კი აქვს კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს სურვილი განუხორციელებელია. ჯაჭვი, როგორც წესი, შებოჭილობაზე მიუთითებს, განსაკუთრებით ურთიერთობებსა და სამსახურში. შეზღუდვა ეხება შეხედულებებსაც, რომელიც საშუალებას არ აძლევს მას, გააკეთოს ის, რაც უნდა. ზოგი მხოლოდ ხაზებს ავლებს და თუ ამ დროს ძალიან აჭერს კალამს, ესე იგი აგრესია მოეძალა და რაღაცას უფრთხის. ზეწოლა განსაზღვრავს განწყობას – რაც უფრო მსუბუქად ავლებთ ხაზებს ფურცელზე, მით მეტ შინაგან სიმშვიდეს გრძნობთ.
– გული, ვარსკვლავები და სახლები...
– გულს ხატავს მგრძნობიარე, ემოციური, რომანტიკული პიროვნება. ასეთი მეოცნებე, გულუბრყვილო ადამიანები საგულდაგულოდ მალავენ ემოციებს და მკაცრ, სერიოზულ იმიჯს ირგებენ. ვარსკვლავი – ოპტიმისტური ბუნების მაჩვენებელია. „ვარკვლავთმხატვარი“ პრობლემებს არ უშინდება და მომენტალურად იწყებს ბრძოლას მის წინააღმდეგ. მუდმივად ყურადღებას ითხოვს – ილტვის კარიერის მაღალი საფეხურებისა და საზოგადიებისგან აღიარებისკენ, რისთვისაც ყველა მონაცემით შემკულია. ის ოპტიმისტი, ენერგიული და მიზანდასახულია. სახლის დამხატავი კი ცხოვრების დასაყრდენს და შესაბამისად, მხარდამჭერს ეძებს. არსებული მდგომარეობით შეშფოთებული, ცხოვრების გაუმჯობესებისთვის იბრძვის. სახლის ირგვლივ ღობე ახლობელთა მხარდაჭერის დეფიციტზე მიუთითებს; პატარა ფანჯრები უნდობლობისა და ჩაკეტილობის ნიშანია; საკვამურიდან კვამლს კეთილი „მხატვარი“ უშვებს, ბაღი და ყვავილები კი „ამხელენ“, რომ სიმყუდროვე და სიმშვიდე აკლია. სახლამდე ბილიკი ცვლილებების მოლოდონია, კარისა და ზღურბლის გარეშე დარჩენილი სახლი კი, მოსალოდნელი ცვლილებების შიში; დაბოლოს – სახლი მაღლობზე თქვენს მარტოობას ამხელს.

скачать dle 11.3