კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემი შვილი ისეთ ადამიანებს დაუახლოვდა, რომლებიც ცოდვას არ ერიდებიან და ცუდ გზას ადგანან. ძალიან განვიცდი, ჩემი შეგონება არ ჭრის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენ ბევრი უნდა ილოცოთ თქვენი შვილისთვის და ეს დაეხმარება. თუ თვალს გადავავლებთ ქრისტიანების ცხოვრებას, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ცოდვებში ჩაფლული შვილები განსაცდელისგან სწორედ მშობლების ლოცვას დაუხსნია და შემდეგ ისინიც დიდი ქრისტიანები გამხდარან. მშობლის ლოცვას იმაზე დიდი ძალა აქვს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. შესთხოვეთ უფალს და ის შეისმენს თქვენს გულწრფელ ვედრებას.
კითხვა: როგორ შეაფასებს ეკლესია იმ ფაქტს, როდესაც ადამიანი თავის უიღბლობასა და წარუმატებლობას უნიჭობას აბრალებს.
პასუხი: საკუთარი თავის უნიჭოდ და უუნაროდ გამოცხადება ცოდვაა უფლის წინაშე, რადგან ღმერთმა თითოეულ ადამიანს უბოძა ნიჭი. სწორედ იმდენი და იმ დოზით, რამდენიც მის ბუნებას შეესაბამება და რაც საჭიროა საბოლოო მიზნის მისაღწევად. ვინც საკუთარ თავს უნიჭოს უწოდებს, ის ვერ ხვდება უფლის წყალობას, უფრო მეტი უნდა და თავისი დაუდევრობით იმასაც დაკარგავს, რაც ღვთისგან მიუღია.
კითხვა: როდის ცდილობს ბოროტი ძალა, განსაკუთრებულად დაგვესხას თავს?
პასუხი: ბოროტი ძალა განსაკუთრებულად მაშინ ივსება ბოროტებით, როდესაც ადამიანი გულმხურვალედ ლოცულობს, წმიდა საიდუმლოებებში იღებს მონაწილეობას და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ასეთ დროს ადამიანი გამორჩეული ყურადღებით უნდა იყოს, რომ ბოროტი ძალის შემოტევისგან დაიცვას თავი.
კითხვა: როგორც მსმენია, ადამიანის ქება ქრისტიანისთვის მიუღებელი საქციელია. რატომ არ უნდა შევაქოთ ადამიანი, რომელიც ამას იმსახურებს?
პასუხი: ამის პასუხად გეტყვით ერთ-ერთი მართლმადიდებელი ღირსი მამის ნათქვამს: ადამიანის პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფლმავალი კაცისთვის.
კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია, ვაკურთხოთ ჩვენი საჭმელი, სასმელი, საცხოვრებელი ადგილი?
პასუხი: ჰაერი ნაკურთხი წყლის პკურებითა და კურთხევით იკურთხევა. ყველაფერი ჯვრის გადასახვით განიწმინდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საკვების კურთხევა, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ადამიანის სულისა და ხორცის მდგომარეობაზე. სახლში მოტანილ სურსათ-სანოვაგეს გარეცხვამდე გარდასახეთ ჯვარი. ჯვარი ანადგურებს შხამის ძალას. მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილისა და იმ დაწესებულების კურთხევა, სადაც მუშაობთ. ამისთვის უნდა სთხოვოთ მოძღვარს, რომელიც მობრძანდება და გიკურთხებთ სახლს, ოფისს. ამგვარად უფრო დაცული იქნებით და მშვიდად განაგრძობთ ცხოვრებას.
скачать dle 11.3