კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 სასტიკი მკვლელობა მოკლული ქალის შვილმა 30 წლის შემდეგ „დეენემის“ მეშვეობით გახსნა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სასტიკი მკვლელობა
  1980 წლის 19 ივლისს, როდესაც მოსკოვში ზაფხულის 22-ე ოლიმპიადა გაიხსნა, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 19 წლის ელენე ბალაძე მეუღლის, მერაბ კერესელიძის ბინაში დამწვარი აღმოაჩინეს. ხანძარი მეზობლებმა შეამჩნიეს და მისი ჩაქრობა სახანძრო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე მოახერხეს. გოგონას დანახშირებული სხეული კი მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში აღმოაჩინეს. მოკლულს, როგორც მოგვიანებით ბაქოში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, სხეულზე დიდი რაოდენობის აალებადი სითხე ჰქონდა გადასხმული, რამაც მისი სწრაფი დანახშირება გამოიწვია. დამწვარი იყო მხოლოდ საწოლი და ოთახის უმნიშვნელო ნაწილი. ხანძრის უფრო ფართოდ გავრცელებას კი იმან შეუშალა ხელი, რომ ამ სითხეს, მართალია, ძლიერი, მაგრამ ლოკალური წვის თვისებები ჰქონდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს იყო ერთგვარი მაღალი ხარისხის, ექსპერიმენტული ბენზინის სახეობა, რომელსაც ლაბორატორიულად იკვლევდნენ. მოკლულის მამამთილი, უშანგ კერესელიძე კი ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში მუშაობდა და ამ სითხის 20-ლიტრიანი ბალონი სახლის პირველ სართულზე ჰქონდა შენახული. თავად ოჯახის უფროსი და მისი ვაჟი მკვლელობის დღეს მოსკოვში იმყოფებოდნენ. 20 წლის მერაბ კერესელიძე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრების წევრი იყო და პირველი ნაკრების ხელმძღვანელობამ ის მოსკოვში გამოიძახა, რათა საჭიროების შემთხვევაში მას ტრავმირებული კოლეგა შეეცვალა. მერაბს მამაც თან გაჰყვა. ოჯახის დიასახლისი, მერი გულუა, მკვლელობის დღეს თავის 2 წლის შვილიშვილთან, უშოსთან ერთად წყნეთის აგარაკზე იმყოფებოდა. მოკლული ელენე ბალაძეც წყნეთში ისვენებდა, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს თბილისში ჩამოვიდა, რათა ქალთა კონსულტაციაში ექიმთან მორიგი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი – ელენე 2 თვის ფეხმძიმე იყო.
  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ გაგუდეს და ბოლოს დაწვეს. საძინებელი ოთახის კუთხეში კი ელენეს დახეული სარაფანი აღმოაჩინეს. კრიმინალისტები ვარაუდობდნენ, რომ სარაფანი გოგონას მკვლელმა შემოახია და მოისროლა. თუმცა, იქიდან თითის ანაბეჭდების ამოღება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით სარაფანი ოჯახს დაუბრუნეს. მერაბმა კი ის მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად შეინახა.
  პროკურატურამ ინტენსიური გამოძიება დაიწყო. დაიკითხნენ მეზობლები. შემოწმდა ყველა სავარაუდო ეჭვმიტანილი, მაგრამ დამნაშავე ვერ დადგინდა და გაუხსნელი საქმე თაროზე შემოდეს.
  ელენე რომ დაკრძალეს, მერაბმა სპორტს თავი დაანება და ლოთობა დაიწყო. ერთხელ თვითმკვლელობაც სცადა და თავისი ძმაკაცის, ჯემალ ხატიაშვილის ტუალეტში ვენები გადაიჭრა, მაგრამ ბინის პატრონმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ის გადაარჩინეს. ამის მერე დაქვრივებულმა ახალგაზრდამ ეკლესიაში დაიწყო სიარული. შემდგომ კი თავისი მოძღვრის რჩევითა და რეკომენდაციით რუსეთში გაემგზავრა და სასულიერო სასწავლებელში მოეწყო. პატარა უშო კი საკუთარ დედ-მამას დაუტოვა.
30 წლის შემდეგ
  რუსეთში გადახვეწილმა მერაბმა გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა და ათი წლის განმავლობაში არც თბილისში ჩამოსულა და არც შვილი და მშობლები მოუკითხავს. 30 წლის რომ გახდა, ბერად შედგომა მოინდომა. მაგრამ მისმა რუსმა მოძღვარმა მას ოჯახის მონახულება და კიდევ სამი წელი მოცდა ურჩია. ამასობაში მერაბს მამა გარდაეცვალა. მას ეს ამბავი ჯემალ ხატიაშვილმა შეატყობინა, რომელიც იმ დროს რუსეთში მოღვაწეობდა და ბიზნესში სერიოზულ ნაბიჯებს დგამდა. ჯემალი და მერაბი ერთად ჩამოვიდნენ თბილისში და უფროსი კერესელიძე პატივით დაკრძალეს. მერაბმა ათწლიანი განშორების შემდეგ პირველად ნახა თავისი ვაჟი – უმცროსი უშო, რომელიც უკვე 12 წლის იყო და სანიმუშოდ სწავლობდა. მამა-შვილმა სულ რაღაც ორი კვირა გაატარეს ერთად და მერაბი კვლავ რუსეთში გაემგზავრა. თუმცა, შვილს პერიოდულად ურეკავდა და ტელეფონით ესაუბრებოდა. ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაიშალა. 1993 წელს კი მერაბი ბერად აღიკვეცა და მას აბრაამი უწოდეს. მომდევნო სამი წელი ბერმა ციმბირის მიყრუებულ მონასტერში გაატარა და უშოსთან, ფაქტობრივად, კავშირი აღარ ჰქონდა. უშომ კი სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. მესამე კურსიდან კი, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, სწავლა შეერთებულ შტატებში განაგრძო და იქვე დაიცვა იურისტის დიპლომიც. 2005 წელს კი „ეფბიაის“ აკადემიადამთავრებული, 27 წლის უშანგი (უშო) კერესელიძე „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ სპეციალური აგენტი გახდა და ამ უწყებაში ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა.
  დროს ტყუილად არც ჯემალ ხატიაშვილი კარგავდა. ის რუსეთის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო. მართალია, ჯემალზე ამბობდნენ, რომ ის კრიმინალთანაა დაკავშირებულიო, მაგრამ სამართალდამცველებს მისთვის არასოდეს წაუყენებიათ პრეტენზია. დროგამოშვებით ჯემალი თავისი ბავშვობის ძმაკაცსა და კლასელს, მერაბს აკითხავდა მონასტერში და მასთან დიდი თანხები მიჰქონდა. თუმცა, მამა აბრაამი (მერაბი) მიღებულ ფულს გაჭირვებულებსა და ეკლესიას ახმარდა, თავად კი ასკეტურად ცხოვრობდა.
  თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მამა-შვილს კვლავ მრავალწლიანი განშორების პერიოდი ჰქონდათ. უშო შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მუშაობდა. მართალია, თბილისშიც ჩამოდიოდა მოხუცი ბებიის სანახავად, მაგრამ რუსეთში გამგზავრებას მაინც ერიდებოდა. თუმცა, 2010 წლის ივლისში, 32 წლის უშო კერესელიძე მოსკოვში ჩაფრინდა და მამამისს მიაკითხა. მერაბი (მამა აბრაამი) იმ პერიოდში საკმაოდ მაღალი სასულიერო იერარქი იყო და მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ ტაძარს წინამძღოლობდა. ტრადიციული მოკითხვისა და მცირე საუბრის შემდეგ უშომ მამამისს უთხრა:
– 30 წელი გავიდა დედაჩემის მკვლელობის შემდეგ. ხვალ 19 ივლისია. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მკვლელის დადგენასა და დასჯას ვცდილობდი და ეს დღეც დადგა. მკვლელი ჯემალ ხატიაშვილია. შენ რომ დედას სარაფანი გქონდა შენახული ჩვენს ლაბორატორიაში შევამოწმებინე და შევადარებინე იმ ადამიანების „დეენემის“ ნიმუშებს, ვისზეც მე ლოგიკურად ვეჭვობდი. სულ 20 ადამიანი იყო და მათი „დეენემები“ ფარულად მოვიპოვე. მე მაქვს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა და მიმართვა რუსეთის მთავრობისადმი, რომ ამ დასკვნის საფუძველზე, ხატიაშვილი საქართველოს მართლმსაჯულებას გადასცენ.
– ტაძრის სარდაფში ჩამომყევი, შვილო, რაღაც უნდა განახვო, რაც ჯერ არ გინახავს.
უშო მორჩილად გაჰყვა მამას. მერაბმა სარდაფში პირველი შვილი შეუშვა და სინათლის ანთება სთხოვა. თავად გაჩერდა, ფოლადის სქელი კარი მიხურა და შვილი სარდაფში გამოკეტა. 2010 წლის 19 ივლისს ღამის 10 საათი ხდებოდა, როდესაც ხატიაშვილის ფეშენებელურ აგარაკს ცეცხლი წაეკიდა და სახანძრო ბრიგადამ ცეცხლწაკიდებულ ბინაში დანახშირებული ბიზნესმენის ცხედარი აღმოაჩინა.
P.S. მამა აბრაამი თავის ნებით ჩაბარდა რუსეთის პოლიციას და ბიზნესმენის მკვლელობა აღიარა. თუმცა, 20 ივლისს საქმე დაიხურა. შურისმაძიებელი ბერი კი დღესაც რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს.


скачать dle 11.3